Online

Scrum Product Owner

1,200

0
შედარება
პროვაიდერი
0 out of 5
ხანგრძლივობა -
ლექტორი ვახტანგ დოლიძე
სერთიფიკატი გაიცემა
დაწყების დრო ჯგუფის შევსებისთანავე

კურსის აღწერა

კურსი საშუალებას მოგცემთ აღმოაჩინოთ ყველა ის დეტალი, რომელიც უკავშირდება Scrum Product Owner-ის პროფესიულ საქმიანობას. თქვენ შეძლებთ გაიაზროთ თუ რა მნიშვნელოვანი როლი აკისრია Product Owner-ს მომხმარებლებთან, საკუთარ გუნდთან თუ სტეიკჰოლდერებთან თანამშრომლობის პროცესში და ჩამოიყალიბოთ მკაფიო პოზიცია თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი მისია, რომელსაც უნდა ასრულებდეს აღნიშნული როლი კომპანიაში.

ეს ყველაფერი მოხდება რეალურ მაგალითებზე დაფუძნებულ, ინტერაქტიულ და საინტერესო მასალების გაცნობის შედეგად. Ჩვენი მიზანია გაგიზიაროთ მეტი პრაქტიკული ხელსაწყოები, რომლებსაც მეორე დღესვე შეძლებთ გამოიყენოთ თქვენს საქმიანობაში და ასევე შემოგთავაზოთ ის თეორიული ნაწილი, რომელიც საფუძველს შეგიქმნით სწორად განივითაროთ Agile მიდგომები და ღირებულებები.

აღნიშნული ტრენინგის პროგრამა გამოცდილია მრავალჯერ და ყოველ ჯერზე ხდებოდა მისი გაუმჯობესება და დახვეწა. შედეგად, თქვენ მიიღებთ საუკეთესო ვერსიას იმ აქტივობებისა თუ თეორიული მასალისა, რომელიც ქვემოთ დეტალურად არის წარმოდგენილი.

რაც ასევე მნიშვნელოვანია, კურსის გავლის შედეგად შეძლებთ გაიაროთ სერტიფიცირება და მიიღოთ საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული პროფესიული სერტიფიკატი.

სასერტიფიკატო გამოცდის ფორმატი

  • ფორმატი: კითხვები სავარაუდო პასუხებით;
  • კითხვების რაოდენობა: 40;
  • ენა: ინგლისური;
  • გამსვლელი ქულა: 32/40 ანუ 80 %
  • ხანგრძლივობა: 60 წუთი;
  • ფორმა: ონლაინ.
  • გამოცდის ღირებულება (1 მცდელობა) შედის ტრენინგის ფასში

ჯგუფს გაუძღვება ვახტანგ დოლიძე. მას აქვს:

15 წლიანი გამოცდილება ციფრული ტექნოლოგიების სფეროში. Ნამუშევარი აქვს როგორც კერძო, ისე საჯარო და ფინანსურ სექტორებში.

ბოლო სამუშაო გამოცდილებებიდან გამორჩეულია საქართველოს ბანკში ეჯაილ ტრანსფორმაციის პროცესში მისი როლი როგორც ეჯაილ ქოუჩი.

ნამუშევარი აქვს ბერლინში ერთ-ერთ ცნობილ საკონსულტაციო კომპანიაში სახელად Futurice.

ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს საფრანგეთში.

Სერტიფიკატები: PMP, PSM I, PSM II, PSPO I, PSPO II, PSK I, CSPO, Scrum@Scale Practitioner, ICAgile Certified Professional – Agile Coaching, Microsoft Certified: Azure Fundamentals

დეტალები: Scrum Product Owner

სერტიფიკატი

ლოკაცია

ლექტორი

დაწყების დრო

შეფასებები

0.0 out of 5
0
0
0
0
0
შეფასების დაწერა

შეფასებები ჯერ არ არის.

შეაფასე პირველმა: “Scrum Product Owner”

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სასწავლო პროგრამა

  • Agile პრინციპები და ღირებულებები;
  • როგორ მუშაობს Scrum?
  • ვინ არის Product Owner, რა ფუნქცია მოვალეობები აკისრია მას გუნდში თუ ორგანიზაციაში;
  • რისი დელეგირება შეუძლია Product Owner-ს და რომლებია ის საქმიანობები, რომელსაც პირველ რიგში უნდა აკეთებდეს კარგი Product Owner;
  • Product Owner-ის როლი ორგანიზაციის ჭრილში, რამოდენიმე პროდუქტსა თუ პარტნიორ გუნდებთან მუშაობის პირობებში (Agile Scaled Framework Analysis);
  • როგორ თანამშრომლობს Product Owner ორგანიზაციაში არსებულ სხვა როლებთან?
  • განსხვავება პროექტულსა და პროდუქტულ მიდგომებს შორის;
  • პროდუქტზე მუშაობის სასარგებლო პრაქტიკები, რომელსაც Product Owner ყოველდღიურად იყენებს;
  • Product Owner-ის წარმატების საზომები.
  • გავლილი მასალის ცოდნის გამყარება საგამოცდო კითხვებზე ვარჯიშით.
No more offers for this product!

1,200

0
შედარება
პროვაიდერი
0 out of 5
upway.ge
Logo
რეგისტრაცია
Compare items
  • Total (0)
Compare
კალათა