
აფვეი, როგორც კურსების ყველაზე მრავალფეროვანი და სანდო პლატფორმა, მომხმარებლის საჭიროებებსა და სურვილებზე ორიენტირებული კომპანიაა. აფვეი მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს მოთხოვნად, საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებულ კურსებს და ზრუნავს მათ ხელმისაწვდომობაზე. კურსების განსაკუთრებულ ფასად პოვნა კი, მარტივად არის შესაძლებელი აფვეის ფასდაკლების კატეგორიაში.
დღევანდელ ბლოგში, სწორედ ამ კატეგორიიდან 10 კურსის შესახებ გიამბობთ.
კორპორატიული გაყიდვები, Smart academy, 16%-იანი ფასდაკლება
კორპორატიული გაყიდვების კურსის მიზანია დაინტერესებულ პირებს მისცეს პრაქტიკული ცოდნა გაყიდვების მართვის შესახებ, რაც გულისხმობს გაყიდვების მართვის პრინციპების დამოუკიდებლად და ჯგუფურად განხორციელებას. კურსის ფარგლებში თქვენ გაეცნობით: ძირითადი მომხმარებლის ტიპებს, მათ მახასიათებლებს და მათთან მოლაპარაკების სხვადასხვა მოდელს.
ღონისძიებები, PR და გაყიდვები პრაქტიკაში, Smart academy, -20%-იანი ფასდაკლება
PR პრაქტიკაში კურსის მიზანია მსმენელებმა ისწავლონ PR-ის პრაქტიკაში გამოყენება, გაიგონ სწორი საკომუნიკაციო ენის მნიშვნელობა, მედიასთან ურთიერთობისა და აუდიტორიასთან მუშაობის წესები, ისწავლონ რეპუტაციის მართვის პრაქტიკული ინსტრუმენტების ფლობა, ამბის ეფექტურად თხრობა, კრიზისების პრევენცია, მათი მართვა და ა. შ.
კორეული ენის კურსი, ინჰუა, -10%-იანი ფასდაკლება
“Yinghua • 樱花 • ინჰუა” ენებისა და კულტურის აკადემიის ძირითადი მიმართულება არის აზია და აღმოსავლური ენები: ჩინური, კორეული,იაპონური, არაბული, თურქული, ჰინდი, ტაილანდური და ა.შ. თუმცა ინჰუაში შესაძლებელია ნებისმიერი სხვა ენის შესწავლაც: გერმანული, ინგლისური,რუსული,ფრანგული, ესპანური, ძველი ბერძნული და სხვა. ინჰუა ორიენტირებულია არა მხოლოდ ენების სწავლებაზე, არამედ სტუდენტისთვის მსოფლიო კულტურების გაცნობაზე, გაცვლით პროგრამებზე, სასწავლო სტიპენდიებზე, ჩვენივე სტუდენტების დასაქმებაზე.
Agile HR, Agile academy, -20%-იანი ფასდაკლება
ტრენინგ კურსი მოგცემთ საშუალებას გაერკვიოთ ეჯაილ მიდგომებში და პოპულარულ ჩარჩოებში. შეისწავლით არსებული პროცესების გაუმჯობესებისათვის საჭირო მოქნილ მეთოდებსა და პრაქტიკებს. ტრენინგ კურსი აგებულია Agile HR Certified Professional და Agility in HR by Management 3.0 მასალების გამოყენებით.
ინტერიერის დიზაინი, Smart fish academy, -20%-იანი ფასდაკლება
კურსის მთავარი მიზანია სტუდენტებისთვის იმ საბაზისო ცოდნის გაზიარება, რომელიც დაეხმარება მათ საკუთარი იდეეების განხორციელებაში.
კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტი დამოუკიდებლად შეძლებს სხვადასხვა სირთულის რენდერის შექმნას, ისწავლის ARCHICAD – ისა და AUTODESK 3DS MAX – ხელსაწყოებს, გაეცნობა ინდუსტრიაში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებს.
