Offline

Songwriting და მუსიკის წარმოება

1,140

0
შედარება
პროვაიდერი
0 out of 5
ხანგრძლივობა 3 თვე
ლექტორი ნატალია ბერიძე, ნიკა მაჩაიძე
სერთიფიკატი გაიცემა
დაწყების დრო სექტემბერი

შემოქმედებითი განათლების სტუდია წარმოადგენს დიზაინის, აუდიო-ვიდეო და მუსიკის შემოქმედებით მედია სკოლას. ის გთავაზობთ მოკლე და ხანგრძლივ კურსებს.

შემოქმედებითი ხედვა და პროფესიონალიზმი არის სტუდიის მიზანი. ჩვენი გუნდი შეგიქმნით მეგობრულ და მშვიდ ატმოსფეროს, სადაც ნიჭიერ და შემოქმედებით ადამიანებს ექნებათ საშუალება მიიღონ პროფესიონალური ცოდნა დიზაინისა და მუსიკის მედია სფეროებში.

მუსიკის წარმოების 3 თვიანი პროგრამა დაფუძნებულია თანამედროვე მუსიკის წარმოებაზე, ტრეკის ნოლიდან აწყობაზე და პროდუსირებაზე.

კურსი მოიცავს როგორც ელექტრონულ, თანამედროვე კლასიკურ, პოპ, ან კინო მუსიკის ჟანრს, ასევე სიმღერის წერას და სხვა ექსპერიმენტულ მიმდინარობებს, რომელიც უფრო საინტერესოს გახდის საკუთარი ინდივიდუალური ბგერის აღმოჩენას და შემეცნებას.

მუსიკის წარმოების პროგრამას წარუძღვებიან მისი დამფუძნებლები: ნიკა მაჩაიძე და ნატალია ბერიძე.

ლოკაცია – ფაბრიკა

დეტალები: Songwriting და მუსიკის წარმოება

ხანგრძლივობა

ლოკაცია

ლექტორი

,

დაწყების დრო

სერტიფიკატი

შეფასებები

0.0 out of 5
0
0
0
0
0
შეფასების დაწერა

შეფასებები ჯერ არ არის.

შეაფასე პირველმა: “Songwriting და მუსიკის წარმოება”

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

კვირაI-III
მუსიკის წარმოება (ვწერთ მუსიკას სიმღერისთვის)

ჰარმონია და მისი იქვე პროდუქცია. განსხვავებული გზები: მიზანი; ჰარმონიის განვითარება ან მისი გამარტივება; განვიხილავთ სიმღერებს სადაც წამყვანი როლი ვოკალს და ვოკალის მეშვეობით თხრობას უჭირავს. ხმის გამოყენება: ვოკალი როგორც წამყვანი ელემენტი თუ ვოკალი როგორც ინსტრუმენტი, რომელიც თითქმის მუსიკის დონეზეა ინკორპორირებული.

პროექტი: ვწერთ მუსიკას, მოგვაქვს ლექციაზე, განვიხილავთ და ვმსჯელობთ. კვირა IV-V

ვოკალის დადება. ლექსი, ტექსტი, ინსპირაცია. წარმოდგენა თუ როგორ იწერება სიმღერისთვის ლექსი. ზოგჯერ მუსიკის წერის დაწყებამდე მოდის სიმღერის სათაური, რომელიც რამოდენიმე სიტყვის კომბინაციაა და არის წამყვანი ინსპირაცია მომდევნო პროცესში. კომპოზიციის სათაური მნიშვნელოვანია.

აზროვნება-სიტყვები რომლებიც მუსიკა ხდება ან პირიქით, მუსიკარომელიც სიტყვებში გადმოდის. საყვარელი პოეტების ლექსებიდან ამოკრეფა და შენს ლექსთან და მუსიკასთან მორგება რიტმულად და შინაარსობრივად. ვფიქრობთ სიმღერის ემოციაზე, ხასიათზე. პარალელურად ყველა ინდივიდუალურად მუშაობს თავის ლექსზე სიმღერისთვის. ვმსჯელობთ ლექსის მნიშვნელობაზე და როლზე სიმღერაში. ვკითხულობთ და არმოვაჩენთ

ხანგრძლივობა: 3 თვე

page3image14897280 page3image14898816

ღირებულება: 1140 ლარი

საყვარელ პოეტებს. რითი განსხვავდება ლექსი დაწერილი მუსიკისთვის, ლექსისგან. როგორ საჭიროებს ის მოდულაციას რიტმული და მელოდიური სტრუქტურიდან გამომდინარე. რამდენად მნიშვნელოვანია მისი გულწრფელობა და აუთენტურობა.
ვიწყებთ უშუალოდ ვოკალზე მუშაობას. მელოდიის გამოგონება-იმპროვიზაცია.

სიმღერაში არასტანდარტული გზების ძიება. პარალელური ხმების გამოყენება- მრავალხმიანობა.
პროექტი: სიმღერის სისრულეში მოყვანა.

კვირა VI-IX
კოლაბორაცია.
ნატალია გიზიარებთ საკუთარ საკმაოდ მდიდარ გამოცდილებას და საუბრობს კოლაბორაციის პრინციპეპზე და საშუალებებზე: კოლაბორაცია ინტერნეტის საშუალებით ან სტუდიაში კოლაბორატორებისგან გამომდინარე, არის ის სოლო არტისტი თუ ურჩევნია კოლექტივში მუშაობა. ვსაუბრობთ ინდივიდუალურ მიდგომაზე, კოლექტიურ პროცესსზე და კოლაბორაციის დროს კოლაბორატორი ადამიანის არჩვნის მიღებაზე. სტუდენტები ჯგუფდებიან წყვილებად და იწყება სამუშაო პროცესი. ასევე ნატალია დაეწყვილება ერთერთ სტუდენტს, რომელთან ერთადაც ის იმუშავებს ტრეკზე.
პროექტი: კოლაბორაციის შესრულება მეწყვილესთან ერთად.
კვირა X-XI

Cove-ის გაკეთება საყვარელ ტრეკზე. ჰარმონიის გადათამაშება არსებული მელოდიის ირგვლივ.
პროექტი: cover-ის შესრულება.

კვირა XII
შემაჯამებელი კვირა.
პროექტი: განვლილი მასალის LIVE.

იმისთვის რომ შეუერთდეთ კურსს, უნდა ფლობდეთ ნებისმიერ აუდიო სამონტაჟო პროგრამას (Ableton Live/Cubase/FL Studio) ლექციებზე ნაკლები დრო არ დაეთმობა ტექნიკურ-პროგრამულ დეტალებს.

No more offers for this product!

1,140

0
შედარება
პროვაიდერი
0 out of 5
upway.ge
Logo
რეგისტრაცია
Compare items
  • Total (0)
Compare
კალათა