Upway.ge-ს ერთწლიანი თავგადასავალი

Upway.ge 1 წლისაა – მოასწარი და ისარგებლე შეთავაზებებით

აფვეი კურსების პლატფორმაა, სადაც თვითგანვითარების მსურველებს, მათ ინტერესზე მორგებული ონლაინ თუ ფიზიკური კურსების შერჩევა,  6 ძირითად კატეგორიაში შეუძლია.

თებერვალი აფვეის თვეა, რადგან სწორედ 1 წლის წინ, პლატფორმა უკვე ოფიციალურად გაეშვა და ამ დროის განმავლობაში, რთული და ძალიან საინტერესო გზა გაიარა. 

დაბადების დღის კვირეულის განსაკუთრებული შეთავაზება – 15% -იანი ფასდაკლება ყველა კურსზე, 10 თებერვლის ჩათვლით გრძელდება(გამოიყენე პრომოკოდი: upway1).

 

აფვეის გუნდმა 200 000-მდე სტუმარს უმასპინძლა. Მომხმარებლებთან ერთად, მომხმარებლებისთვის, გუნდი პლატფორმის მუდმივი განვითარების პროცესს განაგრძობს.

 

Როგორ დაიწყო ყველაფერი?

აფვეის ისტორია 2020 წელს, 3 მეგობრის თვითგანვითარების სურვილით დაიწყო – მარიშა გოგოლაური, მარიამ აბულაძე და მარიამ ცანავა, წლების განმავლობაში კომპანიაში ერთად მუშაობდნენ და ხშირად განიხილავდნენ, როგორი რთული იყო, ეპოვათ სივრცე, სადაც ყველა საინტერესო საგანმანათლებლო კურსი თუ პროგრამა, ერთად იქნებოდა თავმოყრილი.

იდეა ყოველთვის ამართლებს, როცა ის პრობლემის გადაჭრის გზებს იძლევა. თუმცა თავიდან, პირადი საჭიროებებიდან გამომდინარე იდეას, სერიოზულად არ აღიქვამდნენ. დროთა განმავლობაში კი გამოიკვეთა, რომ ინფორმაციული დეფიციტი და კურსების მარტივად ძიების პრობლემა, სხვებისთვისაც სირთულეს წარმოადგენდა. ბევრი ფიქრის შემდეგ, შინაგანი რწმენის და ბაზრის საჭიროების გამო, პლატფორმაზე მუშაობა დაიწყეს. ასე შეიქმნა Upway.ge – პლატფორმა, სადაც ყველაფერს აღმოაჩენ, რისი სწავლაც ან განვითარებაც გინდა.

 

Სტარტაპ დეკრეტი

გუნდის პირველი წარმატება თიბისი ბანკის პროექტს, სტარტაპ დეკრეტს უკავშირდება.

სტარტაპ დეკრეტი 2018 წელს შეიქმნა და მისი მიზანი, როგორც თიბისის თანამშრომლების, ასევე ზოგადად, მეწარმეობის ხელშეწყობა და ინოვაციური იდეების მხარდაჭერაა. 

პროექტის ფარგლებში საუკეთესო სტარტაპ იდეის მქონე თანამშრომლებს საკუთარი მიზნის მისაღწევად თიბისიში 6-თვიან ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება ეძლევათ. სწორედ ამ პროექტის მონაწილე გახდა Upway და მალევე 30 გუნდს შორის გამარჯვებაც მოიპოვა. 

 

Upway - როგორ იქცა სტარტაპ დეკრეტის გამარჯვებული პროექტი დიდ საგანმანათლებლო პლატფორმად

Upway.ge

სტარტაპ დეკრეტში გამარჯვების შემდეგ მალევე, პლატფორმა ლაივ რეჟიმში გაეშვა, რომელმაც საუკეთესო სკოლები და სხვადასხვა მიმართულების 400 ონლაინ და ფიზიკური კურსი, ერთ სივრცეში გააერთიანა.

აფვეის გუნდის დაკვირვებით, ხშირად ადამიანებს განვითარების გზაზე კომპეტენტური მრჩეველი სჭირდებათ. დაკვირვების და მომხმარებლებთან ჩატარებული მინი-კვლევებზე დაყრდნობით, საფუძველი ჩაეყარა აფვეის მენტორების პროგრამას, რომლის ფარგლებშიც  30-მდე პროფესიონალი მენტორი, დაინტერესებულ ადამიანებს, კურსის და მიმართულების არჩევასა და გავითარების გეგმის შედგენაში ეხმარებიან. 

 

150 000 ლარიანი გრანტი

2022 წლის დეკემბერში, აფვეის იდეამ, ჯიტას 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამაშიც გაიმარჯვა, რამაც პლატფორმის განვითარების გეგმები ახალ და გაცილებით მასშტაბურ ეტაპზე გადაიყვანა.

Upway.ge-ს გეგმები 

2023 წელს, აფვეი მომხმარებლებს ბევრი საინტერესო კურსის დამატებას, თვითგანვითარების ხელშემწყობ ღონისძიებას და მენტორობის ახალ შესაძლებლობას შესთავაზებს.

 

“გვჯერა, რომ Upway იქნება ადგილი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ, ცხოვრებაში ახალი რაღაცები აკეთონ, ისწავლონ, იყვნენ წარმატებულები. სტარტაპი ყოველთვის იქნება თვიგანვითარების მსურველი ადამიანების გვერდით და მათთვის არაერთ საინტერესო, ლოკალურად რელევანტურ  პროდუქტს შექმნის. არ გადადო თვითგანვითარება.” – Upway.ge-ს გუნდი.

 

upway.ge
Logo
რეგისტრაცია
Compare items
  • Total (0)
Compare
კალათა