Strategic Communication

7,080

0
შედარება
პროვაიდერი
0 out of 5
ხანგრძლივობა 24 კვირა
ლექტორი უჩა ურუშაძე, ნათია სვანიძე, ლადო მალაზონია, გიორგი მირზიკაშვილი, ირინე ეგაძე, ჯენიფერ ვონგი, სიბი ტომასი, პიტერ ჰემილტონი, გაგა დარსალია
სერთიფიკატი გაიცემა
დაწყების დრო შემოდგომა


კურსის აღწერა

ჩვენ გვწამს, რომ ლიდერებმა უნდა იცოდნენ მარკეტინგული კომუნიკაციის ყველა ასპექტი, ამიტომ 6 თვიანი ინტენსიური პროგრამის შედეგად, ჩვენ ვეცნობით აუცილებელ ინსტრუმენტებს, რომელიც საჭიროა სტრატეგიული მარკეტინგული კომუნიკაციისთვის.

ინდუსტრიის მიუხედავად, ნებისმიერი ბრენდისთვის ღირებულებების ჩამოყალიბებას, მომხარებლის ლოიალურობის მოპოვებასა და ბიზნესის გაზრდას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, ჩვენი ხედვა ამ კურსთან მიმართებაში შემდეგია – ღრმად ჩავწვდეთ მარკეტინგული სტრატეგიის ინოვაციებს და გადავცეთ დამსწრე პროფესიონალებს მიზნის მისაღწევად აუცილებელი ინსტრუმენტები.

სტრატეგიული კომუნიკაციის პროგრამა მოიცავს 8 მოდულს:

  • შესავალი მარკეტინგში
  • პროდუქტის ინოვაცია
  • სტრატეგიული კომუნიკაცია
  • Data & Insights
  • ბრენდ მენეჯმენტი
  • დიჯითალი
  • ივენთები
  • გადაწყვეტილების მიღება

გადაწყვეტილების მიღება– სტრატეგიული კომუნიკაციის დამატებითი მოდულია, რომლის  ფარგლებშიც  მსხვილი ქართული კომპანიების ლიდერები და არამარტო, გაგვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას გადაწყვეტილების მიღების პროცესის შესახებ. შეხვედრების დროს სტუდენტებს საშუალება აქვთ მოწვეულ სპიკერებს დაუსვან კითხვები მათი პროფესიული ცხოვრების შესახებ.

ასევე განსხვავებული გამოცდილების მქონე სამი უცხოელი სპიკერი ატარებს პროგრამაში ჩაშენებულ ლექციებს – Jennifer Wong, Peter Hamilton და Siby Thomas.

კურის გავლის შემდეგ შეგეძლება
  • პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის და პოზიციონირების განსაზღვრა
  • პროდუქტის ინოვაციისთვის საჭირო ინსტრუმენტები
  • მომხმარებლის ქცევის ანალიზისა და ინსაიტების გენერირება
  • სტრატეგიული ბრენდის პლატფორმის შესაქმნელად საჭირო ინსტრუმენტები
  • დეპარტამენტის სტრუქტურის შედგენა
  • სარეკლამო სააგენტოებთან ეფექტური კომუნიკაცია
  • საკომუნიკაციო არხების განსაზღვრა
  • ბიუჯეტის ეფექტურად განაწილება
  • digital-first strategy-ს შექმნა
  • ციფრულ არხებში ბრენდის გაშლა
  • ედვერთაიზინგი
  • კონტენტის გენერირება და კალენდრის შედგენა
  • ივენთების დაგეგმა და აღსრულება
ვისთვის არის კურსი

ჩვენი მიზანია შევქმნათ უნივერსალური მარკეტერითუმცა პროგრამა მხოლოდ მარკეტერებისთვის არ არის. კურსი ღირებულია დამფუძნებლებისთვის, საშუალო  და უმაღლესი რგოლის მენეჯერებისთვის.

კურსი მოიცავს

კურსი მოიცავს ულიმიტო წვდომას გლობალურ მონაცემთა ბაზასთან WARC, რომლის მეშვეობითაც შეძლებ გაიღრმავო ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი სფეროს წარმომადგენელი ხარ, WARC-ზე თითქმის ყველა ინდუსტრიიდან შეგიძლია იხილო ქეისები, სტატიები, მონაცემები, ტრენდები, ვებინარები, მინი კურსები და რეპორტები.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტი მიიღებს ორენოვან სერტიფიკატს.

განრიგი: კვირაში 3/4 ჯერ

კურსს გაუძღვებიან:

უჩა ურუშაძე

უჩა არის ფილოსოფოსი, რომელიც ქმნის ბრენდებს. 2011 წელს უჩას სტრატეგიული ხელმძღვანელობით WINDFOR’S-ის სარეკლამო კამპანიამ Gold Eurobest, Silver Drum და Bronze Drum მოიპოვა. 2014 წლიდან უჩა HOLMES&WATSON-ში სტრატეგიას ხელმძღვანელობს, სადაც მან არაერთი გავლენიანი პროექტი განახორციელა, როგორიცაა “თიბისი”-ს ბრენდის სტრატეგია და სარეკლამო კამპანიები „გამარჯობა“ და „შენ“, ასევე – “თიბისი დაზღვევის” კამპანია “შეცდომები მოსულა”.

