როგორ მოვიგოთ 150 000? – რჩევები სტარტაპერებისთვის

დღევანდელი ბლოგი, განსაკუთრებით საინტერესო იქნება მათთვის, ვინც ახლა ქმნის ან უკვე შექმნა სტარტაპი.

 რა არის “ინვესტო”? -ეს არის საინვესტიციო-საკონსულტაციო კომპანია,  რომელიც 2018 წელს დავით ჩიხლაძემ დააარსა. დღევანდელ  დღემდე, ინვესტო  60 ზე მეტ სტარტაპს, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტის  მოპოვებაში, ხოლო 9 სტარტაპს 650 000 ლარიანი თანადაფინასების  გრანტის მოპოვებაში დაეხმარა.

 ეს არის პირველი კომპანია , რომელიც მთლიანად ფოკუსირებულია სტარტაპებზე და მათ შემდეგ სერვისებს სთავაზობს:

 

  • საინვესტიციო შეფასება.
  • ბიზნეს გეგმა.
  • საინვესტიციო წინადადების მომზადება.
  • Pitch Deck-ის მომზადება.

იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ თქვენი სტარტაპის განვითარებას გადავწყვიტეთ, გავსაუბრებოდით დავითს და ვთხოვეთ მისი გამოცდილება ჩვენი მკითხველისთვის გაეზიარებინა :

  1. რა მნიშვნელოვანი ფაქტორებია გასათვალისწინებელი სტარტაპის შექმნისას?

 სტარტაპის შექმნისას გასათვალისწინებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი. პირველ რიგში, სტარტაპს  უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული  მკაფიო ხედვა და მისია.  სტარტაპმა უნდა მოახდინოს იმ პრობლემის იდენტიფიცრება,რომლის გადაწყვეტასაც  ინოვაციური გზით აპირებს. უნდა განსაზღვროს  რამდენად დიდი არის ეს პრობლემა. 

პრობლემის იდენტიფიცირების და მისი სიდიდის გაზომვის შემდეგ სტარტაპისთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ეფექტური გუნდის ჩამოყალიბება. გუნდის კომპეტენცია და გამოცდილება უნდა იყოს დივერსიფიცრებული, რომელიც აუცილებლად უნდა მოიცავდეს შემდეგ მიმართულებებს : 

  • ბიზნესის განვითარების გუნდი  – გუნდის ეს ნაწილი პასუხისმგებელი იქნება სტარტაპის განვითარების სტრატეგიის შექმნაზე. შექმნას სტარტაპის ბიზნეს მოდელი და კომერციალიზაციის ეფექტური სტრატეგია. 
  • დეველოპერული გუნდი  – გუნდის ეს ნაწილი პასუხმგებელია შექმნას სტარტაპის  ტექნიკური დავალება და მის საფუძველზე პლატფორმის / აპლიკაციის MVP ვერსია. 
  • მარკეტინგის გუნდი – გუნდის ეს ნაწილი პასუხისმგებელი იქნება შექმნას სტარტაპის ბრენდი, შექმნას  მარკეტინგული სტრატეგიები ადგილობრივ და გლობალურ ბაზარზე ოპერირებისათვის. 

მას შემდეგ ,როცა მოხდება გუნდის ფორმირება, უმნიშვნელოვანესია სტარტაპმა შექმნას დეტალური ბიზნეს გეგმა,  რომელიც ასახავს სტარტაპის მიზნებსა და სტრატეგიებს. ბაზრისა  და კონკურენტების დეტალურ  ანალიზს. ბიზნეს გეგმა უნდა მოიცავდეს 5 წლიან დეტალურ ფინანსურ მოდელს და სტარტაპის საინვესტიციო შეფასებას, რომელიც უნდა პასუხობდეს  2 მნიშვნელოვან კითხვას. რა რაოდენობის ინვესტიცია არის საჭირო პირველი საინვესტიციო რაუნდისთვის და რამდენს შეადგენს სტარტაპის ღირებულება პირველ საინვესტიციო რაუნდზე. 

