Online

მარკეტინგის მენეჯმენტი

1,200

0
შედარება
პროვაიდერი
0 out of 5
ხანგრძლივობა 6კვირა - 11შეხვედრა
ლექტორი სულხან ლაცაბიძე
სერთიფიკატი გაიცემა
დაწყების დრო სექტემბერი

კურსის აღწერა

მარკეტინგის სფერო ხშირ შემთხვევაში მოიაზრება მარტივ, „რომანტიკულ“ და სახალისო სამუშაო გარემოდ. სინამდვილეში იმისთვის, რომ მარკეტინგის მენეჯერისთვის სამუშაო პროცესი გახდეს მარტივი და მრავალფეროვანი, საკმაოდ ბევრი, სისტემური და თანმიმდევრული ნაბიჯებია გადასადგმელი. კურსი სწორედ ამ ნაბიჯებს ეხება.

კურსის მსვლელობის დროს სტუდენტები ნათლად დაინახავენ, რომ მარკეტინგის მენეჯმენტი უფრო ექსელია, ვიდრე მუდბორდი, უფრო ბიუჯეტის სწორად დაგეგმარებაა, ვიდრე ლამაზი პრეზენტაციის აწყობა, უფრო ოფისში საათობით მუშაობაა, ვიდრე გადასაღებ მოედანზე ღამის გათენება. კურსი განკუთვნილია მარკეტერებისთვის ან მარკეტინგის განათლების მქონე ადამიანებისთვის, რომლებსაც სურვილი აქვთ შემსრულებლის დონიდან გადავიდნენ მენეჯერის დონეზე და დაიწყონ ორგანიზაციის საკომუნიკაციო მიმართულების მართვა და რესურსების მენეჯმენტი.

კურსის გავლის შემდეგ შეგეძლება
  • მარკეტინგის როლის განსაზღვრა ბიზნეს პროცესებში/ორგანიზაციაში
  • საკომუნიკაციო ამოცანების განსაზღვრა
  • გუნდის წევრების სწორად შერჩევა
  • დეპარტამენტის სტრუქტურის გამართვა
  • საკომუნიკაციო ბიუჯეტის შექმნა/მართვა
  • გარე სააგენტოს შერჩევის პროცესის ჩატარება
  • ლიმიტირებული ბიუჯეტის/რესურსების ეფექტურად გამოიყენება
  • კამპანიის გაშვების დამოუკიდებლად ორგანიზება
  • პრეზენტაციის ჩატარების ტექნიკები
  • როგორ ეურთიერთო სხვადასხვა დეპარტამენტსა და მენეჯმენტს კომპანიაში
ვისთვის არის კურსი

კურსი განკუთვნილია მარკეტერებისთვის ან მარკეტინგის განათლების მქონე ადამიანებისთვის, რომლებსაც სურვილი აქვთ შემსრულებლის დონიდან გადავიდნენ მენეჯერის დონეზე და დაიწყონ ორგანიზაციის საკომუნიკაციო მიმართულების მართვა და რესურსების მენეჯმენტი.

კურსი მოიცავს

კურსი მოიცავს ულიმიტო წვდომას გლობალურ მონაცემთა ბაზასთან WARC, რომლის მეშვეობითაც შეძლებ გაიღრმავო ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი სფეროს წარმომადგენელი ხარ, WARC-ზე თითქმის ყველა ინდუსტრიიდან შეგიძლია იხილო სხვადასხვა ქეისები, სტატიები, მონაცემები, ტრენდები, ვებინარები, მინი კურსები და რეპორტები.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტი მიიღებს ორენოვან სერტიფიკატს.

კურსს გაუძღვება:

სულხან ლაცაბიძე

სულხანს მარკეტინგის დირექტორის პოზიციაზე მუშაობის 18 წლიანი გამოცდილება აქვს ისეთ დიდ ქართულ კომპანიებში, როგორებიცაა ჯეოსელი, ვისოლი, საქართველოს ლატარიის კომპანიია. იგი იკავებდა Adjarasport-ის მარკეტინგის დირექტორის პოზიციას რამდენიმე წლის განმავლობაში, მოგვიანებით კი ხელმძღვანელობდა Aptos-ის მარკეტინგის დეპარტამენტს. ამ ეტაპზე კარიერას აგრძელებს ფრილანსინგის მიმართულებით და კომპანიებს ეხმარება კომუნიკაციის სწორად დაგეგმვასა და წარმართვაში. აღსანიშნავია ისიც, რომ სულხანი ლონდონის ეკონომიკის სკოლის MBA-ია.

დეტალები: მარკეტინგის მენეჯმენტი

ხანგრძლივობა

ლოკაცია

დაწყების დრო

სერტიფიკატი

ლექტორი

1 review for მარკეტინგის მენეჯმენტი

0.0 out of 5
0
0
0
0
0
შეფასების დაწერა
Show all Most Helpful Highest Rating Lowest Rating
  1. madmin

    მე პირადად ძალიან დამეხმარა რაღაც საკითხებზე პრაქტიკული მაგალითების გარჩევა ლექტორის მხრიდან და რაღაცები უფრო სიღრმისეულად გავიგე, ვიდრე აქამდე მესმოდა – ვინც ამ მიმართულებით მუშაობს ან აპირებს მუშაობას, ძალიან გამოადგება ეს კურსი.

    Helpful(0) Unhelpful(0)You have already voted this

    Add a review

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

    No more offers for this product!

    1,200

    0
    შედარება
    პროვაიდერი
    0 out of 5
    upway.ge
    Logo
    რეგისტრაცია
    Compare items
    • Total (0)
    Compare
    კალათა