რას სწავლობდა ხალხი 2022 წელს? წლის შეჯამება აფვეის თანადამფუძნებლისგან

აფვეის ძალიან საინტერესო 2022 წელი ჰქონდა, აღმოვაჩინეთ პროვაიდერები,  რომლებიც ქმნიან არაფორმალური განათლების საუკეთესო კურსებს ქვეყანაში. 

ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი იყო მომხმარებლებთან ხშირი კომუნიკაცია, რომელთა დახმარებითაც  მივაგენით  ძალიან საინტერესო ახალ  მიმართულებებს.

დღეს აფვეიზე მომხმარებელს დახვდება 6 კატეგორია, 60 პროვაიდერი და 350-მდე  აქტიური კურსი.

 

2022 წლის მცირე შეჯამება რომ გავაკეთოთ,  ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კატეგორია წელს ვიზუალური კომუნიკაცია იყო . ვიზუალური კომუნიკაცია აერთიანებს ყველა იმ უნარს, რომლებიც გვეხმარება ვიზუალური ელემენტებით გადმოვცეთ იდეები და ფიქრები. როგორც დღეს წარმატებული დიზაინერები ამბობენ – ვიზუალი უფრო დიდ მნიშვნელობას აძლევს ნებისმიერ სათქმელს. ვიზუალური კომუნიკაციის ქვეკატეგორიაში თქვენ შეხვდებით , როგორც გრაფიკული დიზაინის ისე 2D ანიმაციის, 3D დიზაინის, motion design -ის და დღეს ყველაზე პოპულარული UX/UI დიზიანის კურსებს. აფვეიზე დაგხვდებათ  ვიზუალური კომუნიკაციის კურსები, როგორც დამწყები , ისე პროფესიონალი დიზაინერებისთვის. კურსების გავლისას თქვენ შეისწავლით სხვადასხვა უნარებს :

  • Adobe Photoshop, Adobe Illustrator – ის ძირითადი ხელსაწყოების გამოყენებას;
  • გრაფიკული დიზაინის ძირითადი მიდგომები, ტრენდებს და პრინციპებს;
  • სხვადასხვა სირთულის პროექტისთვის ვიზუალების შექმნს;;
  • Art Direction – ის საფუძვლებს;
  • PBR მატერიალების საფუძვლებს;
  • Photoshop- ის საფუძვლებს;

და ბევრ სხვა საინტერესო მიმართულებას.

დღეის მდგომარეობით დაახლოებით 40 მილიონი  ტექნოლოგიური სამუშაო ადგილი კადრის გარეშეა დარჩენილი. მსოფლიოში ტექნოლოგიები  ერთ-ერთი ყველაზე მზარდი მიმართულებაა, რაც აფვეის მომხმარებლებზეც ახდენს გავლენას , შესაბამისად ჩვენთვის მეორე ადგილზე მყოფი პოპულარული ქვეკატეგორია არის – პროგრამირება. აფვეის პლატფორმაზე პროგრამირების  45 სხვადასხვა კურსს შეხვდებით. პროგრამირების ქვეკატეგორია აერთიანებს კურსებს , როგორებიცაა :  Flutter, C#,Front End ბავშვებისთვის,Software Development,Javascript,ANGULAR  და ციფრული პროდუქტების ტესტირება. Მსგავსი კურსების გავლის შემდეგ თქვენ აუცილებლად იპოვით სასურველ სამსახურს ტექნოლოგიების სფეროშ. აღნიშნულ კატეგორიაში ცალსახა ლიდერია პროგრამირების ენა-პითონის სასწვალო კურსებია. პითონი ყველაზე პოპულარული  და მრავალმხრივი პროგრამირების ენაა, რომელიც გამოიყენება დეველოპმენტის ყველა სფეროში.  პითონი კურსების გავლის შემდეგ მომხმარებელი შეძლებს: 

  • სტატიკური და დინამიური ვებგვერდის აწყობას;
  • HTML5-ის ტეგების გამოყენებას SEO-ს გათვალისწინებით;
  • CSS-ის გამოყენებას ვებ გვერდის სტილებისა და ანიმაციებითვის;
  • ცვლილებების შეტანას არსებული ვებგვერდის პროგრამულ კოდში;
  • Github-ის სრულყოფილად გამოყენებას;
  • ყველა მოწყობილობაზე მორგებული ვებ გვერდის აწყობას.

ტექნოლოგიებში არანაკლებ პოპულარულია მონაცემთა ანლიზის ქვეკატეგორია, რადგან დღეს მომხმარებლების მონაცემებზე დაკვირვებით ნებისმიერ ბიზნესს შეუძლია  გააუმჯობესოს და მეტად მომხმარებლებზე  მორგებულად აქციოს საკუთარი პროდუქტი. Მონაცემთა ანალიზის შესწავლის მსურველებსაც ფართო არჩევანი დახვდებათ აფვეის პლატფორმაზე. კატეგორია შედგება სხვადასსხვა კურსებისგან, როგორებიც არის : მონაცემთა მეცნიერება,  ტექნოლოგიური ბიზნესის ანალიზი, POWER BI, SQL & მონაცემთა ვიზუალიზაცია. ამ კატეგორიაში კურსების უმეტესობა მოიცავს ისეთი ინსტრუმენტების შესწავლას და გამოყენებას, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლები შეძლებენ დიდი მონაცემების დამუშავებას და ვიზუალიზაციას, ასევე, მონაცემების  სხვა პლატფორმებიდან ამოტვირთვას, დაჯგუფება და ექსელში ასახვას. Საინტერესოა ისიც, რომ მონაცემთა ანალიზი ნებისმიერი პროფესიის ადამაინს ეხმარება ანალიტიკური პროცესის დაგეგმვაში და ტექნიკური ბიზნეს ამოცანის ჩამოყალიბებაში

Საინტერესოა მენეჯმენტის ქვეკატეგორიაც, რომელშიც ერთიანდება მართვის თანამედროვე მეთოდების, შიდა კულტურის ,HRმენეჯმენტის და პროექტების მართვის კურსები. Მნიშვენლოვანია არ დაგავვაიწყდეს შესყიდვების მენეჯემენტიც, რომელიც დღეს, ონალინ სივრცეში ძალიან საინტერესო უნარებს გვთავაზობს. Მენეჯმენტის ქვეკატეგორია არის ადამაინებისთვის, რომლებსაც მენეჯერული უნარების განვითარება და ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავება სურთ. Მომხმარებელი კატეგორიაში აღმოაჩენს, როგორც ზოგადი მენეჯმენტის ისე კონკრეტული უნარების შესაძენად შექმნილ კურსებს.

2023 წლისთვის გვაქვს  დიდი მიზნები, დავეხმაროთ ქვეყანაში არაფორმალური განათლების მწარმოებლებს უკეთ მიაწვდინონ ხმა საკუთარ მომხმარებლებს ,ხოლო კურსის მაძიებლებს მეტად შევაყვაროთ დამატებითი განათლება და გავხადოთ ის მათთვის უფრო ხელმისაწვდომი.



upway.ge
Logo
რეგისტრაცია
Compare items
  • Total (0)
Compare
კალათა