არ აქვს მნიშვნელობა რომელი სფერო გაინტერესებს, ჯანდაცვა, განათლება, მეცნიერება, ფინანსები ტექნოლოგიები – ყველა სფერო საჭიროებს დეველოპერის რესურსს. პროგრამირების მიმართულებით შესაძლოა ნებისმიერ ინდუსტრიაში განვითარდე და დაიკავო მენეჯერული პოზიცია.
თუ ფიქრობთ, რომ კოდირება თქვენი გრძლევადიანი კარიერის გზად აქციოთ და გაინტერესებთ რამდენად შორს შეიძლება წაგიყვანოთ თქვენმა python-ის ან C++-ის ცოდნამ? ქვევით ნახავ სხვადსხვა პოზიციების დასახელებებს, პოტენციური კარიერული გზის და ზრდის შესაძლებლობებს.
რამდენიმე მნიშვნელოვანი განმარტება:
დეველოპერების სამყარო სავსეა სპეციალიზაციების ფართო სპექტრით, თუმცა ქვევით არის მოცემული ძირითადი, საბაზისო ტერმინები.
- პროგრამირება vs დეველოპმენტი – ეს ტერმინები ხშირად სხვდასხვა ჰგონიათ. სინამდვილეში, ერთი და იგივეა და ორივე გულისხმობს ერთი ან რამდენიმე კოდის ცოდნას.
- ვებ დეველოპერი vs პროგრამული ინჟინერი – ეს ტერმინები ხშირად ერთი და იგივე ჰგონიათ, თუმცა სხავდასხვა როლის აღმნიშვნელია. ვებ დეველოპერები – ვებ-გვერდებს ქმნიან: კოდინგის დახმარებით ქმნიან ფუნქციურობას და ვიზუალს. პროგრამული ინჟინერი ქმნის პროგრამებს, აპლიკაციებს, ნაკლებად არის ჩართული პირდაპირ მოხმამრებლების საჭიროებების ნაწილზე. ინჟინერი უფრო მაღალი პოზიციაა და ძირითადად უფრო მეტ გამოცდილებას საჭიროებს ვიდრე დეველოპერის როლი.
- ფრონტ ენდ ინჟინერი – “ინტერფეისის – წინა ნაწილის” ინჟინერი ვებ გვერდის, პროგრამის ან აპლიკაციის ვიზუალის და მასთან ინტერაქციის ნაწილზე მუშაობს: როგორიც არის ტექსტი, ღილაკი, გამოსახულება და მასთან შეხებისას გამოწვეული ქმედებები (მაგ: ღილაკს ვაჭერთ და ფოტო დიდდება, კურსორი მიგვაქვს და ფერს იცვლის ფოტო და ა.შ). ამ ნაწილთან მომხმარებლებს ყველაზე ხშირი შეხება აქვთ და ფრონტ ენდ ინჟინრებისთვის ერთ-ერთი მთავარი კმაყოფილების საგანიც ეს არის, რადგან მარტივად ხედავენ შედეგს და ყოველდღიურად ხედავენ როგორ იყნებენ ადამიანები მათ “ქმნილებას”. HTML, CSS და Javascript მთავარი კოდის ენებია, რომლითაც დეველოპერები მუშაობენ ფრონტის ნაწილზე.
- ბექ ენდ ინჟინერი – ამ როლის ადამინები აშენებენ მექანიკას, რომლის მიხედვითაც პროგარამა ამუშავებს ინფორმაციას. ამ ტიპის ინჟინერი განსაზღვრავს როგორ ეურთიერთება პროგრამა / ვები სერვერს, როგორ ქრებს,ინახავს და გარდაქმნის მიღებულ მონაცემებს.
- სრული სტეკის დეველოპერი – “სრული პროფილის მქონე დეველოპერი” – ასე ეძახიან იმ დეველოპერებს რომლებიც ფრონტზეც და ბექზეც მუშაობენ და იციან სხვადასხვა კოდის ენა. ისინი უკვე ექსპერტ პროგრამისტებათ ითვლებიან, რომლებიც მოხმარებლის სრულ გამოცდილებას ქმნიან და ასევე, შეუძლიათ განსაზღვრონ პროგრამის / ვების / აპლიაკციის ფუნქციურობა.
