
გამარჯობა,
მე მარი აბულაძე ვარ, აფვეის თანადამფუძნებელი და დირექტორი და გადავწყვიტე გირჩიოთ ჩემი ფავორიტი რამდენიმე კურსი აფვეიზე.
პლატფორმა იმისთვის შევქმენით, რომ თქვენთვის კურსის პოვნის პროცესი გაგვრემარტივებინა და ერთ სივრცეში მოგვექცია ქვეყანაში საუკეთესო სკოლები და საგანამანთელბლო ცენტრები, შემდეგ კი ფილტრების და კატეგორიების მეშვეობით დაგხმარებოდით მათი შერჩევისა და შედარების პროცესში.
თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს. თიბისი კონცეპტის მომხმარებელი თუ ხართ, ყველაზე კარგ ფასად შეიძენთ კურსს აფვეიზე – 150 ლარამდე ფასდაკლებით. (პირობებს ქვევით დაგიწერთ).
Კურსები სხვადასხვა მიმართულებით შევარჩიე და დრო რომ მეტი მქონდეს სიამოვნებით ავიღებდი ყველას ერთდროულად. Ისიც გაითვალისწინეთ რომ აფვეიზე 300 მდე კურსია და ეს ჩამონათვალი ძალიან მცირედია ჩვენი საინტერესო ბიბლიოთეკიდან.
ქეთი მეფარიშვილის მონაცემთა მეცნიერება
Headvice
https://upway.ge/product/data-analysis/
კურსის მიზანია მსმენელებს გააცნოს მანქანური სწავლებისა და მონაცემთა მეცნიერების შესაძლებლობები, რომელიც მოგებაზე ორიენტირებული კომპანიის წარმატებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. მონაწილეები ისწავლიან, თუ როგორ გაზარდონ კომპანიის მომგებიანობა მანქანური სწავლებისა და მონაცემთა მეცნიერებების გამოყენებით. აგრეთვე – როგორ დანერგონ და მოიპოვონ ბიზნესის შესახებ სათანადო მონაცემები.
ქეთი მეფარიშვილი (PhD), კი ერთ-ერთი ყველზე გამოცდილი ქართველი პროფესიონალია ამ მიმართულებით. მარკეტინგის ასოცირებული პროფესორი და საერთაშორისო ფინტექ კომპანია “TWINO”-ს აზიის რეგიონალური მენეჯერი. 15 წლიანი სამუშაო გამოცდილებით მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების სფეროში, მათ შორის Fortune 500 კომპანიებში.
კურსის ღირებულება 400 ლარია, ხოლო კონცეპტის პრომო კოდის სარგებლობისას კურსს 375 ლარად შეიძენთ (promo code: concept25)
PMP გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი
ვანო ნადირაძე, ქეთი ტყავაძე
მართვის აკადემია
მოსამზადებელი კურსი განკუთვნილია პროექტის მენეჯერების ან პროექტში საპასუხისმგებლო პოზიციაზე მუშაობის გამოცდილების მქონე პირებისთვის, ვისაც სურვილი აქვს მიიღოს საერთაშორისო აღიარების მქონე პროექტის მართვის პროფესიონალის (PMP) ტიტული და შესაბამისი სერტიფიკატი. ეს კურსი განსაკუთრებით, იმიტომ არის საინტერესო რომ სერთიფიკაცი ნებისმიერ ქართულ და საერთაშორსიო კომპანიაში გაგიხსნით გზას გახდეთ პროექტის მენეჯერი. მართვის აკადამია კი უკვე მრავალი წელია ეხმარება დაინტრესებულ ადამიანებს ამ ტიტულის მოპოვებაში
კურსის პრერეკვიზიტია პროექტის მართვის მიმართულებით მიღებული ოფიციალური განათლების 35 საკონტაქტო საათი.
კურსის ღირებულება 4450 ლარია, ხოლო კონცეპტის პრომო კოდის სარგებლობისას კურსს 4 300 ლარად შეიძენთ (promo code: concept150)
საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა
ტრეიდერების ჰაბი
რატი ქირია, დავით ღაღანიძე, თამარ კვანტალიანი, კოსტა წულაძე
https://upway.ge/product/trading/
ეს კურსი იმიტომ გამოვყავი, რომ ახალი ამბავია ქართულ ბაზარზე ისწავლებოდეს საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა.
