დამსაქმებლის ბრენდინგი, როგორც რეპუტაციის შენების და მართვის პროცესი

დამსაქმებლის ბრენდინგი არის კომპანიის, როგორც დამსაქმებლის რეპუტაციის შენების და მართვის პროცესი, რაც კომპანიას სასურველ სამუშაო ადგილად აქცევს.

ძლიერი დამსაქმებლის ბრენდი ეხმარება კომპანიებს ტალანტების მოზიდვაში და მათ შენარჩუნებაში. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს პროცესი აძლიერებს კომპანიის რეპუტაციას და ბრენდის ცნობადობას, რაც მომხმარებელთა ლოიალობის ზრდას იწვევს.

დამსაქმებლის ბრენდის შენების პროცესში ინვესტიციით, კომპანიებს შეუძლიათ მოიზიდონ და შეინარჩუნონ საუკეთესო ადამიანური კაპიტალი, გააძლიერონ თანამშრომლების ჩართულობა და პროდუქტიულება.

რამდენიმე კონკრეტული ფაქტორი გამოვყოთ, რაზეც ძლიერი დამსაქმებლის ბრენდი პოზიტიურ გავლენას ახდენს:

  • კონკურენტული უპირატესობა – სამუშაო ბაზარი სულ უფრო კონკურენტუნარიანი ხდება, კომპანიები იბრძვიან საუკეთესო ტალანტების მოზიდვისა და შენარჩუნებისთვის. ძლიერ დამსაქმებლის ბრენდს შეუძლია დაეხმაროს კომპანიებს გამოირჩეოდნენ კონკურენტებისგან და გახდნენ უფრო მიმზიდველი პოტენციური თანამშრომლებისთვის.
  • შერჩევის ხარჯის შემცირება – ახალი კვალიფიციური კანდიდატების მოძიების და შერჩევის პროცესში გაწეული დანახარჯები მცირდება, რადგან პოზიტიური დამსაქმებლის ბრენდი აყალიბებს გრძელვადიან ნდობას საზოგადოებაში.
  • თანამშრომლების შენარჩუნება – არსებული თანამშრომლების ჩართულობის გაზრდა სამუშაო პროცესში და ორგანიზაციულ სიახლეებში ყველა კომპანიისთვის მნიშვნელოვანია. თანამშრომლები, რომლებიც ამაყობენ თავიანთი დამსაქმებლით, უფრო მეტად პროდუქტიულები არიან. შესაბამისად, მომსახურების ხარისხიც იზრდება მომხმარებლების მიმართ, რაც მათ ლოიალურობაზეც აისახება.

დღეს, ადამიანები უფრო მეტს ეძებენ, ვიდრე უბრალოდ სამუშაოს. მათ სურთ იმუშაონ კომპანიებში, რომლებსაც აქვთ ძლიერი კულტურა, სთავაზობენ ზრდისა და განვითარების შესაძლებლობებს, ასევე, შეუძლიათ პოზიტიური გავლენის მოხდენა რეალობაზე და თითოეული ადამიანის განვითარებაზე.

სოციალურმა მედიამ კი გაუადვილა არსებულ და პოტენციურ თანამშრომლებს თავიანთი გამოცდილების გაზიარება. ამიტომ, კომპანიებმა სწორად უნდა მართონ საკუთარი სტრატეგია, თუ როგორ წარმოაჩენენ საკუთარ თავს ციფრულ სივრცეში.

ჯანსაღი სამუშაო გარემო და ძლიერი დამსაქმებლის ბრენდი იქმნება მაშინ, როცა HR და მარკეტინგი ერთად ზრუნავენ დამსაქმებლის ბრენდინგზე. რეალურად ორივე მიმართულებას აქვს ინტერესი დამსაქმებლის ბრენდის პოზიტიური და დამაჯერებელი გზავნილების შესაქმნელად, რომელიც მოიზიდავს და შეინარჩუნებს საუკეთესო ტალანტებს.

აუცილებელია შეიქმნას პოზიტიური სამუშაო კულტურა, სადაც თანამშრომლებმა თავი ბედნიერად და ჩართულად უნდა იგრძნონ. ეს ნიშნავს ისეთი სამუშაო გარემოს შექმნას, სადაც თანამშრომლები გრძნობენ პატივისცემას, დაფასებას, მხარდაჭერას და მათ ეძლევათ ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა. მეორეს მხრივ, გარე კომუნიკაციებში ეს ყველაფერი სწორი ფორმით უნდა იყოს გაჟღერებული.

კომპანიებს შეუძლიათ შექმნან ძლიერი დამსაქმებლის ბრენდი, რომელიც დაეხმარება მათ საუკეთესო ტალანტების მოზიდვაში და შენარჩუნებაში, ასევე, წარმატებული ბრენდის შენებაში და საზოგადოებაზე პოზიტიური გავლენის მოხდენაში.

 შეგახსენებთ, upway.ge – ზე უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ კურსი – დამსაქმებლის ბრენდინგი.

upway.ge
Logo
რეგისტრაცია
Compare items
  • Total (0)
Compare
კალათა