 

  1. როგორ უნდა მოვამზადოთ სტარტაპი ინვესტიციებისთვის?

 პირველ რიგში, სტარტაპს უნდა ჰქონდეს შექმნილი   დეტალური ბიზნეს გეგმა, რომელიც უნდა შედგებოდეს შემდეგი კომპონენტებისგან : 

  • სტარტაპის იდეის მოკლე აღწერა
  •  სტარტაპის დეტალური აღწერა –  რომელიც უნდა მოიცავდეს ინდუსტრიის ანალიზს, სტარტაპის აღწერას და მის მიზნებსა და გეგმებს. 
  • პროდუქტი და სერვისები – უნდა მოიცავდეს სტარტაპის პროდუქტის / სერვისების დეტალურ აღწერას, რატომ არის პროდუქტი / სერვისი ინოვაციური და რაში მდგომარეობს მისი კონკურენტული უპირატესობა.
  • ბაზარი – უნდა მოიცავდეს ინფორმაციას თუ რამდენს შეადგენს მთლიანი ბაზრის ზომა, ასათვისებელი ბაზრის ზომა და ათვისებადი ბაზრის ზომა. ასევე უნდა მოიცავდეს დეტალურ ინფორმაციას კონკურენტების შესახებ. 
  • მარკეტინგული და გაყიდვების სტრატეგია – უნდა მოიცავდეს ინფორმაციას თუ როგორ აპირებს სტარტაპი თავისი პროდუქტის / სერვისის კომერციალიზაციას. როგორი არის სტარტაპის ბიზნეს მოდელი. როგორი არის მისი გაყიდვების სტრატეგია. როგორი არის მისი მარკეტინგული სტრატეგია ადგილობრივ და გლობალურ ბაზრებზე. 
  • გუნდი – უნდა მოიცავდეს ინფორმაციას სტარტაპის მმართველი გუნდის შესახებ, ვინ არიან სტარტაპის თანადამფუძნებლები, რა გამოცდილება გააჩნიათ, როგორი არის ორგანიზაციული სტრუქტურა. როგორ არის გადანწილებული წილები თანადამფუძნებლებს შორის. 
  • ფინანასები – უნდა მოიცავდეს ინფორმციას სტარტაპის 5 წლიანი ფინანსური მოდელის შესახებ.

ბიზნეს გეგმის შემდეგ ინვესტორებისთვის წარსადგენი მნიშვნელოვანი დოკუმენტი არის სტარტაპის საინვესტიციო წინადადება და სტარტაპის შეფასების დოკუმენტი. 

სტარტაპის საინვესტიციო წინადადება მოიცავს შემდეგ კომპონენტებს : 

  • პირველ საინვესტიციო რაუნდზე მოთხოვნილი ინვესტიციის დეტალური ჩაშლა.
  • სტარტაპის ღირებულება 
  • საინვესტიციო შეთავაზება, წილი სტარტაპში ,რომელსაც სტარტაპი სთავაზობს ინვესტორს კონკრეტული ინვესტიციის სანაცვლოდ. 

სტარტაპის შეფასება შედგება დოკუმენტისგან ,რომელიც მოიცავს : სტარტაპის ღირებულების განსაზღვრას რაოდენობრივი და ხარისოხბირივი მეთოდოლოგიის გამოყენებით,რომელიც გამოიყენება სტარტაპის შეფასებაში. 

შემდეგი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რაც საჭიროა ინვესტორებთან წარსადგენად არის საინვესტიციო პრეზენტაცია  – Investment Pitch Deck, რომელიც შედგება შემდეგი კომპონენტებისგან : 

  • სტარტაპის მოკლე აღწერა 
    • პრობლემების აღწერა 
  • პრობლემების გადაწყვეტის აღწერა 
    • პროდუქტის / სერვისის აღწერა 
  • ბაზრის ანალიზი 
  • კონკურენტების ანალიზი 
  • ბიზნეს მოდელის აღწერა 
  • გუნდი
  • ფინანსები 
  • საინვესტიციო შეთავაზება 

 

3.როგორ უნდა განისაზღვროს  სტარტაპისთვის სწორი ინვესტორი?

