Offline

შეარჩიე, დაიქირავე, შეინარჩუნე!

350

0
შედარება
პროვაიდერი
ხანგრძლივობა 3 დღე - 9 საათი
ლექტორი თამარა შუბლაძე, თეა გოგელია, მარი მეტონიძე
სერთიფიკატი -
დაწყების დრო ჯგუფის შევსებისთანავე


კურსის შესახებ

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ადამიანური კაპიტალის მართვის პროგრამაზე! ეს ტრენინგი შექმნილია იმისთვის, რომ აღიჭურვოთ თქვენთვის საჭირო ცოდნითა და უნარებით, რათა ეფექტურად მართოთ და მაქსიმალურად გაზარდოთ თქვენი ორგანიზაციის ყველაზე ღირებული აქტივის პოტენციალი: ადამიანური კაპიტალი.

 ამ სასწავლო პროგრამაში ჩვენ დავფარავთ ადამიანური კაპიტალის მენეჯმენტის რამდენიმე მიმართულებას და მოგაწვდით პრაქტიკულ ინსტრუმენტებსა და ტექნიკას ამ სფეროში თქვენი შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად. თუ ხართ HR პროფესიონალი, მუშაობთ ადამიანური კაპიტალის გუნდში და გაინტერებთ განვითარება, ეს ტრენინგი დაგეხმარებათ თქვენი ორგანიზაციის ადამიანური რესურსების ეფექტურად მართვასა და განვითარებაში.

ორგანიზაციული დეტალები

  • ტრენინგის ხანგრძლივობა: 9  საათი
  • ერთი სესიის ხანგრძლივობა: 3  საათი;
  • ღირებულება: 350 ლარი
  • შეხვედრის ადგილი: ბათუმი, პუშკინის 73
  • შეხვედრის დღეები: 5, 6, 7 ივლისი

დღის წესრიგი

დღე 1

რეკრუტინგი 

  • Რეკრუტინგის სტრატეგიის შემუშავება
  • რა არის მნიშვნელოვანი ვაკანსიის ტექსტის სწორად ფორმირებისთვის
  • სად ვეძებოთ ტალანტები?
  • მოძიების არხები და მათი ეფექტურობა
  • შერჩევის ეფექტური ინსტრუმენტები – გასაუბრების ტექნიკები
  • კანდიდატთა ბაზა
  • Რეკრუტინგის ანალიტიკა
  • წინასახელშეკრულებო ურთიერთობა და შერჩევის პროცესის სამართლებრივი ასპექტები
  • ონბორდინგი

დღე 2:

HR ადმინისტრირება – შრომის კანონმდებლობა

  • HR ადმინისტრირების სისტემის ძირითადი პრინციპები
  • Თანამშრომლის დოკუმენტების მართვა
  • Შრომითი ხელშეკრულების ტიპები და მართვა
  • Შინაგანაწესი
  • პასუხისმგებლობები და სანქციები
  • სამუშაო აღწერილობა
  • სამუშაო დრო და ზეგანაკვეთური
  • შვებულების ტიპები და მათი მართვა
  • შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა და საფუძვლები, შრომითი დავა
  • შრომის ინსპექციასთან ურთიერთობა და პრაქტიკა

დღე 3

თანამშრომელთა შენარჩუნება

  • თანამშრომლების ჩართულობის გაძლიერების სტრატეგიები
  • პოზიტიური სამუშაო გარემოს შექმნისა და ეფექტური შენარჩუნების სტრატეგიები
  • წახალისება და დაჯილდოვება
  • სამუშაო ცხოვრების ბალანსის  მნიშვნელობა და წახალისება
  • მიკუთვნებულობისა და ლოიალობის პროგრამების შემუშავება

დამატებითი ბენეფიტები:

სარეკომენდაციო სახის სტანდარტული HR დოკუმენტების  შაბლონები, რომლებიც  დაგეხმარებათ სამუშაო პროცესში.

კურსის/ტრენინგის გავლა მიზანშეწონილია

  • დამწყები და პრაქტიკოსი HR პროფესიონალებისთვის
  • HR სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის

კურსს გაუძღვება:

კურსს გაუძღვება თეა გოგელია – Prodware ჯგუფის HR ბიზნეს პარტნიორი, ადამიანური კაპიტალის მენეჯერი Prodware საქართველო და ჩეხეთი. თეას აქვს 15 წლიანი სამუშაო გამოცდილება, აქედან 8 წელზე მეტი მენეჯერულ პოზიციაზე. მისი სამუშაო გამოცდილება უკავშირდება ისეთ კომპანიებს, როგორიცაა დიპლომატ ჯორჯია, ვენდისი და დანკინი, სადაც ის იკავებდა ადამიანური რესურსების დეპარტამენტში სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციებს. თეა ასევე იყო ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, სადაც ის კითხულობდა კურსს –  “ადამიანური კაპიტალის მენეჯმენტი”.

კურსს უძღვება თამარა შუბლაძე – პირველი არხის HR სამსახურის ხელმძღვანელი, ადამიანური კაპიტალის მართვის გამოცდილი პროფესიონალი Food&Beverage, ჯანდაცვის მენეჯმენტისა და მაუწყებლობის სფეროში მიღებული 13 წლიანი სამუშაო გამოცდილებით. Დახელოვნებული ტალანტების რეკრუტირების, სასწავლო პროცესებისა და HR საოპერაციო სისტემების მართვის მიმართულებით. Ადამიანური კაპიტალის მართვის მოდულის ტრენერი და მოწვეული ლექტორი. Გუნდის ლიდერობის და ურთიერთობების მართვის გამოცდილებით.

კურსს გაუძღვება მარი მეტონიძე – HRM სააგენტო “Hiro”-ს ხელმძღვანელი,  ადამიანური კაპიტალის მაგისტრი, HR პროფესიონალი მუშაობის 6+ წლიანი გამოცდილებით. Მას აქვს კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება შრომის სამართლისა  HRM  მიმართულებით –   საბანკო, წარმოების, სარესტორნო მომსახურებისა და კონსალტინგის სფეროებში, მენეჯერულ პოზიციებზე. Ასევე ტრენინგების ჩატარების გამოცდილება ადამიანური კაპიტალის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

დეტალები: შეარჩიე, დაიქირავე, შეინარჩუნე!

ლექტორი

, ,

ლოკაცია

დაწყების დრო

ხანგრძლივობა

შეფასებები

0.0 out of 5
0
0
0
0
0
შეფასების დაწერა

შეფასებები ჯერ არ არის.

შეაფასე პირველმა: “შეარჩიე, დაიქირავე, შეინარჩუნე!”

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

No more offers for this product!

350

კატეგორია Tags: , , ,
0
შედარება
პროვაიდერი
upway.ge
Logo
რეგისტრაცია
Compare items
  • Total (0)
Compare
კალათა