- პროგრამული არქიტექტორი – გამოცდილი დეველოპერი, რომელიც დეველოპერების გუნდის ლიდერია. ისინი იღებენ გადაწვიტილებებს როგორც დიზაინის, ასევე ფუნქციურობის ნაწილში და ქმნიან სტანდარტებს და “ხელსაწყოებს” დეველოპმენტის პროცესისთვის.
კარიერული გზები ვებ დეველოპმენტში
ვებ დეველოპერების კარიერის ორი ძირითადი მიმართულება არსებობს,, რომელიც ცხოვრების სტილის და გამოცდილების მიხედვით იცვლება: სტაბილური, ხელფასზე მიბმული სამსახური ან ავტონომიური, დამოუკიდებელი კონტრაქტორი.
მათ, ვისაც მოწონს გუნდში მუშაობა და ურჩევნია სტაბილური შემოსავლის წყარო, ძირითადად სრულ განაკვეთს ანიჭებენ უპირატესობას. ამ შემთხვევაში დეველოპერს უფრო მეტი შეხება აქვს სხვა დეველოპერებთან, დიზაინერებთან და ბიზნეს დამკვეთებთან, რაც ზრდის ახლის სწავლის შესაძლებლობას და აფართოებს მათ პროფილს. დიდ კომპანიებში განსაკუთრებით საინტრესოა მუშაობა, რადგან თუ ტექნიკურ უნარებთან ერთად, ლიდერული უნარების გამოვლენას შეძლებ აუცილებლად წაიწევ წინ პოზიციურად, რადგან დღეს პროგრამისტის უნარები ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია და უპირატესობას განიჭებს სხვა გუნდის წევრებთან მიმართებაში.
თუ უფრო მნიშვნელოვანია პროექტების მრავალფეროვნება და ახალ დამკვეთებთან მუშაობა, ალბათ აჯობებს ფრილანსერის მიმართულებით წახვიდე. ამ შემთხვევაში, შენ თვითონ ხარ პასუხისმგებელი ახალი პროექტების მოძიებაზე, რაც გარკვეულწილად გამოწვევაა, თუმცა კმაყოფილების მაღალი დონე გარანტირებულია თუ წარმატებით შეძლებ ამას – მარტივად მართავ შენს დროს, პროექტის მსვლელობას და ანაზღაურების ნაწილს.
ორივე შემთხვევაში რამდენიმეწლიანი მუშაობის გამოცდილების დაგროვების შემდეგ,შეგიძლია იმუშაო კონსულტანტად. ვებ კონსულტანტებს შეუძლიათ განსაზღვრონ პროდუქტის საჭიროება, შეიმუშაონ საჭირო ფუნქციონალების ნუსხა, სტრუქტურა და გარკვეული დროით განახორციელონ პროდუქტზე დაკვირვებები. კონსულტანტობა ძირითადად (ძლიერ?)კარგ ექსპეტიზას მოითხოვს, თუმცა კარგი და სტაბილური შემოსავალია, რესურსის ნაკლები დანახარჯით.
რომელი გზაც არ უნდა აირჩო, დანამდვილებით შეიძლება ითქვას,რომ დეველოპერის საქმიანობა მომავალში სულ იქნება აქტუალური და თუ ამ საქმეში კარგ ტექნიკური უნარებთან ერთად,ძლიერი ემოციური ინტელექტი და მაღალი სამუშაო ეთიკა გაქვს, აუცილებლად მიაღწევ დმაღალ ანაზღაურებას და თვითმაყოფილებას.
