ვებ პროგრამირება Front-End (HTML, CSS)
არსებობს წარმოდგენა, რომ ვებგვერდის აწყობა მხოლოდ ტექნიკური განათლების მქონე ადამიანს შეუძლია ისწავლოს. თუმცა, რაც დრო გადის, საპირისპირო სურათს ვხედავთ. სულ უფრო მეტი, სხვადასხვა პროფესიის ადამიანი სწავლობს პროგრამირებას, სხვადასხვა სირთულის აპლიკაციებს ქმნის და თავად აწყობს ვებგვერდებს. ტექნოლოგიების განვითარებამ შესაძლებელი გახადა, რომ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა თავად შეძლონ საკუთარი იდეების რეალიზება. თუკი ადრე ინოვაციური იდეის რეალიზებისათვის საჭირო იყო ფინანსები, დღეს ადამიანს შეუძლია, თავად დაეუფლოს იდეის რეალიზებისათვის საჭირო ტექნიკურ ცოდნას, მაგალითად, შეისწავლოს ვებგვერდის აწყობა და შექმნას საკუთარი კომპანიის ვებგვერდი, ააწყოს ონლაინ მაღაზია ან რაიმე სხვა ვირტუალური ონლაინ სერვისი.
ამ კურსის ფარგლებში მსმენელები იმ ცოდნას ეუფლებიან, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, გაერკვნენ ვებგვერდის ფუნქციონირების პრინციპებში, ააწყონ სტატიკური ვებგვერდი ან, საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებები შეიტანონ არსებული ვებგვერდის პროგრამულ კოდში, დაგეგმონ და მენეჯმენტი გაუწიონ ვებგვერდის შექმნასთან დაკავშირებულ სამუშაოებს. კურსი პრაქტიკული ხასიათისაა, რომლის ფარგლებში მსმენელები მარტივ ვებგვერდებს ქმნიან HTML პროგრამულ ენაზე CSS-ის გამოყენებით.
კურსი არ მოითხოვს პროგრამირების საბაზისო ცოდნას და ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომია.
ლექტორები : გეგა ლოთიშვილი, ცოტნე ცირეკიძე
დეტალები: ვებ პროგრამირება Front-End (HTML, CSS)
|
შეფასებები
შეაფასე პირველმა: “ვებ პროგრამირება Front-End (HTML, CSS)” კომენტარის გაუქმება
სილაბუსს გაეცანით ლინკზე : https://bit.ly/34CLKIz

₾650
მსგავსი კურსები

Javascript


მობილური პროგრამირება Android


გრაფიკული დიზაინი

₾650
შეფასებები ჯერ არ არის.