კურსის მიზანია აკადემიის მონაწილეებს მიეწოდოთ ფუნდამენტალური ინფორმაცია ფინანსურ ბაზრებთან დაკავშირებით. ინტერსიული სწავლების დროს მოხდება მრავალი სავაჭრო სტრატეგიის შესწავლა და თითოეულ
მონაწილეს მიეცემა საშუალება, რომ გაანალიზოს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები, მანამ სანამ მოახდენს რეალურ ვაჭრობასა და ინვესტირებას. კურსის მიმდინარეობისას ხდება აქტიური დავალებების შესრულება და ამასთან კურს ახლავს საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის პრაქტიკული ნაწილი, სადაც მონაწილეები შეძლებენ მიღებული ცოდნის დემონსტრაციას ვირტუალურ ბაზარზე და სპეციალურ პლატფორმაზე.
კურსის ღირებულება 650 ლარია, ხოლო კონცეპტის პრომო კოდის სარგებლობისას კურსს 600 ლარად შეიძენთ (promo code: concept50)
მარკეტინგის მენეჯმენტი
სულხან ლაცაბიძე
თბილისის კომუნიკაციების სკოლა
https://upway.ge/product/marketing-management/
კომუნაციების სკოლის და სულხან ლაცაბიძის კოლაბორაცია, ვფიქრობ არ გამოსატოვებელი ამბავია, მათთვის ვისაც მარკტინგი აინტერესებს და ამ სფეროში უნდა განვითარება.
კურსი განკუთვნილია მარკეტერებისთვის ან მარკეტინგის განათლების მქონე ადამიანებისთვის, რომლებსაც სურვილი აქვთ შემსრულებლის დონიდან გადავიდნენ მენეჯერის დონეზე და დაიწყონ ორგანიზაციის საკომუნიკაციო მიმართულების მართვა და რესურსების მენეჯმენტი.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტი მიიღებს ორენოვან სერტიფიკატს.
კურსის ღირებულება 1200 ლარია, ხოლო კონცეპტის პრომო კოდის სარგებლობისას კურსს 1100 ლარად შეიძენთ (promo code: concept100)
პროგრამირება ბავშვებისთვის
STEP IT აკადემია
https://upway.ge/product/programing/
ბავშვებიც, რომ არ გავრჩეს ყურადღების მიღმა, ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და სანდო აკადემიას გირჩევთ, რომელიც არამხოლოდ ზრდასრულებს არამედ სკოლის ასაკის ბავშვებს სთავაზობს გრძელვადიან პროგრამების IT სამყაროში შესაბიჯებლად.
პროგრამა აგებულია რეალურ პრაქტიკულ ამოცანებზე, რომლის განმავლობაშიც მოსწავლეები შექმნიან პროფესიონალურ პორტფოლიოს. აკადემიის პროფესიული ზრდისა და განვითარების სამსახური თავის მხრივ კი იზრუნებს წარმატებული სტუდენტების პარტნიორ კომპანიებთან დასაქმებაზე.
კურსი 2 წლის განმავლობაში გრძელდება და მისი სრულუ ღირებულება ფიზიკურად დასწრების შემთხვევაში 2400 ლარია, ხოლო ონლაინ სწავლის შემთხვევაში 1550 ლარი.
აქაც მოქმედებს თიბისი კონცეპტის პრომო კოდი concept150, რომლიც 150 ლარს დაგიზოგავთ ერთიანი გადახდისას.
სულ ეს არის, ეტაპობრივად გაგიზაირებთ ჩვენს რჩეულ კურსებს და მზად ვართ ნებისმიერ დროს ვუპასუხოთ თქვენს კითხვებს.
თიბისი კონცეპტის ფასდაკლება 29 ოქტომბრამდეა, ამიტომ იჩქარეთ!
მიჰყევით სასურველი კურსის ბმულს, გაეცანით სხვა დეტალებს და გაიარეთ რეგისტრაცია. გახსოვდეთ, კურსზე რეგისტრაცია უფასოა.