დეველოპერის პასუხისმგებლობები
მხოლოდ სკრიპტის წერა, რათქმაუნდა არ არის ერთადერთი პასუხისმგებლობა. შენი როლი, როგორც დეველოპერის შეიძლება მოიცავდეს სხვა ყველა ქვემოთჩამოთვლილი მოვალეობებს:
- დამკვეთებთან შეხვედრა: თუ დამოუკიდებლად მუშაობ, ან პატარა ორგანიზაციაში, შეიძლება მოგიწიოს დამკვეთებთან პირისპირ შეხვედრაც, იმისთვის რომ ზუსტად გაიგოთ მომხმარებლის საჭიროებები
- მომხმარებლის კვლევა: თუ კომპანიას უკვე გამოკვლეული აქვს მომხმარებლის საჭირეობები, აუცილებელია წაიკითხოთ და გაეცნოთ მას, სანამ პროექტის განხორცილებას დაიწყებთ
- სხვა კომპეტენციის გუნდებთან: შენ შესაძლოა მოგიწიოს ემუშაო UX დიზაინერებს, მონაცემთა ანალიტიკოსებს, პროექტის მენეჯერებს ან პროდუქტის დიზაინერებს იმისთვის, რომ პროდუქტი მომხმარებელზე და ბიზნეს საჭირეოებებზე მორგებული, ვიზუალურად დახვეწილი იყოს და სწორად ახდენდეს მონაცემების შეკრებას
- ხარისხის ტესტირება: ტესტირება დეველოპმენტის პროცესის დიდი ნაწილია. ტესტირება აუცილებელია, როგორც სატესტო ასევე რეალურ გარემოზე, სანამ პროდუქტი რეალურ აუდიტორიასთან მივა.
4 მთავარი თვისება დეველოპერისთვის
კარგმა პორტფოლიომ და HTML-ის ცოდნამ შეიძლება უკვე დაგაწყებინოს სამსახური, თუმცა თუ გარკვეული უნარ-ჩვევები არ გაქვს, გაგიჭირდება წინ წაწევა და ამ თვისებებს YouTube-ის ერთსაათიანი ტუტორიალით ნამდვილად ვერ ისწავლი.
შემდეგი უნარები ძალიან დაგეხმარება, რომ წარმატებული იყო შენს საქმეში. ზოგიერთი მათგანი შესაძლოა ბუნებრივადაც გაქვს, თუმცა თუ არა, შეგიძლია იმუშაო საკუთარ თავზე და განივითარო დეტალებზე ორიენტირებულობა, ლოგიკური პრობლემების გადაწყვეტა, შემოქმედებითი აზროვნება და კომუნიკაციების კარგი უნარები.
- დეტალებზე ორიენტირებულობა: ამ საქმეში ყველაზე პატარა შეცდომასაც კი შეუძლია გამოიწვიოს შეცდომა 404. პროგრამისტები რამდენიმეჯერ კითხულობენ საკუთარ დაწერილ კოდს, რომ დაიზღვიონ თავი შეცდომისგან. მნიშვნელოვანია მოთმინება, ფოკუსი და უნარი საკუთარ ნამუშევარს შეხედო კრიტიკულად.
- ლოგიკური აზროვნება: კოდირების ენები კონკრეტულ წესებზე და ლოგიკებზე დაფუძნებული. თუ ბუნებრივად გქვს უნარი ლოგიკურად შეხედო პრობლემებს, ეს აუცილებლად დაგეხმარება პროგრამირების ენების სწრაფად ათვისებაში. პრაქტიკაში შეძლებ სკრიპტების გაყოფას, გადალაგებას და შედეგების წინასწარმეტყველებას.
- კრეატიული აზროვნება: დეველოპერების მოვალებაა იპოვონ ყველაზე მოხერებული გადაწყვეტა მომხმარებლისთვის. ხშირად შესაძლოა დაგვჭირდეს ისეთი გზების პოვნა და გადაწყვეტების მოფიქრება, რომლებიც ყველაზე კარგ შედეგებს მოგვიტანენ.
- კომუნიკაციის უნარი: არ აქვს მნიშვნელობა მარტო მუშაობ თუ გუნდში, აუცილებლად დაგჭირდება იურთიერთო ჩართულ ადამიანებთან. აუცილებელია გვქონდეს მაღალი მიმღებლობა მოვისმინოთ და გავიგოთ დიზაინერის, კლიენტის, თუ სხვა გუნდსი წევრის ხედვა. ეს აუცილებლად დაგეხმარებათ უკეთესი შედეგის მიღწევაში.
