ემოციური დიზაინი და ურთიერთობების მართვა სერვისში
CX Hub-ის კურსი – ,,ემოციური დიზაინი და ურთიერთობის მართვა სერვისში,” 3 ძირითადი მიმართულებისგან შედგება. პირველ რიგში, შეისწავლით რა როლი აქვს ემოციურ დიზაინს სერვისში, გაეცნობით მომხარებელთან ურთიერთობის გზამკვლევსა და რთული სიტუაციების მართვის მეთოდებს. ტრენინგი განკუთვნილია: 1) მათთვის, ვისაც სურს სერვისის სფეროში კარიერის განვითარება და მომხმარებელთან ურთიერთობის უნარების გაუმჯობესება და 2) მომხმარებელთან შემხებლობაში მყოფი ფრონტლაინ პოზიციებისთვის: საცალო ქსელი, ქოლ ცენტრი, ჩატი, მომხმარებელთა მხარდაჭერა.
- ტრენინგის ხანგრძლივობაა 3 დღე – 12 საათი.
- ჯგუფში დამსწრეთა რაოდენობა – 15 ადამიანი.
- ტრენინგის გავლის შემდეგ მიიღებთ სერთიფიკატს.
- ტრენინგზე კორპორატიული დაკვეთისას, მოქმედებს დამატებითი ფასდაკლება.
კურსის ლექტორების შესახებ:
ნანა ახობაძე
აქვს სერვისის ოპერაციების და სამომხმარებლო გამოცდილების მართვის 10 წლიანი გამოცდილება, როგორც სახელმწიფო სერვისების, ასევე სამედიცინო და ფინანსური სერვისების კუთხით. მათ შორის ბოლო 5 წელია მართავს სამომხმარებლო გამოცდილებას თიბისიში და არის სერვისის კულტურის ლიდერი. ასევე არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერისტეტში (BTU) ოპერაციების მართვის ლექტორი.
ნათია ჯიბლაძე
აქვს მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც სხვადასხვა ინდუსტრიებში, ასევე საერთაშორისო დონორებისა და სახელმწიფო სტრუქტურების პროექტებში სამომხმარებლო გამოცდილების მართვის კუთხით. ბოლო 6 წელია ამ მიმართულებით მუშაობს თიბისიში და არის Customer Experience (CX) სისტემების ლიდი. პარალელურად კითხულობს ლექციების ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერისტეტში (BTU) ოპერაციების მენეჯმენტში.
დეტალები: ემოციური დიზაინი და ურთიერთობების მართვა სერვისში
|
შეფასებები
შეაფასე პირველმა: “ემოციური დიზაინი და ურთიერთობების მართვა სერვისში” კომენტარის გაუქმება

₾600.00
მსგავსი კურსები

კოსმეტოლოგია – მოკლე პროგრამა
₾600.00
შეფასებები ჯერ არ არის.