 სტარტაპებისთვის , განსაკუთრებით ადრეულ განვითარების ეტაპზე მყოფი სტარტაპებისთვის მნიშვნელოვანია მოიზიდოს სტრატეგიული ინვესტორი, რომელიც მოახდენს როგორც ფულად ასევე არაფულად კონტრიბუციას სტარტაპში. სტარტაპს დაეხმარება: იდეის სწორად ფორმირებაში, ეფექტური ბიზნეს მოდელის ჩამოყალიბებაში და აქტიურ რჩევებს გაუწევს დეველოპმენტის, ბიზნესის განვითარების მიმართულებით. სწორედ შერჩეული პირველი ინვესტორი  უმნიშვნელოვანესი ფაქტორია სტარტაპის გრძელვადიანი განვითარებისთვის, რადგან როგორც წესი პირველი სტრატეგიული ინვესტორის შემოყვანის დროს სტარტაპის ღირებულება 10 ჯერ უფრო სწრაფად იზრდება ვიდრე ისეთი ინვესტორის შემოყავნის დროს, რომელიც არ ერთვება სტარტაპის განვითარების პროცესში. 

  1. რამდენად დიდ გავლენას ახდენს სწორად შერჩეული გუნდი სტარტაპის წამარმატებაზე?

ნებისმიერი სტარტაპის წარმატებისთვის დამფუძნებელი გუნდი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ხშირად უფრო მნიშვნელოვანიც კი, ვიდრე – პროდუქტი / სერვისი. ეს კი იმიტომ, რომ სტარტაპის წარმატება, დიდწილად, საჭირო ცოდნითა და გამოცდილებითაა განპირობებული. სტარტაპების უმრავლესობა მარცხს განიცდის არა პროდუქტის / სერვისის  გამო, არამედ არასწორი გუნდის ფორმირებით. ინვესტორებიც და მათ შორის წამყვანი აქსელერატორებიც, მაგალითად Y combinator-ი პირველ რიგში ყურადღებას აქცევს  გუნდს, თუ რამდენადაა შეკრული. მნიშვნელოვანია, რომ თანადამფუძნებლები იყვნენ ერთმანეთისადმი მეგობრულად განწყობილი და არ აღიქვამდნენ ერთმანეთს კონკურენტებად. სწორედ ამიტომ სტარტაპმა  გუნდში უნდა შემოიერთოს  ისეთი ადამიანები, ვისაც აქვთ გამოცდილება, ცოდნა და ემოციური ინტელექტი.

  1. სამი მთავარი ნიშანი რითაც შეიძლება სტარტაპი იყოს სხვებისგან გამორჩეული

  • მკაფიო და კარგად განსაზღვრული ბიზნეს მოდელი: სტარტაპს უნდა ჰქონდეს მკაფიო და კარგად განსაზღვრული ბიზნეს მოდელი, რომელიც ასახავს იმას, თუ როგორ გამოიმუშავებს ფულს და როგორ გაიზრდება.
  • ძლიერი გუნდი: სტარტაპს უნდა ჰყავდეს გამოცდილი პროფესიონალების ძლიერი გუნდი.
  • უნიკალური პროდუქტი / სერვისი: სტარტაპს უნდა ჰქონდეს უნიკალური პროდუქტი ან სერვისი, რომელიც განასხვავებს მას იმავე სექტორის სხვა სტარტაპებისგან. 

ინვესტოს კურსი „ინვესტიციების მოზიდვა სტარტაპებისთვის“ შეგიძლიათ ჩვენს საიტზე იხილოთ.

აფვეისთვის მთავარი მიზანია, წვლილი შეიტანოს ნებისმიერი მომხმარებლის თუ მათი კომპანიის წინსვლაში, დიდი იმედი გვაქვს, ეს ბლოგი საინტერესო იყო და გამოგადგებათ ზრდასა და თვითგანვითარებაში!

 

upway.ge
Logo
რეგისტრაცია
Compare items
  • Total (0)
Compare
კალათა