ვებ პროგრამირება- FRONTEND (HTML & CSS)
₾700
კურსის აღწერა
არსებობს წარმოდგენა, რომ ვებგვერდის აწყობა მხოლოდ ტექნიკური განათლების მქონე ადამიანს შეუძლია ისწავლოს. არადა, რაც დრო გადის საპირისპირო სურათის ვხედავთ. სულ უფრო მეტი, სხვადასხვა პროფესიის ადამიანი სწავლობს პროგრამირებას, სხვადასხვა სირთულის აპლიკაციებს ქმნის და თავად აწყობს ვებგვერდებს.
ტექნოლოგიების განვითარებამ შესაძლებელი გახადა, რომ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა თავად შეძლონ საკუთარი იდეების რეალიზება.
თუკი ადრე ინოვაციური იდეის რეალიზებისათვის საჭირო იყო ფინანსები, დღეს ადამიანს შეუძლია თავად დაეუფლოს იდეის რეალიზებისათვის საჭირო ტექნიკურ ცოდნას, მაგალითად, შეისწავლოს ვებგვერდის აწყობა და შექმნას საკუთარი კომპანიის ვებგვერდი, ააწყოს ონლაინ მაღაზია ან რაიმე სხვა ვირტუალური ონლაინ სერვისი.
ამ კურსის ფარგლებში მსმენელები დაეუფლებიან იმ ცოდნას, რომელიც მათ საშუალებას მიცემს გაერკვნენ ვებგვერდის ფუნქციონირების პრინციპებში, თავად ააწყონ Front-End აპლიკაცია ან საჭიროების შემთხვევაში ცვლილებები შეიტანონ არსებული ვებგვერდის პროგრამულ კოდში, დაგეგმონ და მენეჯმენტი გაუწიონ ვებგვერდის შექმნასთან დაკავშირებულ სამუშაოებს.
კურსი პრაქტიკული ხასიათისაა და კურსის განმავლობაში მსმენელებს მოუწევთ მარტივი ვებგვერდების შექმნა.
კურსი არ მოითხოვს პროგრამირების საბაზისო ცოდნას და ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომია.
მენტორები:
თამარ ჭყოიძე
Front-End დეველოპერი
“ჩემი, როგორც მენტორის მიზანია, სტუდენტმა დამოუკიდებლად შეძლოს კოდში პრობლემის მოგვარება, საძიებო სისტემების გამოყენებით.“
ბავშვობაში ლიტერატურითა და ხატვით იყო დაინტერესებული. ვერასდროს წარმოიდგენდა საკუთარ თავს ვებ დეველოპმენტში, თვლიდა რომ ეს არ იყო შემოქმედებითი სფერო. პანდემიის დროს გაუჩნდა სურვილი, რომ დისტანციური, აქტუალური და ამავდროულად საინტერესო საქმე შეესწავლა, ასე აღმოაჩინა ვებ დეველოპმენტი, რომელმაც მთლიანად მოიცვა მისი ცხოვრება.
2010-2014 წლებში სწავლობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტზე. 2014-2017 წლებში კი სწავლობდა მაგისტრატურაზე შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის სპეციალობით.
მას შემდეგ, რად გადაწყვიტა პროფესიის შეცვლა გაიარა კურსები ვებ დეველოპმენტის მიმართულებით: Front-End (HTML & CSS), JavaScript-ი და React-ი.
ამის შემდეგ გაიარა სტაჟირება Tbilisi BootCamp-ში. პარალელურად ჩართული იყო კერძო პროექტში: VeyVey, როგორც მარქაფერი.
სხვადასხვა დიზაინების მიხედვით აწყობილი აქვს HTML/CSS-ის სხვადასხვა დონის მარქაფი, ასევე JavaScript-ის რამდენიმე ნამუშევარი, “Portfolio” და React-ის საიტი.
გივი ღვინიანიძე
Front-End დეველოპერი
“ჩემი მიზანია, სტუდენტებს ესმოდეთ თუ, როგორ ესაუბრონ გააზრებულად ბრაუზერს და იცოდნენ თვითონ, როგორ ესმის ბრაუზერს ჩვენი.”
ბავშვობის აუხდენელი ოცნებისა, რომ შესძლებოდა ხატვა, იპოვა სფერო, რომელში მუშაობა დიდ სიამოვნებას ანიჭებს. უკვე 9 წელია, რაც ვებ დეველოპმენტის ინდუსტრიაში აქტიურად არის ჩართული.
