Სწავლის უნარი სწავლებადია – Რამდენიმე გზა თუ როგორ ვისწავლოთ უკეთ

Სწავლის უნარი სწავლებადია

Რამდენიმე გზა თუ როგორ ვისწავლოთ უკეთ

აფვეი-ში გვჯერა, რომ სწავლა ყველას, ნებისმიერ ასაკში, სასურველი ნებისმიერი მიმართულებით  შეუძლია – მათაც კი, ვისაც ჯერა, რომ სწავლა დიდად არ უყვართ, აღარ უყვართ ან ჰგონიათ, რომ არც არასდროს ჰქონდათ ამის ნიჭი და არ გამოსდიოდათ.

Სწორედ იმიტომ, რომ ადამიანებს სწავლის ნიჭის გენეტიკურობის სჯერათ და იმის, რომ ეს მათგან დამოუკიდებლად ხდება, თავს დიდად არ იწუხებენ ამ უნარის განვითარებით. ყველაფერს გენეტიკას აბრალებენ ან უბრალოდ ფიქრობენ, რომ მისი გამომუშავება ბუნებრივად ხდება და რამე კონკრეტულ სტრატეგიას და ძალისხმევას არ მოითხოვს.

უფრო და უფრო მეტ მკვლევარს სჯერა იმის, რომ სწავლის უნარი შეძენილია და ამ უნარით არ ადამიანები არ იბადებიან. Სწორი სტრატეგიით და მიზანმიმართული ტაქტიკით, ჩვენ ყველას, ნებისმიერ ასაკში შეგვიძლია ვისწავლოთ უფრო სწრაფად და უკეთ, გამოვიმუშაოთ სწავლის უნარი, ისე რომ ეს არა მოსაბეზრებელი რუტინა, არამედ საინტერესო და ნაყოფიერი პროცესი გახდეს.

ერთ საინტერესო მაგალითს გაგიზიარებთ, რომელიც დაგარწმუნებთ,რომ ხშირად იმ ადამიანებს, რომლებსაც სწავლის უნარი გამომუშავებული აქვთ შესაძლებელია უკეთესი პერფორმანსი ჰქონდეთ, ვიდრე მათ ვინც უბრალოდ “ნიჭიერია მაგრამ ზარმაცი” – ანუ თანდაყოლილი უნარი აქვს, რომლის განვითარებაზეც არასდროს უმუშავია. Მარლკელ ვენმანმა დაამტკიცა, რომ ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს “წვრთნიან” ბევრად კარგ შედეგებს აღწევენ სწავლის პროცესში, ვიდრე ისინი ვისაც მაღალი IQ აქვთ. Მისი კვლევის მიხედვით სწავლის შესწავლა, 15% -ით მეტ შედეგს იძლევა ვიდრე თანდაყოლილი ინტელექტი. კვლევაზე დაყრდნობით, გიზიარებთ რამდენიმე რჩევას, როგორ შეიძინოთ სწავლის უნარები:


დასახე მიზნები

ეფექტური სწავლა, რაღაც კუთხით პროექტ მენეჯმენტს გავს. თუ გვინდა, რომ შედეგებს მივაღწიოთ პირველ რიგში მიღწევადი, რეალისტური მიზნები უნდა დავსახოთ. შემდეგ კი უკვე სტრატეგია დავისახოთ – თუ როგორ ვაღწევთ ამ მიზნებს.

მიზნების დასახვა შედეგის აღქმაში  გვეხმარება – გვპასუხობს კითხვაზე გვაქვს თუ არა პროგრესი. Სტარტეგიული მიდგომა სწავლაში, გვეხმარება დავძლიოთ “თვითგვემის” შეგრძნება: საკმარისად კარგად ვაკეთებ? გავფეილდები(ე.ი გამომივა თუ ჩავიჭრები)? Რამე სხვას ხომ არ უნდა ვაკეთებდე?

