რა არის ენეაგრამა და რაში გვეხმარება ის?

Რატომ ვიქცევით ისე როგორც ვიქცევით? Რა არის ჩვენი მთავარი მოტივატორი? Რა ნაბიჯები დაგვეხმარება რომ უფრო კარგად ვიგრძნოთ თავი ჩვენ სხეულში? ან რა ნაბიჯები დაგვეხმარება, რომ ამოვიცნოთ რომელი ჩვენი უნარები და თავისებურებები გვწევს წინ და პირიქით, რომლები გვხევს უკან? Როგორ ავიმაღლოთ ემოციური ინტელექტი?

ეს იმ კითხვების ჩამონათვალია, რომლებიც ხშირად გვიჩნდება. Საკუთარი თავის ამოცნობა და ემოციების მართვა საკმაოდ რთულია და ემოციური კეთილდღეობის მისაღწევად ადამიანები სხვადასხვა ხერხს მიმართავენ.

Საკუთარი თავის უკეთ შესაცნობად გაგაცნობთ ენეაგრამას. ენეაგრამა დაგეხმარება გაიგო შენი არაცნობიერი მოტივაციები და სიღრმისეული სურვილები. ენეაგრამას ინსტრუმენტი ასევე დაგეხმარება რომ უკეთ გაიცნო შენი ძლიერი მხარეები და გამოავლინო სრული პოტენციალი.

upway -ს მეგობართა სიას ილიას ენეაგრამა შემოუერთდა. ენეაგრამას სასერთიფიკატო ტრენინგს NLP Coach მასტერი საქართველოს გეშტალთთერაპევტთა ასოციაციის PR-ისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კომიტეტის ხელმძღვანელი ილია ნიკაჭაძე ატარებს. ილია ნიკაჭაძე სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალის 4motivi.com დამფუძნებელი და Psychologist.ge-ს მთავარი რედაქტორია.

რა არის ენეაგრამა?

ენეაგრამა  ადამიანის 9 ფსიქოტიპს და მათ ურთიერთკავშირს აღწერს:

იდეალისტი

იდეალისტები (1-იანი) აკონტროლებენ ემოციებს და მხოლოდ მათ ნაწილს უშვებენ გარეთ, უკმაყოფილოები არიან რეალობით, უნდათ უკეთესი სამყარო და მუდმივად ცდილობენ მის შეცვლას.

მზრუნველი

ყურადღება მიპყრობილი აქვს გარე სამყაროსკენ, სხვა  ადამინებზე: „ მინდა ვიყო საჭირო“. მისი თვითშეფასება დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ აფასებენ გარშემომყოფები.

ტრიუმფატორი

მიმღწევები/ტრიუმფატორები მუდამ დაკავებულია, რადგან ორიენტირებულნი არიან საკუთარი  მიზნების მიღწევებზე.  ყურადღება მიპყრობილი აქვს როგორც საკუთარი თავის ასევე გარე სამყაროსკენ.

ინდივიდუალისტი

ინდივიდუალისტი/რომანტიკოსი/4-იანი  იდენტობას აყალიბებს საკუთარი უნიკალურობის გაცნობიერებით. „ვინ ვარ, თუ გარშემო   არავინა ჩემი მსგავსი. თუ მე მართლა უნიკალური ვიქნები სირცხვილი გაქრება“.

მარტოხელა მოაზროვნე

მარტოხელა მოაზროვნესთვის/დამკვირვებელისთვის/5-იანისთვის  სამყარო  საშიში და არაპროგნოზირებადია. ცდილობს შეიცნოს და მართოს იგი. „მე არ მაქვს საკმარისი ცოდნა და კომპეტენცია, რომ ცხოვრების ორომტრიალში ჩავება.“

სკეპტიკოსი

სკეპტიკოს/ლოიალისტს/6-იანს აქვს შინაგანი განგაში საკუთარი არა თავდაჯერების გამო და ამავდროულად ეჭვი ეპარებათ სხვა ადამიანებშიც. მიილტვის მხარდაჭერილი იქნან „ავტორიტეტების“ მიერ და ამავდროულად ვერ ენდობა  მათ ბოლომდე.

ენთუზიასტი

ენთუზიასტს /თავგადასავლების მაძიებელს ამოძრავებს ყველაფერი ახალი და შთამაგონებელი. სამყაროს აღიქვამს როგორც ადგილს შეუზღუდავი  შესაძლებლობებით. „ჭიქას ხედავს როგორც ნახევრად სავსეს“ 

ბოსი

ბოსს/დამცველს უნდა რომ აკონტროლებდეს თითოეულ სიტუაცია და არავითარ შემთხვევაში არ სურს მოექცეს სხვის კონტროლის ქვეშ. აქვს თვალსაჩინო საზღვრები და დისტანციაზე ყავს გარშემომყოფები.

