რჩვები: როგორ შევქმნათ უკეთესი სივრცე სწავლისთვის

დღევანდელი ბლოგი, განსაკუთრებით საინტერესო იქნება მათთვის, ვინც სწავლა უკვე დაიწყო ან უახლოეს მომვალში იწყებს. გარდა იმისა, რომ სწორად აირჩიო თუ რისი სწავლა გინდა, აუცილებელია იცოდე, თუ როგორ უნდა მოაწყო სივრცე, იმისათვის, რომ სწავლების პროცესი უფრო ეფექტური გახდეს.

 

1.იპოვე სივრცე, რომელშიც ყურადღება არ გაგეფანტება.

ყველა ადამიანისთვის სასწავლო სივრცე განსხვავდება. ზოგ ადამიანს სრულ სიჩუმეში უყვარს მეცადინეობა, ზოგს გადატვირთულ სივრცეში ( საერთო სამუშაო სივრცე, კაფე და სხვა) თუმცა სახლს გარეთ მეცადინეობა ყოველთვის კარგი იდეა არაა, უმჯობესია სამეცადინო კუთხე სახლში მოიწყო. მაქსიმალურად მშვიდ ადგილას, რათა არ გაგეფანტოს ყურადღება. კარგი იქნება თუ გამორთავ ტელევიზორს, ტელეფონს ხმას დაუწევ, არ მოუსმენ მუსიკას და მთლიანად დავალებაზე კონცენტრირდები. სრულ სიჩუმეში მეცადინეობა გაცილებით პროდუქტიულია.

2.იზრუნე, რომ შენი სასწავლო სივრცე გახდეს კომფორტული.

ის თუ რამდენად კომფორტულია შენი სამეცადინო სივრცე, დიდ გავლენას ახდენს სწავლის შედეგზე. შეიძლება კომფორტულ სივრცედ წარმოიდგინო, საწოლი ან რბილი სავარძელი, თუმცა არა. მაგიდასთან მუშაობა ბევრად უკეთესია, გონება ნაკლებად დუნდება და მეტად ორიენტირებულია საქმეზე. ასევე უნდა გაითვალისწინო, რომ სივრცეში ძალიან არ ცხელოდეს/ციოდეს რადგან ესეც მოქმედებს შენს გონებაზე, თუ სადმე ახლოს შინაური ცხოვრელიც გეყოლება, ასე შენი სასწავლო სივრცე ემოციურადაც კომფორტული გახდება და სწავლაშიც კომპანიონს შეიძენ.

3.დარწმუნდი რომ საკმარისი სივრცე გაქვს.

იმისათვის, რომ ეფექტურად სწავლა შეძლო, აუცილებელია სივრცე ხელს გიწყობდეს, თუ სწავლისას: ლეპტოპი , ჩანაწერების წიგნაკი, წიგნები ან სამივე ერთად გჭირდება, აუცილებლად უნდა გქონდეს საკმარისი ადგილი.

4.ყურადღება მიაქციე განათებას.

მათ, ვისაც სწავლა დღის პირველ ნახევარში გირჩევნიათ, ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენ სამუშაო მაგიდას ხვდებოდეს ბუნებრივი შუქი. დადგით მაგიდა ფანჯარასთან ახლოს, ასე სწავლის პროცესთან ერთად მზის სხივებით და სუფთა  ჰაერით ისიამოვნებთ.

მათთვის კი, ვინც საღამოს ამჯობინებთ სწავლას და განსაკუთრებით დიდი დროის გატარება გიწევთ ეკრანთან, აუცილებელია ხელოვნური განათება გამოიყენოთ, რომ არ დაიზიანოთ მხედველობა.

5.შექმენი პერსონალური სივრცე.

იმისათვის, რომ შენი სასწავლო სივრცე, არ იყოს მოსაწყენი, აქციე ის შენ კომფორტის ზონად, შეგიძლია ხალიჩა დაიმატო მეტი სიმყუდროვისთვის, კედელზე ნამუშევარი ან ცხრილი ჩამოკიდო, მაგიდაზე მოათავსო: მცენარე, საათი ან ნებისმიერი ნივთი რომელიც გიყვარს. 

სწავლის პროცესი, გარდა ეფექტურისა, შთამაგონებელიც უნდა იყოს, ამიტომ აუცილებლად გაითვალისწინე, მთავარი სივრცის მოწყობისას ისაა, აქციო შენი სასწავლო კუთხე –  “შენად”. ვინაიდან მხოლოდ შენ იცი, თუ რა გაგიადვილებს სწავლების პროცესს.

გარდა რჩევებისა, შენთვის საინტერესო შეთავაზებაც გვაქვს, აფვეისა და თიბისის თანამშრომლობის ფარგლებში, VISA/MASTERCARD მოსწავლე/სტუდენტის ბარათების მფლობელებს, შესაძლებლობა აქვთ 1 ოქტომბრიდან 30 ოქტმბრის ჩათვლით, აირჩიონ ნებისმიერი სასწავლო კურსი upway.ge – ზე და მომენტალურად დაიბრუნონ თანხის 30 %, მაქსიმუმ 100 ლარი.

არ გადადო, გამოიყენე რჩევები, შექმენი უკეთესი სივრცე სწავლისთვის და გადადგი კიდევ ერთი ნაბიჯი წინ.
აფვეი  გისურვებთ სასიამოვნო სასწავლო წელს.

upway.ge
Logo
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
Compare items
  • Total (0)
Compare
კალათა