პოპულარული კურსები აფვეიზე



აფვეიში მუდმივად ვაკვირდებით იმას, თუ რა მიმართულებას ეძებს და ირჩევს ჩვენი მომხმარებელი თუ თვითგანვითარების მაძიებელი ვებსაიტზე. ანალიტიკის ხელსაწყოების გამოყენებით, ვამუშავებთ სხვადასხვა პერიოდის მონაცემს და ამ მონაცემებზე დაყრდნობით ვცდილობთ, პოპულარული მიმართულებები და კურსები, სასურველთან ერთად, ხელმისაწვდომიც იყოს.

 ფასდაკლებული კურსების კატეგორიაში, შეგიძლიათ მუდმივ ფასდაკლებებს ადევნოთ თვალი, დღევანდელ ბლოგში კი, იმ კურსების შესახებ მოგითხრობთ, რომლებიც ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტუალურობას არ კარგავს. 

 

სურსათის უვნებლობის & HACCP- ის ზოგადი კურსი, Food Safety Alliance

კურსის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები

კურსის მიზანია გადაამზადოს ბიზნესოპერატორი  და მისი კადრი სურსათის უვნებლობის მიმართულებით. კურსის შემდეგ მსემენელები შეძლებენ დამოუკიდებლად:

  •  GMP და GHP-ის მოთხოვნების დაკმაყოფილებას; 
  • კვების ობიექტებში HACCP-ის დანერგვას, მხარდაჭერას და
    უზრუნველყოფას;  
  •  სურსათის უვნებლობის სისტემის აუდიტს და მუდმივ გაუმჯობესებას.

 

Ჩინური ენის კურსი, ინჰუა ენებისა და კულტურის აკადემია

 ინჰუა ორიენტირებულია არა მხოლოდ ენების სწავლებაზე, არამედ სტუდენტისთვის მსოფლიო კულტურების გაცნობაზე, გაცვლით პროგრამებზე, სასწავლო სტიპენდიებზე, ჩვენივე სტუდენტების დასაქმებაზე. ინჰუაში ქართველი და უცხოელი ლექტორების მიერ, შემუშავებულია საერთაშორისო პროგრამები, რომლებიც მორგებულია კონკრეტული ენების საერთაშორისო სტანდარტს. 

Booking.com და air.bnb- ის მართვა , BPN Georgia

სემინარიდან შეიტყობთ, როგორ მართოთ booking.com, air.bnb და სხვა რელევანტური ონლაინ პლატფორმები.

რესტორნის მართვა, განვითარების  აკადემია

ტრეინინგის ფარგლებში თქვენ საფუძლიანად შეისწავლით ყველა იმ საკითხს, რომელთა ცოდნაც აუცილებელია რესტორნის წარმატებული ოპერირებისთვის. გარდა ამისა, გეძლევათ ექსკლუზიური შესაძლებლობა პრაქტიკული ცოდნა მიიღოთ და დაესწროთ სარესტორნო მასტერკლასებს.

ზოგადი პირველადი სამედიცინო დახმარება,  First Aid Center

  •  პირველადი სამედიცინო დახმარების 1 დღიანი ტრენინგ-კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:
  •  პირველადი სამედიცინო დახმარების ალგორითმი, არსი, მიზანი;
  •  გულ-ფილტვის რეანიმაცია (თეორიული და პრაქტიკული ნაწილი) – ბავშვები / ზრდასრულები;
  •  პირველადი გადაუდებელი დახმარება სასუნთქი გზების უცხო სხეულით დახშობისას – ბავშვები / ზრდასრულები;
  •  ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორი;
  •  ჭრილობებისა და სისხლდენის მკურნალობა.



დაუმეგობრდით აფვეის. ჩვენ დაგეხმარებით თქვენთვის საინტერესო კურსის შერჩევაში.

არ შეწყვიტო თვითგანვითარება, გადადგი ნაბიჯი წინ!

upway.ge
Logo
რეგისტრაცია
Compare items
  • Total (0)
Compare
კალათა