დაამთავრა SEU-ს ბაკალავრი, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი. ამის შემდეგ დაიწყო iOS Development-ის კურსი GeoLab-ში. მას ცოდნის მიღების პროცესი ამით არ დაუსრულებია. შეუერთდა SkillUP-ის Front-End Development-ის კურსს. ამ მიმართულებით ცოდნა მიიღო სხვადასხვა ონლაინ კურსების მეშვეობითაც, თუმცა არ ჩერდება და განვითარებას აქტიურად განაგრძობს.
2014 წლიდან დაიწყო სტატიკური პორტფოლიო ტიპის საიტების აწყობა კომპანიებისთვის. 2016 წელს შეუერთდა Adjarabet-ის გუნდს, სადაც მონაწილეობდა ისეთი სახის ციფრულ პროექტებში, როგორიც არის: გემბლინგი, ინტერნეტ ტელევიზია, ბლოგი, CMS, ბანკინგი, Dashboard app და ა.შ.
ამჟამად მუშაობს Thomson Reuters-ში, Front-End Team Lead-ის პოზიციაზე. უთანამშრომლია მასშტაბურ ბრენდებთან, მათ შორის: Adjarabet, Silknet, ClubSpeed, Thomson Reuters, და სხვა.
მას აქვს მენტორობის 3 წლიანი გამოცდილება GITA-ში, IT Academy step-ში და BTU-ს უნივერსიტეტში.
დეტალები: ვებ პროგრამირება- FRONTEND (HTML & CSS)
|
შეფასებები
შეაფასე პირველმა: “ვებ პროგრამირება- FRONTEND (HTML & CSS)” კომენტარის გაუქმება
Workshop 1
- რა არის web და როგორი პრინციპით მუშაობს
- რა არის HTML/CSS და რისთვის არის ის საჭირო
- ედიტორის გარჩევა კოდის წერისთვის
- პროექტისათვის დოკუმენტების ორგანიზება
- Chrome DevTools
- HTML5 დოკუმენტის სტრუქტურა
- HTML ტეგების დამატება
Workshop 2
- CSS სელექტორების თვისებები და მათი მნიშვნელობის განხილვა
- Reset Css
- Css ფაილების დაკავშირება
- Css ბოქს მოდელი
- Box-sizing
- Xd ძირითადი ხელსაწყოები
Workshop 3
- Display Property
- ტიპოგრაფიასთან მუშაობა
- ფონტები და შესაბამისი ფორმატები ვებისთვის
- სასურველი ფონტის მოძება და გამოყენება
- ფონტების სტილების/ზომების მართვა
- Font-ის გამოყენებით icon-ების გენერირება
- GitHub რეგისტრაცია და მოხმარების წესები:
- რეპოზიტორიის შექმნა
- პროექტის ატვირთვა
- ცვლილებების შეტანა
Workshop 4
- Float & Clear
- პროცენტების გამოყენება
- ფსევდო ელემენტები
- ფსევდო კლასები
- კოდის ვალიდაცია
Workshop 5
- პოზიციონირება
- Static
- Absolute
- Relative
- Fixed
- Sticky
- Background Image Property
- Transform Property
Workshop 6
- Hover ეფექტები
- Transition Property
- KeyFrame Animations
- Box Shadow – ჩრდილი
- Border Radius – მომრგვალებული კუთხეები
Workshop 7
- Flexbox -ის მიმოხილვა და გარჩევა
- Fontawesome
- Icomon
Workshop 8
- ვებ გვერდის რესპონსიული წყობა
- Css @media-ს გამოყენება
- Breakpoints in Responsive Web Design
- Autoprefixer Css
Workshop 9
- საძიებო სისტემებისათვის ინფორმაციის ოპტიმიზაცია
- სოციალური ქსელებისთვის ინფრორმაციის იპტიმიზაცია
- ფორმები
Workshop 10
- რა არის ჯავასკრიპტი
- სინტაქსის განხილვა
- ცვლადები
- ძირითადი ტიპები და ტიპების კონვერტაცია
- ოპერატორები
- ციკლები
- პირობითი გამოსახულება
Workshop 11
- ობიექტები
- მასივები
- მეთოდები მასივებზე
- .forEach, .map, .filter, .reduce მეთოდების განხილვა და იმპლემენტაცია
Workshop 12
- ფუნქციები
- რა არის DOM?
- DOM მანიპულაციები ჯავასკრიპტში
- Html ელემენტებთან მუშაობა
- Event-ებთან მუშაობა
₾700
მსგავსი კურსები
MS SQL დამწყებთათვის
UI/UX დიზაინი
გრაფიკული დიზაინი
ვებ პროგრამირება PHP
₾700
შეფასებები ჯერ არ არის.