ნათია სვანიძე

2018 წლის ახალგაზრდა მარკეტერების გამარჯვებული, ნათია სვანიძე საკომუნიკაციო სივრცეში ერთერთი ყველაზე აქტიური ბრენდის – Giovanni Morra-ს დამფუძნებელია. ნათია ასევე “თიბისი“-ს პროგრამა სტარტაპერის ერთერთი შემქმნელია. ამჟამად ნათია ნეობანკ „სფეისი“-ს „მომხმარებლის გამოცდილების“ გუნდის ლიდერია.

ლადო მალაზონია

ევროპის არტ დირექტორთა კლუბის სპიკერი, ლადო მალაზონია ექვსი წლის განმავლობაში მუშაობდა Windfor-ის მთავარ სტრატეგად, სადაც მან ითანამშრომლა წამყვან ქართულ კომპანიებთან. მან 2017 წელს კანის ვერცხლის ლომი მოიგო. ცოტა ხნის წინ ლადო შეუერთდა მსოფლიო მარკეტინგული კომუნიკაციების ბრენდს ჯეი ვალტერ ტომპსონის ქართულ ოფისს – JWT Metro-ს და იკავებს სტრატეგიის ხელმძღვანელის თანამდებობას.

გიორგი მირზიკაშვილი

გიორგის საბანკო სივრცეში 7 წელზე მეტი მუშაობდა, სადაც ის ძირითადად პროდუქტების შექმნით და განვითარებით იყო დაკავებული. 2016 წელს ის გახდა Optio.ai-ს ერთერთი დამფუძნებელი – ფინტექ სტარტაპის, რომელიც ეხმარება ბანკებს გადაიტანოს მომხმარებლის ფინანური ოპერაციები დიალოგის რეჟიმში. ასევე, Optio.ai პირადი ფინანსების მენეჯმენტში ეხმარება მომხმარებელს. მან 2019 წელს Gita-ს 100 000 გრანტი მოიპოვა. გიორგი 2 სტარტაპ აქსელერატორის კურსდამთავრებულია.

ირინა ეგაძე

სანამ თავის კუთვნილ კომპანიას Alice Q.-ს შექმნიდა, ირინა Mozaika-ში მუშაობდა ღონისძიებების განყოფილების უფროსად. ის 12 წელია მოღვაწეობს ღონისძებების მენეჯმენტის სფეროში და მას 350-ზე მეტი ივენთი აქვს გამართული.

ჯენიფერ ვონგი

ჯენიფერი 2018 წელს Forbes-ის 30 წლამდე 30 მარკეტერს შორის საუკეთესოდ დასახელდა. 2015 წლიდან ჯენიფერი იყო TUNE- ის მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტი. 2018 წელს იგი გახდა Convoy-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი, ამავე წელს Convoy Business Insider-ის 51 საუკეთესო სტარტაპში შევიდა ასევე LinkedIn-ის 50 საუკეთესო სტარტაპს შორის მოხვდა. ჯენიფერი არის ვაშინგტონის უნივერსიტეტის ფოსტერის ბიზნესის სკოლის მოწვეული პროფესორი.

სიბი ტომასი

სიბი სპონსორებთან და პარტნიორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელია Dubai Opera-ში 2016 წლიდან. მხოლოდ ორი წლის განმავლობაში მან $5.000.000-ის ღირებულების კონტრაქტები დადო სპონსორებთან. ის მუშაობდა Apple-სთან, Jaguar-თან, MasterCard- თან გრძელვადიან პროექტებზე. ასევე მონაწილეობდა Christian Dior-ის, Bvlgari-ის, Hermes-ის და Pandora-ს მოკლევადიან პროექტებში Dubai Opera-სთან.

პიტერ ჰემილტონი

პიტერი, ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი, 2014 წლიდან დღემდე იკავებს TUNE-ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტს. მისი ხელმძღვანელობით Tune-მა მოიპოვა $36.4 მლნ-ის დაფინანსება martech-ის კატეგორიაში, გახსნა მსოფლიოს მასშტაბით 9 ოფისი და გაზარდა გუნდი 350 ადამიანამდე.

გაგა დარსალია

2018 წელს, გაგა ფორბსის 30 წლამდე 30 საუკეთესო მარკეტერს შორის მოხვდა. გაგა დიჯითალ სააგენტო „Redberry”-ს დამფუძნებელია. ბოლო ორი წლის განმავლობაში მან 70-ზე მეტი ჯილდო მოიპოვა საკომუნიკაციო ფესტივალებზე. 2019 წელს რედბერიმ მოიზიდა 3.2$ მლნ – ის ინვესტიცია, იმისთვის რომ შეექმნათ სტარტაპ სტუდია. სწორედ ამ სტუდიის ფარგლებში შექმნეს სტარტაპი “Lanchoba”.

