Offline

გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტი

3,180

0
შედარება
პროვაიდერი
0 out of 5
ხანგრძლივობა 3 დღე - 37 საათი
ლექტორი ირინა ჭოჭუა
სერთიფიკატი გაიცემა
დაწყების დრო ჯგუფის შევსებისთანავე


გუნდური ქოუჩინგის სრული სასწავლო კურსი შედგება სამი მოდულისგან. პირველი მოდული, „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტი“ ეფუძნება გუნდის განვითარების დინამიკის და გუნდურობის შესახებ ცოდნას, საუკეთესო პრაქტიკას და მიდგომებს. კურსის მიზანია მონაწილეები დაეუფლონ გუნდური ქოუჩის კომპეტენციებს, გააცნობიერონ გუნდებთან მუშაობის პროცესი, მიიღონ ცოდნა გუნდების მართვის და გუნდური ქოუჩინგის ფორმატის შესახებ და გამოიყენონ ეს ცოდნა და ინსტრუმენტები პრაქტიკაში. ტრენინგი მიმდინარეობს ინტენსიურ ფორმატში და ეფუძნება პრაქტიკულ მუშაობას. კურსი აკრედიტებულია EMCC-სა და ICF-ის მიერ და გაიცემა CCMI საერთაშორისო სერტიფიკატი შესაბამისი აკრედიტაციით.

ტრენინგი მოიცავს 37 საათს, საიდანაც 13 საათი განკუთვნილია დამოუკიდებელი პრაქტიკისა და თვითრეფლექსიისთვის. ხოლო 24 საათი (3 დღე ინტენსიურ ფორმატში) არის საკონტაქტო საათი, რომელიც მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მუშაობას, რეფლექსიას და უკუკავშირს ტრენერის და პრაქტიკოსი ქოუჩების ჩართულობით.

ვისთვის არის კურსი?

“გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტი” არის გუნდური ქოუჩინგის სამ მოდულიანი პროგრამის პირველი მოდეული. ეს მოდული განკუთვნილია ბიზნეს ლიდერებისთვის, გუნდის ლიდერებისთვის, მიმართულების ხელმძღვანელებისთვის, ფასილიტატორებისთვის, ტრენერებისთვის, ქოუჩებისთვის, HR ლიდერებისთვის და პროფესიონალებისთვის, ვისი მიზანია გუნდებთან მუშაობა, გუნდების მხარდაჭერა და ამ გზით ბიზნესის ზრდა და განვითარება. ქოუჩის კომპეტენციების ცოდნა ამ მოდულზე არ მოითხოვება.

ფასი:

კურსის ფასია 1100 ევროს ეკვივალენტი ლარებში. მოქმედებს ფასდაკლებები ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების წევრებისთვის:​

PMI საქართველოს წარმომადგენლობის წევრებისთვის მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. ფასდაკლების მისაღებად, რეგისტრაციის შემდეგ უნდა წარმოადგინოთ წევრობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

ICF საქართველოს წევრებისთვის მოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება. ფასდაკლების მისაღებად, რეგისტრაციის შემდეგ უნდა წარმოადგინოთ წევრობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

თიბისი ბიზნესისთვის და თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის მოქმედებს 12%-იანი ფასდაკლება. პროგრამაზე დასარეგისტრირებლად მიმართეთ კონცეპტ ასისტენტს. ასევე, რეგისტრაციის დროს შესაბამის გრაფაში მიუთითეთ კურისისთვის განკუთვნილი პრომო კოდი, რომელსაც გადმოგცემთ კონცეპტ ასისტენტი.

პროგრამის ავტორის შესახებ

Clutterbuck Coaching & Mentoring International (CCMI) არის ქოუჩინგის და მენტორინგის სფეროში წამყვანი ბრიტანული ორგანიზაცია. მისი დამფუძნებელია პროფესორი დევიდ კლატერბაკი, რომელიც არის გუნდური ქოუჩინგის ერთ-ერთი ფუძემდებელი და EMCC-ს თანადამფუძნებელი. მისი ავტორობით გამოცემულია 75 წიგნი ქოუჩინგის, მენტორინგის, ლიდერობის და მართვის შესახებ.

CCMI-ს სასწავლო პროგრამები და სერვისები ფართოდ არის წარმოდგენილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. საპარტნიორო ქსელი აერთიანებს 50-ზე მეტ წარმომადგენლობას ევროპაში, აზიასა და ამერიკაში. ორგანიზაციას გააჩნია 45 წლიანი ისტორია სამეცნიერო კვლევების და ქოუჩინგის კულტურის დანერგვის მიმართულებით სამთავრობო და არასამთავრობო სექტორში, ლოკალურ და მულტინაციონალურ კომპანიებში.

საქართველოში CCMI-ს პარტნიორია ქოუჩინგ ლაბი.

