5 რჩევა დამწყები ციფრული მარკეტერებისთვის

ციფრული მარკეტინგი ყოველდღიურად ვითარდება. იცვლება ტრენდები, მარტივდება ტექნიკები, ემატება ბევრი სიახლე, ფართოვდება შესაძლებლობები.

21-e საუკუნეში, რომელშიც დრო აჩქარებულია, მთავარია მას ფეხი ავუწყოთ და არ ჩამოვრჩეთ. 

დღევანდელი ბლოგი განსაკუთრებით საინტერესო იქნება მათთვის, ვისაც ციფრული მარკეტინგი აინტერესებს. რჩევებს კომპანია “მეამა”-ს ციფრული მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელი გიორგი კალანდია გვიზიარებს.

 

ეძებე სიახლეები

  • იყავი მუდამ სიახლეების ძიებაში 
  • მოძებნე რესურსები ინტერნეტში
  •  თვალი ადევნე პლატფორმების სიახლეებს 
  • ეცადე ყოველდღიურად ამ ყველაფრის ნაწილი გახდე

 

პრაქტიკა

ერთია იცოდე თეორიულად ტექნიკები და მეორეა ამ ყველაფერს პრაქტიკაში იყენებდე. ზოგჯერ,  ყველაფერი რაც თეორიულად მარტივად ჩანს, პრაქტიკაში სირთულეებს წარმოადგენს. უნდა ჩაატარო ცდები, ნახო რა მუშაობს და რა არა, ციფრულ მარკეტინგს ახასიათებს რომ ყველაფერი სტანდარტების მიხედვით არ მუშაობს. მთავარია პრაქტიკაში შეგეძლოს ამ ყველაფრის დანახვა და სწრაფად გადაწყვეტილებების მიღება.

 

გააფართოვე შენი უნარების არეალი 

ციფრულ მარკეტინგს ბევრი მიმართულება აქვს: სოციალური მედია, SEO, SEM, Event Management, Analytics და სხვა. არსებობს პრაქტიკა, როცა ერთ კონკრეტულ მიმართულებას ეუფლები და ეს ძალიან კარგია, მაგრამ საჭიროა საფუძვლები სხვა ყველა მიმართულებაშიც გესმოდეს, რადგან ისინი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. თუ იცი ეს ეკოსისტემა როგორ მუშაობს, შემდგომ პრობლემის ან თუნდაც შენი საქმიანობის გამარტივება შესაძლებელია.

 

ეძებე მენტორები და ციფრული დაჯგუფებები:

Ნუ ჩაიკეტები მხოლოდ შენს ინდუსტრიაში, გაეცანი სხვებთან რა ხდება, ხშირად მათ პრობლემებში ძრომიალი განგავითარებს. გაგიზრდის შესაძლებლობების არეალს და უკეთ დაეუფლები ამ პროფესიას, არ მოგერიდოს ნებისმიერი კითხვის დასმა. ეძებე მენტორი,  რომელიც თუნდაც სხვა მიმართულებით გაგზრდის და დაგეხმარება თვითგანვითარებაში

 

სწავლა სიკვდილამდე:

დიახ სწორედ ესეა, თუ შენი საქმე რუტინად აქციე მაშინ მალე AI ჩაგანაცვლებს, თუ შენ შენი რუტინა დაძლიე და მუდმივად განვითარდი, მაშინ შენ იქნები Top Level-ზე. Ტექნოლოგიურ ერაში ყველაფერი მოხდება, მაგრამ მთავარია ჩვენ იქ რა როლს ვითამაშებთ.

 

თუ ციფურლი მარკეტინგი გაინტერესებს, აფვეის საიტზე შენთვის სასურველ კურსს  იპოვნი. თვალი ადევნე ჩვენ სოციალურ ქსელებს და არ გამოტოვო სიახლეები.


თუ ციფრული მარკეტინგი გაინტერესებს, აფვეის ღონისძიებების ფარგლებში, 4 ივნისს, 13:00 საათზე, გიორგის მასტერკლასს შემოუერთდი. დეტალურ ინფორმაციას ბმულზე გაეცნობი: https://bit.ly/3MVQk8i

upway.ge
Logo
რეგისტრაცია
Compare items
  • Total (0)
Compare
კალათა