Data-Driven მარკეტინგი
კურსის აღწერა
Data-Driven მარკეტინგი თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და მრავალმხრივ საინტერესო საშუალებაა. დღეს, როდესაც თითქმის ნებისმიერ სფეროში უამრავი კონკურენტი ფიგურირებს, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება სწორ ანალიზსა და სტრატეგიული ნაბიჯების გადადგმას კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად.
ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია სწორად განვსაზღვროთ მარკეტინგული აქტივობები ისე, რომ მუდმივად მზარდი გაყიდვებისა თუ მოხმარებლების აქტიურობის ტრენდი შევინარჩუნოთ, მეორე მხრივ კი, გვაქვს გამოწვევა, რომ ჩვენი გეგმების განსახორციელებლად გამოყოფილი ბიუჯეტი მაქსიმალურად ეფექტურად ავითვისოთ.
კურსის გავლის შემდეგ შეგეძლება
- გააანალიზო ბიზნესში არსებული შიდა თუ გარე მონაცემები
- შეიმუშაო ფაქტებზე დაყრდნობილი მარკეტინგის სამოქმედო გეგმა
- გაზარდო არსებული მცირე თუ დიდი ორგანიზაციების მარკეტინგული ხარჯთ-ეფექტურობა
- დაისახო მოგებაზე ორიენტირებული მარკეტინგული ამოცანები და აქციო ისინი სწორ დავალებებად
- განსაზღვრო საკომუნიკაციო არხები და სწორად შერჩიო ისინი
- აითვისო საკომუნიკაციო ბიუჯეტი ეფექტურად
- გამოიყენო ტრადიციული და ციფრული მედია არხები ეფექტურად
- განსაზღვრო KPI სხვადასხვა მედია არხისთვის
- აწარმოო კონკურენტების მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი
ვისთვის არის კურსი
კურსი განკუთვნილია გამოცდილი მარკეტერებისთვის ან მარკეტინგის დარგში განათლების მქონე ადამიანებისთვის, რომლებიც ფლობენ საბაზისო ცოდნას ციფრულ მარკეტინგში და აქვთ სურვილი დამოუკიდებლად, სხვა ადამიანებისა თუ კომპანიების ჩარევის გარეშე შეძლონ, როგორც კომპანიის მარკეტინგული პოტენციალის კვლევა და ანალიზი, ასევე არსებული მარკეტინგული აქტივობების შეფასება, სწორი ქმედებების განხორციელება და საქმიანობის ეფექტურობის გაუმჯობესება.
კურსი მოიცავს
კურსი მოიცავს ულიმიტო წვდომას გლობალურ მონაცემთა ბაზასთან WARC, რომლის მეშვეობითაც შეძლებ გაიღრმავო ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი სფეროს წარმომადგენელი ხარ, WARC-ზე თითქმის ყველა ინდუსტრიიდან შეგიძლია იხილო ქეისები, სტატიები, მონაცემები, ტრენდები, ვებინარები, მინი კურსები და რეპორტები.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტი მიიღებს ორენოვან სერტიფიკატს.
კურსს გაუძღვება:
გიორგი ბერეჩიკიძე
დეტალები: Data-Driven მარკეტინგი
|
შეფასებები
შეაფასე პირველმა: “Data-Driven მარკეტინგი” კომენტარის გაუქმება
-
1. შესავალი
-
2. ტრადიციული მედია არხები
- ტრადიციული მედია არხები VS ციფრული მედია არხები
- Ტერმინები და მათი მნიშვნელობა
- სატელევიზიო და ციფრული მედიის პირობები
- სატელევიზიო კომუნიკაციის დაგეგმვა და შეფასება
- ტრადიციული მედიის გავლენა მარკეტინგული კამპანიის ეფექტურობაზე
- შედეგზე ორიენტირებული ვიდეო კონტენტის შექმნა ტელევიზიისთვის
- ტრადიციული მედია ქონტენტის გატესტვა და შეფასება
- შედეგზე ორიენტირებული კომუნიკაციის შესაქმნელად საჭირო ეტაპები
- Პრაქტიკული სავარჯიშო
-
3. Communication breakdown
-
4. ციფრული მარკეტინგი
-
5. დიჯითალი
-
6. ციფრული არხების ანალიზი და “რეთარგეთინგი”
-
7. კარგად კონვერტირებადი ციფრული არხები
-
8. სოციალური მედია
-
9. კომუნიკაცია
-
10. SEO
-
11. ბაზრის ანალიზი
-
12. Practical guidelines
-
13. მარკეტინგის ციფრული კვლევა
-
14. გამოცდა
₾1,400
მსგავსი კურსები
ციფრული მარკეტინგის სრული კურსი
სურსათის უვნებლობა და HACCP რესტორნებისთვის
HR-ადამიანური რესურსების მართვა
₾1,400
შეფასებები ჯერ არ არის.