ქოუჩინგ ლაბი საქართველოში 2017 წლიდან ნერგავს ქოუჩინგის ოქროს სტანდარტს, მხარს უჭერს ორგანიზაციებს ცვლილებების პროცესში, ამკვიდრებს ლიდერობის განვითარების ინოვაციურ მეთოდებს, ადამიანებს სთავაზობს პროფესიული განათლების საერთაშორისო პროგრამებს.

ტრენერი:

ირინა ჭოჭუა – დამფუძნებელი პარტნიორი, ქოუჩინგ ლაბი.

ირინა PCC ქოუჩია 10 წლიანი გამოცდილებით. 2011 წლიდან მუშაობს ორგანიზაციების ფართო სპექტრთან, როგორც ბიზნეს ტრენერი. ახორციელებს პროექტებს ორგანიზაციული კულტურის ტრანსფორმაციის, ლიდერობის და ცვლილებების მართვის მიმართულებით მსხვილ და საშუალო ბიზნესთან. არის ლიცენზირებული პრაქტიკოსი ნეირო ლინგვისტურ პროგრამირებაში და საერთაშორისო ასოციაციის (The Society of Neuro-Linguistic Programming™) წევრი. შექმნილი აქვს სამაგისტრო პროგრამები ქოუჩინგის და ნეირო ლინგვისტური პროგრამირების მიმართულებით, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში. არის TED სპიკერი და CSR პროექტების ავტორი. მათ შორის, საგანმანათლებლო CSR პროქტი – „ბიზნეს ქოუჩინგი ქალი მეწარმეებისთვის“.

დეტალები: გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტი

ხანგრძლივობა

ლექტორი

სერტიფიკატი

ლოკაცია

დაწყების დრო

შეფასებები

0.0 out of 5
0
0
0
0
0
შეფასების დაწერა

შეფასებები ჯერ არ არის.

შეაფასე პირველმა: “გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტი”

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

თემები:


დღე 1: გუნდის დინამიკა და სისტემურობა:

  • რა არის გუნდი და როგორია გუნდის განვითარების დინამიკა;
  • რა ეხმარება და რა უშლის ხელს გუნდებს ეფექტიანობაში;
  • გუნდური/ჯგუფური დასწავლის მოდელები;
  • გუნდის და ლიდერის ურთიერთქმედება;
  • როგორია მაღალეფექტიანი გუნდი;
  • რა ეხმარება და რა უშლის ხელს გუნდებს ეფექტიანობაში;
  • როგორ არის გუნდი ორგანიზებული;
  • დასწავლაზე ორიენტირებული გუნდები;
  • PERILL – გუნდის ფუნქციის და დისფუნქციის მოდელი;
  • PERILL – დიაგნოსტიკა;

დღე 2: ქოუჩინგის კულტურა

  • ლიდერის როლი გუნდური ქოუჩინგის კულტურის შექმნის პროცესში;
  • ქოუჩინგის კულტურის 4 დონე;
  • სისტემური ტალანტების მართვა;
  • ქოუჩინგის დიალოგის 7 მოდელი;
  • გუნდის ძლიერი და სუსტი მხარეები;
  • მუშაობა უკუკავშირთან;
  • განმავითარებელი დიალოგის შესაძლებლობები;
  • მოსმენის 5 დონე;
  • ძლიერი მამოტივირებელი კითხვების შექმნა;
  • გუნდში ფსიქოლოგიური უსაფრთხოება;
  • გუნდში ნდობის შექმნა;
  • გუნდის განვითარების გეგმის შექმნა;

 

დღე 3: ქოუჩინგი, როგორც ლიდერების მხარდამჭერი:

  • ეფექტიანი გუნდის ლიდერი;
  • ლიდერობის ფუნქცია – გუნდის დინამიკის ცვლილებები;
  • გუნდი, როგორც სისტემა;
  • სისტემური გუნდური ქოუჩინგი;
  • ლიდერების ქოუჩინგი;
  • ქეისი: როლური თამაში;
  • ქოუჩის ან გუნდის ლიდერის პერსონალური განვითარების გეგმა;
  • აკრედიტაციის გზა და სუპერვიზიის მნიშვნელობა;

 

შედეგად მიიღებთ:

  • ცოდნას გუნდში მიმდინარე პროცესების შესახებ;
  • გუნდის მართვის და განვითარების ხელშეწყობისთვის საჭირო ინსტრუმენტებს;
  • გუნდური ქოუჩის საერთაშორისო სერტიფიკატს;
  • ცოდნას და კომპეტენციებს გუნდური ქოუჩინგის ფორმატის შესახებ;
  • გუნდებთან პრაქტიკის შესაძლებლობას;
  • ქოუჩის განგრძობადი სწავლების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობას (20.25 CCE);
No more offers for this product!

3,180

0
შედარება
პროვაიდერი
0 out of 5
upway.ge
Logo
რეგისტრაცია
Compare items
  • Total (0)
Compare
კალათა