upway X სტუდია ” ფალიაშვილის 62ა ” – არ გადადო თვითგანვითარება

აფვეის, როგორც თვითგანვითარების სივრცეს, დასახული იდეის, დაეხმაროს ადამიანს აღმოაჩინოს მისი ძირითადი უნარები, დაისახოს მიზნები, იპოვნოს თვითგანვითარების საშუალებები და აიმაღლოს მოტივაცია, საზაფხულოდ შენთვის ერთი მთავარი სათქმელი და მისია აქვს – არ გადადო, ის რისი გაკეთებაც ახლავე შეგიძლია. 

აფვეიზე წამყვანი სკოლების, 300-მდე კურსის პოვნაა შესაძლებელი. მომხმარებლებს სასურველი კურსების პოვნა , ერთმანეთთან შედარება და შეძენა ერთ პლატფორმაზე, მარტივად შეუძლიათ.

ერთის მხრივ, თვითგანვითარების მსურველთათვის ძიების პროცესის გამარტივება და მათთვის საჭირო ყველა ინფორმაციის გაერთიანება, პარტნიორი სკოლებისთვის კი დამატებითი, საპრომოციო სივრცის მიწოდება, აფვეის უნიკალურ, ორივე მხარისთვის, სანდო და საიმედო პლატფორმად აქცევს. საიმისოდ, რომ აფვეი კიდევ უფრო მძლავრი მაკავშირებელი იყოს, მომხმარებელსა და კურსის მიმწოდებელს შორის,  გუნდი, უწყვეტი განვითარების რეჟიმში მუშაობს.

კამპანიის ფარგლებში “არ გადადო”, ეტაპობრივად ჩვენი პარტნიორი სკოლების შესახებაც მოგითხრობთ.

ანა ჟვანია, ეროვნული გალერეის კურატორი

Upway X  სტუდია “ფალიაშვილის 62ა”

Upway -სთან ჩვენი მეგობრობა ჩვენი სტუდიის live რეჟიმში განახლებას დაემთხვა, კორონავირუსის ონლაინ გაკვეთილების შემდეგ და ამ ერთგვარ რესტარტში ტრამპლინის როლიც შეასრულა, როგორც მორალური ისე მოწაფეთა მოზიდვის თვალსაზრისით. ამისთვის დიდი მადლობა.

განათლების მნიშვნელობა თანამედროვე სამყაროში


არაფორმალურ განათლებას დღესდღეობით სულ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება. მითუმეტეს შემოქმედებითი უნარების განვითარების მხრივ – ჩვენს დროში, როდესაც ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიზაციის ეპოქაში მოგვიწევს ცხოვრება.

Სტუდია ფალიაშვილის 62ა – ს როლი, თვითგანვითარების გზაზე


ჩვენ სტუდიაში სწორედ ამ შემოქმედებითი უნარის, ესთეტიური აღზრდისა და თვალსაწიერის გაფართოებაზე ვმუშაობთ ბავშვებსა და მოზარდებში, ზოგადად კულტურისა და კონკრეტულად თბილისში მიმდინარე სახელოვნებო პროცესებში მოსწავლეთა აქტიურად ჩართვის გზით.

 

სტუდია “ფალიაშვილის 62ა”  კამპანიას  “არ გადადო” უერთდება და მომხმარებლებს,  10 დღის განმავლობაში კურსებზე 10%-იან ფასდაკლებას სთავაზობს.

არ გადადო – შეარჩიე სასურველი კურსი ფასდაკლებით.

upway.ge
Logo
რეგისტრაცია
Compare items
  • Total (0)
Compare
კალათა