Online

UX კვლევა & დიზაინი

1,600

0
შედარება
პროვაიდერი
0 out of 5
ხანგრძლივობა 12კვირა - 24შეხვედრა
ლექტორი ლელა კეჟერაშვილი, გიორგი სოსებაშვილი
სერთიფიკატი გაიცემა
დაწყების დრო 15.04.2024

კურსის აღწერა

მას შემდეგ, რაც ციფრულმა პროდუქტებმა ბევრი ყოველდღიური საქმე ჩაანაცვლა, გაჩნდა საჭიროება, რომ ეს პროდუქტები მაქსიმალურად მორგებული იყოს ადამიანების მოთხოვნებს და შესაძლებლობებს. პროდუქტებიდან მიღებული გამოცდილება(UX) ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია წარმატებისთვის. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ სფეროში კომპეტენტური კადრის ყოლა.

კურსი დაფუძნებულია მომხმარებელზე ორიენტირებული დიზაინის (HCD), კერძოდ, კი დიზაინერული აზროვნების პროცესზე (Framework-ზე) და იძლევა ცოდნას ყველა იმ მეთოდზე, რომელიც ციფრული პროდუქტების შექმნაში გამოიყენება.

კურსის გავლის შემდეგ შეგეძლება
  • ციფრული პროდუქტის შექმნა დიზაინერული აზროვნების მეთოდოლოგიით
  • Მომხმარებლის კვლევის დამოუკიდებლად ჩატარება & ანალიზი
  • კვლევიდან მიღებული ინსაითების გათვალისწინებით პროდუქტის კონცეფციისა და დიზაინის შემუშავება/ გაუმჯობესება
  • პროტოტიპის შექმნა
  • Პროტოტიპის გამოყენებადობის ტესტირება და გაზომვა
ვისთვის არის კურსი

პროგრამა გათვლილია დამწყები UX დიზაინერებისთვის, UI დიზაინერებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც უშუალოდ მონაწილეობს ციფრული პროდუქტის შექმნაში (პროდუქტის ოუნერები, პროექტის მენეჯერები და ა.შ.).

კურსი მოიცავს

კურსი მოიცავს ულიმიტო წვდომას გლობალურ მონაცემთა ბაზასთან WARC, რომლის მეშვეობითაც შეძლებ გაიღრმავო ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი სფეროს წარმომადგენელი ხარ, WARC-ზე თითქმის ყველა ინდუსტრიიდან შეგიძლია იხილო სხვადასხვა ქეისი, სტატიები, მონაცემები, ტრენდები, ვებინარები, მინი კურსები და რეპორტები.

სილაბუსი შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე:

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტი მიიღებს ორენოვან სერტიფიკატს.

კურსს გაუძღვებიან:

ქეთი ფაღავა

ქეთის ციფრული პროდუქტის დიზაინის მიმართულებით 5 წლიანი გამოცდილება აქვს. ამჟამად პროდუქტის დიზაინის გუნდის ლიდერია Adjarabet-ში, მანამდე კი თიბისი ბანკის ციფრული გადახდების პროდუქტების განვითარებაზე მუშაობდა. უმუშავია გემბლინგ, საბანკო, ციფრული გადახდების, e-commerce-ისა და პროდუქტიულობის ციფრულ პროდუქტებზე, როგორც დიდი საერთაშორისო კომპანიებისთვის, ისე ქართული და უცხოური სტარტაპებისთვის. აქვს ბიზნეს ადმინისტრირების ხარისხი და სერტიფიცირებულია Nielsen Norman Group-ისგან (NN/g-ისგან) UX კვლევასა და UX მენეჯმენტში.

ლელა კეჟერაშვილი

ლელა ESERP Business School-ისა და Universidad Central de Catalunya-ს მაგისტრია. კვლევის სფეროში მას 7 წლიანი გამოცდილება აქვს. ამ ხნის განმავლობაში მუშაობდა მარკეტინგული კვლევის ანალიტიკოსის პოზიციაზე ACT-ში (Analysis and Consulting Team) და UX მკვლევარის პოზიციაზე საქართველოს ბანკში. თანამშრომლობდა ისეთ სარეკლამო და მარკეტინგულ სააგენტოებთან, როგორებიცაა Leavingstone და Ogilvy. მისი პორტფოლიო ასევე მოიცავს გაეროს განვითარების პროგრამისთვის e-commerce პლატფორმის პროექტს. ლელა ამჟამად UX მკვლევარია ამერიკულ კომპანია TaxDome-ში.

გიორგი სოსებაშვილი

გიორგი არის ციფრული პროდუქტების დიზაინერი +8 წლიანი გამოცდილებით.
უმუშავია სხვადასხვა მიმართულებით სამთავრობო, ბანკინგის, კომერციულ და სოც. Მედიის
პლატფორმებზე. ასევე აქვს ბიზნეს ადმინისტრირების ხარისხი და სერტიფიცირება UX კვლევაში
Nielsen Norman Group-ისგან (NN/g-ისგან). 3 წლის განმავლობაში მუშაობდა ციფრული პროდუქტების
ლიდ დიზაინერის პოზიციაზე არაერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო და ადგილობრივ ციფრულ პროდუქტზე.
მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული Feedc, TBC-ის ციფრული ბანკინგი და მის ეკო-სისტემაში
მყოფი პლატფორმებია. ამჟამად, მუშაობას აგრძელებს TBC-ის მობილურ ბანკინგზე და ავითარებს
სხვადასხვა ტიპის ფუნქციონალს.

დეტალები: UX კვლევა & დიზაინი

ხანგრძლივობა

ლოკაცია

სერტიფიკატი

ლექტორი

,

დაწყების დრო

შეფასებები

0.0 out of 5
0
0
0
0
0
შეფასების დაწერა

შეფასებები ჯერ არ არის.

შეაფასე პირველმა: “UX კვლევა & დიზაინი”

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

No more offers for this product!

1,600

0
შედარება
პროვაიდერი
0 out of 5
upway.ge
Logo
რეგისტრაცია
Compare items
  • Total (0)
Compare
კალათა