მედიატორი

მედიატორი/მშვიდობისმყოფელი მიმღები და ოპტიმისტია. მას უყვარს მშვიდობა და ერიდება კონფლიქტს. ის დროს მარტო ან ადამიანების მცირე ჯგუფებთან ერთად ატარებს.

თითოეულს შესაბამისი მოტივაცია და ქცევის პატერნი ახასიათებს. ენეაგრამას მიხედვით ინდივიდის ფსიქოლოგიურ პორტრეტში დომინირებს  9 ტიპიდან ერთ-ერთი, იგი ფიქსირებული და უცვლელია, თუმცა, განსხვავებული სიტუაციების ზემოქმედებით ერწყმის დანარჩენ 8 ტიპს განსხვავებული ხარისხით, რაც ვლინდება ქცევის სპეციფიკურ, უნიკალურ ფორმებში.

ენეაგრამა, თავისი ახლანდელი სახით, თანამდეროვე ფსიქოლოგიური ინსტრუმენტია, თუმცა ეს მოდელი ფესვებს უძველეს სულიერ სიბრძნეში პოულობს.

სიტყვა „ენეაგრამა“ ბერძნული სიტყვიდან „ენეა“ (ცხრა) და „გრამა“ (ფიგურა) მომდინარეობს. ამგვარად, ენეაგრამა არის ფიგურა 9 წერტილით, რომელიც წრეზეა განთავსებული, თითოეული მათგანი ერთ, კონკრეტულ პიროვნულ ტიპს აღნიშნავს.ენეაგრამის გამოსახულება ბაბილონელ და ძველ ეგვიპტელ მათემათიკოსებთან შეგვიძლია აღმოვაჩინოთ, ადრე ქრისტიანულ და სპარსულ ტრადიციებში.

დასავლური სამყარო პირველად ენეაგრამას მე-20 საუკუნეში გაეცნო ფილოსოფოს გიორგი გურჯიევის დამსახურებით. გურჯიევი აქტიურად მოგზაურობდა, სხვადსხვა მონასტერსა და მისტიკურ სკოლას სტუმრობდა, ცოდნას აგროვებდა. 1920 წელს საფრანგეთში მან დაარსა სულიერი განვითარების სკოლა, რომელსაც ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტი ეწოდა. საკუთარ სკოლაში, ის თანამედროვე ცხოვრებაში თვითშემეცნებასა და სამყაროში ადამიანის ადგილის შეცნობას ასწავლიდა.

1960-იან წლებში ლათინურ ამერიკაში ფილოსოფოსი ოსკარ იჩაზო, ამის შემდეგ კი მისი ერთ-ერთი მოსწავლე, ცნობილი ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი კლაუდიო ნარანხო დაინტერესდნენ გურჯიევის იდეებით, ენეაგრამას მეორე სიცოცხლე აჩუქეს. მათ, ენეაგრამაზე დაყრდნობით, უნივერსალური ფსიქოლოგიური კონცეფცია განავითარეს.

Რას ისწავლი ტრენინგზე?

ტრენინგის ფარგლებში შეისწავლით:
• 3 ინტელექტის ცენტრს, სამყაროსთან ადაპტაციის სამ მექანიზმს;
• 9 სტრატეგიას რომელსაც ადამიანები იყენებ სირთულეებთან გასამკლავებლად;
• გაიგებთ როგორ ახერხებენ წარმატებული ადამიანები მაღალი შედეგების მიღწევას;
• როგორ იყოთ ბედნიერი პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში;

ტრენინგის გავლის შემდეგ:
შეგეძლებათ ამოიცნოთ რა ამოძრავებ ადამიანს:

• რა არის მისი მოტივაცია;
• ძლიერი და სუსტი მხარეები;
• როგორ ეკონტაქტო კონკრეტულ ფსიქოტიპს;
• რა საფრთხეები და ღირებულებები შეიძლება მოგიტანოს ამა თუ იმ ადამიანმა;
გაიცნობთ საკუთარ თავს:
• გაიგებთ რა გამოძრავებთ;
• რა არის თქვენი მისია და მიზანი;
• რა გიქმნით ცხოვრებაში სირთულეებს;
• როგორ გადაჭრათ ეს სირთულეები;
• როგორ გახადოთ ცხოვრება უფრო ლაღი და სასიამოვნო;

ტრენინგის დაწყების თარიღი 2022 წლის 28 თებერვალი

upway.ge
Logo
რეგისტრაცია
Compare items
  • Total (0)
Compare
კალათა