დღევანდელ ბლოგში, 21-ე საუკუნის წარმატებული ადამიანის მთავარ უნარ-ჩვევაზე თვითპოზიციონირებაზე მოგითხრობთ. თვითპოზიციონირება ესაა უნარი წარადგინო საკუთარი თავი ან საკუთარი პროექტი საუკეთესო მხრიდან. ეს არ გულისხმობს მხოლოდ კამერასთან მუშაობას ან საჯარო გამოსვლას, ეს არის ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი, ვინაიდან ჩვენ თვითვპოზიციონირებთ კოლეგების, პარტნიორების, დაქვემდებარებული პირების წინაშე.
თვითპოზიციონირების 3 უმნიშვნელოვანესი კომპონენტია:
- არავერბალური კომუნიკაცია, რომელიც ადამიანის სხეულის ენას, ჟესტებს, მიმიკას, სახის გამომეტყველებას და ა.შ. მოიცავს.
- ხმა – მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუ როგორი ტემბრი აქვს გამომსვლელს, როგორია მისი ტემპო რითმი და მოდულაცია.
- ვორდინგი(გამოსვლის შინაარსი) – გამომსვლელის სიტყვა არ უნდა შეიცავდეს ზედმეტ, უფუნქციო სიტყვებს. უნდა იყოს ლაკონური, ჰქონდეს სწორი გზავნილები და იყოს ზომიერად ემოციური.
*აუცილებელია, სპიკერმა აუდიტორიისთვის გასაგებ ენაზე ისაუბროს.
სპიკერის გამოსვლა, მსმენელისთვის დამაჯერებელი და საინტერესო რომ იყოს, გასათვალისწინებელია, როგორც ზემოთ ჩამოთვლილი მნიშვნელოვანი ფაქტორები, ასევე გავრცელებული შეცდომები, რომლებსაც თვითპოზიციონირებისას ვუშვებთ.
რომ ვიცოდეთ, თუ რა შეცდომები არ უნდა დავუშვათ გამოსვლისას, პიროვნული და პროფესიული განვითარების ტრენერ ია ბერსენაძეს ვთხოვეთ გაეზიარებინა
5 მთავარი შეცდომა თვითპოზიციონირებისას.
1) სპიკერის სხეულის ენა არ არის დამაჯერებელი. ის თავს კომფორტულად არ გრძნობს აუდიტორიის წინაშე.
2) სპიკერის სხეულის ენა არ არის თანხვედრაში მისი გამოსვლის შინაარსთან.
3) სპიკერის ხმის ტემბრი, მოდულაციები, ტემპო რითმი, პაუზები არ არის სწორი.
4) სპიკერის გამოსვლის შინაარსი არ არის გამართული, თხრობა – ნათელი, აქცენტები მართებული.
5) სპიკერი ზედმეტად ორიენტირებულია აუდიტორიის რეაქციებზე, კარგავს კონტროლს სიტუაციაზე და ავიწყდება სათქმელი.
იმ შემთხვევაში თუ გსურს მეტი გაიგო თვითპოზიციონირების შესახებ, აფვეის ღონისძიებების ფარგლებში, 12 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ია ბერსენაძის ტრენინგს შემოუერთდი.
დეტალურ ინფორმაციას ბმულზე გაეცნობი: https://upway.ge/product/the-art-of-self-positioning/