Მაშინ, როდისაც საკუთარი თავის კრიტიკული შეფასება ნორმალურია და აუცილებელიც, სტენფორდის ფსიქოლოგი, ალბერტ ბანდურა, ამბობს რომ მსგავსი ტიპის ნეგატიური განწყობა ადამიანებს ხელს უშლით ახლის სწავლაში. გარდა ამისა, ჩვენ ბევრად უფრო ჩართულები ვართ, როცა გვაქვს გეგმა რეალისტური და გაზომვადი  მიზნებით. 

კვლევამაც დაადასტურა, რომ ადამიანებს ცხადი გეგმებით, უკეთესი შედეგების მიღწევა შეუძლიათ, ვიდრე მათ ვინც უბრალოდ უნდათ, რომ “უკეთესები იყვნენ” ან “უკეთესად გააკეთონ რამე”.  ესეც, ერთგვარი მენეჯმენტია. 


იფიქრე ფიქრის პროცესზე

ეტაკოგნიცია სწავლის ნიჭის განვითარების საკვანძო კომპონენტია. ფსიქოლოგები მეტაკოგნიციას განმანტავენ, როგორც “ფიქრზე ფიქრს” და უფრო, თუ ჩავუღრმავდებით მეტაკოგნიცია სწავლობს იმას თუ როგორ ვიცით, ის რაც ვიცით. Მაგალითად: საიდან მომივიდა ის იდეა რაც მომივიდა? Როგორ ვუხსნი ჩემს ნაფირს მეგობარს? Რა ინფორმაციამ/ცოდნამ მომცა საფუძველი მეფიქრა რამე კონკრეტულზე? 

Მეტაკოგნიცია კარგად აქვთ განვითარებული იმ ადამიანებს, რომლებიც სწავლის პროცესს აკვირდებიან. Მეტაკოგნიცია ანუ “ფიქრის პროცესზე ფიქრი” სწავლისას გვეხმარება მივხვდეთ რამე კონკრეტულ უნარს ვიძენთ სწავლის დროს თუ არა – ანუ ნამდვილად გვესმის და შევიმეცნებთ, თუ უბრალოდ “ვიზეპირებთ” და არ ვვითარდებით.


Რეფლექსია სწავლზე

Სწავლაში არის რაღაც ურთიერთგამომრიცხავი. Მაგალითად ხშირად, გვიან ვხვდებით რამე ვისწავლეთ თუ ვერ, ისევე როგორც ხშირად ხდება, როცა  პრობლემიდან სხვანაირ და უკეთეს გამოსავალს პრობლემის გადაჭრის შემდეგ ვხვდებით ან კამათის დროს არგუმენტი, რომელიც კარგი იქნებოდა გამოგვეყენებინა, შეიძლება დიდი ხნის შემდეგ, ჭურჭლის რეცხვის ან შხაპის მიღებისას გაგვახსენდეს, როცა ამ საკითხზე ვფქირობთ.

Რომ შევაჯამოთ, სწავლაც ასეა და ნასწავლის გააზრება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

აქვე, მნიშვნელონი რჩევა – კარგი ძილი 50%-ით ამცირებს რამის “შესწავლის დროს”. სტრესი და ძილის ნაკლებობა კი პირიქით, ქმნის ბარიერს და ხელს გვიშლის შესწავლის პროცესში  – მნიშვნელოვანია ჩვენი გონება იყოს დასვენებული იმისთვის რომ მოვახდინოთ რეფლექსია და მიღებული ინფორმაციის გააზრება და მისი ცოდნად გარდაქმნა.

საბოლოოდ კი კარგი ამბავი ის არის, რომ სწავლის უანრის განვითარება არასდროს არ არის გვიანი. Სწრაფად სწავლის უნარი ყველას შეუძლია გამოიმუშაოს და ამისთვის არ არის აუცილებელი უმაღლესი IQ.

მიზნების განსაზღვრა, ფიქრი ფიქრის პრიცესზე და სწავლაზე რეფლექია ეს ის ხერხებია, რომელიც უკეთეს მსწავლელად გვაქცევს და შესამისად საკუთარი თავის უკეთეს ვერსიად.

 

წყარო: Harvard Business Review

upway.ge
Logo
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
Compare items
  • Total (0)
Compare
კალათა