ქოფირაითინგი
₾700
ქოფირაითინგის კურსის განმავლობაში გაივლი იმ პროცესს, რასაც ქოფირაითერი ბრიფზე მუშაობისას გადის. ისწავლი, როგორ დააგენერირო კრეტიული იდეები და როგორ გადმოსცე ისინი გამართული, ლაკონიური ტექსტით. გაეცნობი პრინციპებს, რომელიც ქოფირაითერს ეხმარება ორიგინალური კომუნიკაციის შექმნაში.
კურსის მენტორები:
მარიამ ჩარგაზია
ქოფირაითერი
“ჩემი მიზანია, გავუზიარო სტუდენტებს, თუ რას ნიშნავს იდეა და რამდენი რამის შეცვლა შეიძლება, როცა შენ მიერ დაწერილი სიტყვების გჯერა.“
სფეროსადმი ინტერესი, ჯერ კიდევ, სკოლის პერიოდში გაუჩნდა. დამამთავრებელ კლასებში მუშაობდა სხვადასხვა პროექტებზე. მუდმივად ადევნებდა თვალს კრეატიულ ინდუსტრიაში მიმდინარე მოვლენებს და სურდა თავადაც გამხდარიყო ამ ყველაფრის ნაწილი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ქართული ფილოლოგიის მიმართულება.
2017 წელს სურვილი აისრულა და კრეატიულ ინდუსტრიას ქოფირაითერის პოზიციით შეუერთდა.
2020 წლიდან მუშაობს სააგენტო Hans & Gruber-ში, ამჟამად, როგორც უფროსი ქოფირაითერი.
მისი პორტფოლიო მოიცავს, როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო პროექტებს, მათ შორის: საქართველოს ბანკი, ვოლტი, ირაო, მაკდონალდსი, სილქნეტი, ზუმერი, Adjara.com და სხვა.
აქვს მრავალმხრივი გამოცდილება, რაც მოიცავს იდეების მოფიქრებას: კამპანიებისთვის, კონტენტისთვის. სხვადასხვა ტიპის ტექსტების წერას: სცენარი, სტატია, ბლოგი, კონტენტი საიტისთვის, ტექსტები სოციალური ქსელებისთვის (Fb, IG, TikTok, LinkedIn, Twitter), თეგლაინი, სლოგანი, სახელი.
Two Point Zero-სთან ერთად, იმუშავა პროექტზე “ბიბლიოტექი” – ბოტი, რომელიც გირჩევს, თუ რა უნდა წაიკითხო.
სონია გულაღაშვილი
ქოფირაითერი, კრეატიული დირექტორი
“მინდა, რომ კურსის განმავლობაში შემოქმედებითი აზროვნება აღვიქვათ არა ნიჭად, არამედ უნარად.“
მისთვის არასდროს იყო დამთრგუნველი საყვარელი გადაცემის მიმდინარეობისას რეკლამის დაწყება. ყოველთვის უყურებდა და მოსწონდა საინტერესო, უნიკალური რეკლამა.
მის ყოველდღიურობაში დიდი ადგილი უკავია ფოტოგრაფიას, კინოს და ლიტერატურას. მოსწონს ყველაფრის კეთება, რაც ამბის თხრობის ხელოვნებას უკავშირდება.
სამართლის ბაკალავრიატს ამთავრებდა, როდესაც ქოფირაითინგი გამოჩნდა მის ცხოვრებაში. კრეატიულ ინდუსტრიაში 2017 წელს მოხვდა, როდესაც ციფრულ-კრეატიულ სააგენტო “ლივინგსტონში” დაიწო მუშაობა.
ლივინგსტონში მიღებული 5-წლიანი გამოცდილების შემდეგ, გადავიდა საკონსულტაციო სააგენტო “მაგსმენში” კრეატიულ დირექტორად. ამ დროის განმავლობაში მის გუნდთან ერთად მუშაობდა ისეთი ბრენდებისა და ინსტიტუტების საკომუნიკაციო კამპანიებსა თუ ბრენდინგზე, როგორიც არის: Liberty, Cashback, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, დარიანი, საქართველოს რკინიგზა და სხვა.
ინდივიდუალური პროექტები: დარიანი (ნეიმინგი, ბრენდინგი), ტექნიკური უნივერსიტეტის რებრენდინგი, ქეშბექის კრეატიული კამპანიები და სხვა.
დეტალები: ქოფირაითინგი
|
შეფასებები
შეაფასე პირველმა: “ქოფირაითინგი” კომენტარის გაუქმება
₾700
მსგავსი კურსები
ვებ პროგრამირება ASP.NET MVC
წარმატების მენტორინგი
ცხოვრების დიზაინი
ციფრული რეკლამირება
₾700
შეფასებები ჯერ არ არის.