ზრდის შესაძლებლობა და სფეროს ზრდის პროგნოზები:
დეველოპერი, რომელიც მოახერხებს რომ არამხოლოდ ტექნიკური,არამედ ლიდერობის უნარებიც განივითაროს, შესაძლოა გახდეს კომპანიის მთავარი დეველოპერი, ტექნიკური დირექტორი ან მთავარი ტექნიკური დირექტორი ე.წ. CTO.
რაც შეეხება პროგნოზებს ამ სფეროში – სამყაროს სჭირდება დეველოპერები! ამერიკის დასაქმების ბიუროს სტატისტიკის მიხედვით 2028 წლისთვის კიდევ 13%-ით გაზირდება ამ პროფესიაზე მოთხოვნა (რაც იმაზე მეტია ვიდრე სხვა დანარჩენი პროეფესიის საშუალო სტატისტიკური ზრდის პროგნოზი).
ამ საქმეში ყველაზე მიმზიდველი ის არის, რომ ამოუწურავია, ყოველთვის შეგიძლია იპოვო საინტერესო განვითარება და პროექტი – ყოველთვის შეიძლება გაიზარდო და არ მოგბეზრდეს ის, რასაც აკეთებ.
საიდან დავიწყოთ?
ზოგი თავიდანვე ირჩევს ამ პროფესიას და საბაკალავროზეც ამ მიმართულებით აბარებს. ასეთი ფაკულტეტები ფარავს პროგრამირების საწყისებს, ლოგიკებს და ა.შ. თუმცა, ამ პროფესიაში სულაც არ არის აუცილებელი დიპლომი, იმისთვის რომ წარმატებული იყო.
პოპულარულია ონლაინ ტუტორიალებიც, იმისთვის რომ უკეთ გაერკვე საკითხში და “ნიადაგი მოსინჯო” სანამ სწავლას დაიწყებ. პროგრამირების სწავლა საწყის ეტაპებზე შესაძლოა საკმაოდ დამღლელი და მოსაბეზრებელიც აღმოჩნდეს ცალმხრივად, ლაივ ჩართულობის გარეშე და კარიერის გაზრდაც ამ მიმართულებით ძალიან რთულია საწყის ეტაპზე ნასწავლი Java ან Python-ით. არსებობს ბევრი პროგრამირების კურსი, რომელიც დაგეხმარებათ როგორც საწყის ეტაპზე პროგრამირების, სხვადასხვა ენების და “ფრეიმვორქების” შესწავლაში. კურსებზე ინტერაქციით შეიძენთ კონტაქტებს სფეროს ექსპერტებთან.თავიდან მნიშვნელოვანია, თუნდაც დაბალი ანაზღაურებით დაიწყოთ სხვადსხვა პროექტებზე მუშაობა და პორტფოლიოს შექმნა.
FAQs – ხშირად დასმული კითხვები
- როგორ გავხდე დეველოპერი?
შეგიძლია დაიწყოთ საბაზისო კონცეპტებით: HTML, CSS და JavaScript. Კარგია, თუ გაეცნობი ისეთ რესურსებს და ხელსაწყობს, როგორიც არის Git, Stack Overflow და გამოიყენებ მაგალითად Bootstrap ბიბლიოთეკის მარტივი პროექტების ასაწყობად
- რა არის დეველოპერის საშუალო ხელფასი?
დეველოპერის საშუალო ხელფასი საქართველოში წელიწადში საშუალოდ 50,000 ლარია, ხოლო საზღვარგარეთ დეველოპერის (არა მენეჯერული როლის) $ 61,000 -დან $ 108,000-მდე – დამოკიდებულია სამუშაო გამოცდილებაზე.
არასდროს არის გვიანი ისწავლო ის, რაც გაინტერესებს!
upway.ge დაგეხმარება მიიღო კონსულტაცია სფეროს ექსპერტებთან და სწორად შეარჩიო კურსი.