შეფასებები

0.0 out of 5
0
0
0
0
0
შეფასების დაწერა

შეფასებები ჯერ არ არის.

შეაფასე პირველმა: “Strategic Communication”

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • 1. ნათია სვანიძე: შესავალი მარკეტინგში

    5 ლექცია: პირველი ორი კვირის განმავლობაში ჩვენ ვიმუშავებთ ყველასთვის საერთო საფუძვლის შესაქმნელად. ეს საგანი მიმართულია იმისკენ, რომ გავიხენოთ და გადავიაზროთ მარკეტინგის ის ბაზა, რომელიც დამსწრე სტუდენტებს უკვე ექნებათ.

  • 2. ლადო მალაზონია: Data & Insight

    10 ლექცია: სამიზნე აუდიტორიის კარგად ცოდნა – გასაღებია იყო მათთვის ყოველთვის აქტუალური. საგანი მოიცავს მომხმარებლის ფსიქოლოგიის სიღრმისეულად შეცნობას და კვლევების სწორად აგებას და შედეგების სწორად გაანალიზების შესწავლას

  • 3. გიორგი მირზიკაშვილი: პროდუქტის ინოვაცია

    6 ლექცია: საგნის მისიაა ქეის სთადის საფუძველზე ღრმად შევისწავლოთ პროდუქტის საციცოხლო ციკლის განსაზღვრა, საჭიროების შემთხვევაში მისი განახლება და სწორი პოზიციონირების როლი კომუნიკაციაში

  • 4. სულხან ლაცაბიძე: ბრენდ მენეჯმენტი

    10 ლექცია: ლოკალური და უცხოური ბრენდბის მენეჯმენტი სტრუქტურით განსხვავდება ერთმანეთისგან. არსებობს უამრავი ასპექტი, რომელიც აუცილებელია აიხსნას და იქნას გაგებული. იმ ინსტრუმენტების დაუფლება, რომელიც დაგვეხმარება ბაზარზე დიფერენციაცია, დივერსიფიკაცია და კომუნიკაცია მოვახდინოთ – შესაძლებელი იქნება ამ საგნის განმავლობაში

  • 5. უჩა ურუშაძე: სტრატეგიული კომუნიკაცია

    12 ლექცია: ბრენდის არსის, დაპირების, მიზეზის, თუ რატომ არის ეს დაპირება შესრულებადი და მომხმარებლის ინსაითის ცოდნა – არის ერთადერთი გზა მომხმარებლამდე მიიტანო ბრენდის ღირებულებები. ეს კურსი დაფუძნებულია ბრენდის საკომუნიკაციო პლატფორმის შედგენის უნიკალურ მეთოდზე, რომელიც დაგვეხმარება დავუახლოვდეთ სამიზნე აუდიტორიას

  • 6. გაგა დარსალია: დიჯითალი

    12 ლექცია: დღესდღეობით, ინტერნეტის ერაში, შეგიძლიათ გაყიდოთ თქვენი პროდუქტი ან სერვისი მთელს მსოფლიოში. ამისთვის, ისეთი ინსტრუმენტების სიღრმისეული ცოდნა, როგორიცაა facebook pixel და google tag აუცილებელია! საგანი ორიენტირებულია დიჯითალ არხებში სასურველი შედეგის მიღებაზე და მონაცემთა ანალიზზე, ისევე როგორც თქვენი ციფრული კომუნიკაციის ROI-ზე (ინვესტიციის ამონაგებზე)

  • 7. ირინა ეგაძე: ივენთები

    6 ლექცია: რიგითი იდეიდან ღონისძიების დასრულებამდე უამრავი მნიშვნელოვანი საკითხია განსახილველი. ეს საგანი მოიცავს ღონისძიების მენეჯმენტის სიღრმისეული ცოდნის გაზიარებას და იმ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტების შესწავლას, რომელიც დაგვეხმარება სპონსორებისა და სწორი ადამიანების მოძიებაში, გამართულ მესიჯებს მიიტანს მომხმარებლამდე და ღონისძიებას ღირებულად აქცევს

  • მოწვეული სპიკერი: ჯენიფერ ვონგი

    სალაპარაკო თემა: ერთი ბრენდის ორივე – B2B და B2C ბაზარზე კომუნიკაცია

  • მოწვეული სპიკერი: სიბი ტომასი

    სალაპარაკო თემა: როგორ მოარგო შეთავაზებები კონკრეტულ პარტნიორებს და სპონსორებს, რომ მათ დაინტერესება გაიზარდოს. ასევე ის შეეხება ღონისძიების შემდგომ ROI ანალიზს.

  • მოწვეული სპიკერები: პიტერ ჰემილტონი

    სალაპარაკო თემა: სტარტაპის განვითარება, საკუთარი კაპიტალის დაგროვება და პარტნიორული მარკეტინგი

No more offers for this product!

7,080

0
შედარება
პროვაიდერი
0 out of 5
upway.ge
Logo
რეგისტრაცია
Compare items
  • Total (0)
Compare
კალათა