Python

Featured!

1,400.00

0
შედარება
ხანგრძლივობა 10 კვირა - 20 შეხვედრა
ლექტორი ნიკა ჭყონია
სერთიფიკატი ორენოვანი
დაწყების დრო 30.03.2023
კურსის აღწერა

დღესდღეობით Python ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და გავრცელებული პროგრამირების ენაა. Google, Dropbox, Spotify, Amazon, Facebook, Instagram – იმ კომპანიების არასრული ჩამონათვალია, რომელთა სერვისების მნიშვნელოვანი კომპონენტები სწორედ Python-ის გამოყენებითაა შექმნილი. მას გააჩნია დეველოპერების აქტიური, გლობალური კომუნა და ერთ-ერთი ყველაზე მეტი ღია წყაროს ბიბლიოთეკა, რაც ხელს უწყობს ამ სფეროში გლობალურ მასშტაბზე საქმიანობასა და ენის განვითარებას.

Python ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია Back-end დეველოპმენტის, მანქანური სწავლების, მონაცემთა ინჟინერიისა და ღრუბლოვანი სერვისებისთვის. სწორედ ამიტომ, მისი შესწავლა კარგი სტარტია ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც ტექნოლოგიური სფეროს მრავალფეროვნება აინტერესებს.

კურსის განმავლობაში გავივლით კომპიუტერული მეცნიერების საფუძვლებს, შევისწავლით Python-ის პროგრამირების ენას და ავაწყობთ ვებ სერვისს Django-სა და Flask-ის framework-ებით, რაც სტუდენტებს საშუალებას მისცემს გადადგან შემდეგი კარიერული ნაბიჯები Back-end Development-ში, რადგან მათ Github პორტფოლიოში უკვე იქნება კურსის ფარგლებში შესრულებული ინდივიდუალური პროექტი.

კურსის გავლის შემდეგ შეგეძლება
  • Visual Studio Code-ში მუშაობა

  • კოდის ვერსიის კონტროლი Git-ის მეშვეობით

  • Python-ის პროექტების ორგანიზაცია

  • Django/Flask-ის გამოყენება ვებ სერვისებისა და API-ების გასამართად

  • პროფესიულ დონეზე კოდის დოკუმენტაცია

  • MD ენის გამოყენება დოკუმენტაციის დასაწერად

  • Swagger-ის გამოყენება დოკუმენტაციის დასაწერად

  • გამართული, სუფთა, პროფესიული სტანდარტის Python-ის კოდის წერა

  • ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება ამოცანების შესასრულებლად

  • Python-ის პაკეტებთან მუშაობა

  • Web აპლიკაციის სატესტო და Production გარემოში გაშვება

  • მონაცემთა ბაზების გამართვა-დამუშავება (MongoDB)

  • პროექტის კონფიგურაციის ფაილებთან მუშაობა (JSON)

  • Python-ზე სხვა განხრითაც განვითარება (Machine Learning, Computer Vision, Data Science, Web Scraping)

ვისთვის არის კურსი

კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს Back-end Development-ის, კონკრეტულად Python-ის შესწავლა 0-დან, რათა დაიწყონ ვებ აპლიკაციების ან/და ვებ სერვისების წერა. ასევე მათთვის, ვისაც უკვე ჰქონია შეხება პროგრამირების სხვა ენასთან და ახლა Python-ის შესწავლა უნდა. ტექნიკური დოკუმენტაციის გასააზრებლად აუცილებელია ინგლისურის ენის ცოდნა.

კურსი მოიცავს

კურსი მოიცავს პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლებას, რაშიც იგულისხმება დავალებები / სავარჯიშოები და ინდივიდუალური პროექტი.

პროგრამის განმავლობაში მიიღებ რჩევებსა და კონსულტაციებს კარიერული დაგეგმვის კუთხით. მისი წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი გექნება კარიერული მხარდაჭერა Commschool-ის პარტნიორი კომპანიებისგან, რაც გამოიხატება ექსკლუზიურ სამუშაო შემოთავაზებებსა და სტაჟირებაში.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტი მიიღებს ორენოვან სერტიფიკატს.

კურსს გაუძღვება:

ნიკა ჭყონია

ნიკას Python-ში მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ბაზარზე პატარა და დიდი მასშტაბის სტარტაპებში. უთანამშრომლია ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა Innosoft, Genesis AI, Lucid LLC და ა.შ. ამასთან ერთად, მას გამოცდილება აქვს სტარტაპებთან პროგრამული უზრუნველყოფის კონსულტაციაში, სადაც არსებული კოდის ოპტიმიზაციას, API-ს ტესტირებასა და დოკუმენტაციის გაუმჯობესებას უზრუნველყოფდა. ამჟამად ის მუშაობს Full Stack Developer-ად Omedia-ში და ასევე თანამშრომლობს მრავალი ჯილდოს მფლობელ მანქანური ხედვის სტარტაპთან, NATIX-თან, როგორც Python Back-end დეველოპერი და Full Stack დეველოპერი.

დეტალები: Python

სერტიფიკატი

ორენოვანი

ლექტორი

ნიკა ჭყონია

დაწყების დრო

30.03.2023

ხანგრძლივობა

10 კვირა – 20 შეხვედრა

No more offers for this product!

1,400.00

0
შედარება
upway.ge
Logo
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
Compare items
  • Total (0)
Compare
კალათა