Python, Academy of digital industries, -20%-იანი ფასდაკლება
კურსი შედგება 12 ლექციისაგან, სადაც გაივლით შემდეგ თემებს:
მონაცემთა ტიპები, პირობითი ოპერატორები და ციკლები, Data Structures (მონაცემთა სტრუქტურები), ფუნქციები და კოდის წერის თანამედროვე სტანდარტები, ფაილებთან მუშაობა და შესავალი ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამებაში, encapsulation, Polymorphism, Inheritance, პითონი ვებში | Django Framework -ის მიმოხილვა, Django და სხვა.
Product Owner, Academy of Digital industries, -20%-იანი ფასდაკლება
კურსის მიზანია, დაეხმაროს მონაწილეებს: ეფექტურად შეასრულონ Agile მეთოდოლოგიის მიხედვით Product Owner-ის როლი სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციაში. დაეუფლონ Product Owner-ისთვის აუცილებელ პრაქტიკულ უნარებს. გაიღრმავონ შესაბამისი თეორიული ცოდნა და გამოიყენონ ბაზარზე არსებული საუკეთესო პლატფორმები მუშაობის პროცესში, უკეთესად წარმოაჩინონ საკუთარი უნარები და გამოცდილება Product Owner-ის შერჩევის პროცესში საქართველოს და საერთაშორისო ბაზარზე.
ციფრული მარკეტინგი ბიზნესის მმართველებისა და სტარტაპერებისთვის, Ivaknows, -15%-იანი ფასდაკლება
კურსის მთავარი მიზანია ბიზნესის მფლობელებსა და სტარტაპერებს მისცეს ამომწურავი და სრული ცოდნა მარკეტინგისა და ბრენდინგის საფუძვლებში არსებულ ციფრულ მარკეტინგულ არხებსა და ხელსაწყოებზე, რადგან მათ თავად შეძლონ კომპანიის ციფრული აქტივობების დაგეგმარება და მართვა. ყველაზე მთავარი, კურსზე მიღებული ცოდნით შეძლებთ დაზოგოთ მარკეტინგული ხარჯები და გაზარდოთ სარეკლამო ბიუჯეტი.
დროის მენეჯმენტი, BPN Georgia, -20%-იანი ფასდაკლება
სემინარზე თქვენ შეძლებთ საკუთარი მუშაობის მეთოდის გაანალიზებას და მის ოპტიმიზაციას, პრიორიტეტების განსაზღვრას და დროის ქურდებთან გამკლავებას. თქვენ ისწავლით დროის დაგეგმვას კლასიკური დროის წიგნაკის ან მაგალითად Microsoft Outlook-ის საშუალებით. თქვენ მიეჩვევით დაგეგმვის პროცესს და გაგიჩნდებათ არაერთი პრაქტიკული იდეა, როგორ შეასრულოთ დავალებები უფრო სწრაფად და ეფექტიანად. სემინარის ფარგლებში საშუალება გექნებათ შეიმუშაოთ დროის დაგეგმვის, დავალებების შესრულების და ხელისშემშლელ ფაქტორებთან გამკლავების ინდივიდუალური სტრატეგია.
Profennional Scrum Master(English), Agile Academy, -20%-იანი ფასდაკლება
Professional Scrum Master™ (PSM) არის ინტერაქტიული, აქტივობაზე დაფუძნებული კურსი, სადაც სტუდენტები გაეცნობიან Professional Scrum-სა და Scrum Master-ის როლს. დისკუსიებითა და სავარჯიშოებით სტუდენტები იღრმავებენ ცოდნას Scrum-ის ძირითადი პრინციპებისა და Agile აზროვნების შესახებ. სწავლებისას განიხილება წარმატებული Scrum გუნდები და მათი გამოყენებული პრაქტიკები.
არ გადადო, განაგრძე თვითგანვითარება. რაც არუნდა გაინტერესებდეს, აფვეიზე ყველაფერს იპოვი.