Upway X 303hz – არ გადადო თვითგანვითარება

არ გადადო თვითგანვითარება

აფვეის, როგორც თვითგანვითარების სივრცეს, დასახული იდეის, დაეხმაროს ადამიანს აღმოაჩინოს მისი ძირითადი უნარები, დაისახოს მიზნები, იპოვნოს თვითგანვითარების საშუალებები და აიმაღლოს მოტივაცია, საზაფხულოდ შენთვის ერთი მთავარი სათქმელი და მისია აქვს – არ გადადო, ის რისი გაკეთებაც ახლავე შეგიძლია. 

აფვეიზე წამყვანი სკოლების, 300-მდე კურსის პოვნაა შესაძლებელი. მომხმარებლებს სასურველი კურსების პოვნა , ერთმანეთთან შედარება და შეძენა ერთ პლატფორმაზე, მარტივად შეუძლიათ.

ერთის მხრივ, თვითგანვითარების მსურველთათვის ძიების პროცესის გამარტივება და მათთვის საჭირო ყველა ინფორმაციის გაერთიანება, პარტნიორი სკოლებისთვის კი დამატებითი, საპრომოციო სივრცის მიწოდება, აფვეის უნიკალურ, ორივე მხარისთვის, სანდო და საიმედო პლატფორმად აქცევს. საიმისოდ, რომ აფვეი კიდევ უფრო მძლავრი მაკავშირებელი იყოს, მომხმარებელსა და კურსის მიმწოდებელს შორის,  გუნდი, უწყვეტი განვითარების რეჟიმში მუშაობს.

კამპანიის ფარგლებში “არ გადადო”, ეტაპობრივად ჩვენი პარტნიორი სკოლების შესახებაც მოგითხრობთ.

 

ქეთა ჯინჭარაძე, 303hz მენეჯერი


Upway X 303hz

ისეთ კომპანიასთან თანამშრომლობა, რომელიც საქართველოში, წამყვან სტარტაპ პლატფორმად ითვლება და საგანმანათლებლო მიმართულებით მუშაობს, ძალიან გვიხარია. ვეცდებით რამდენიმე სიტყვით გაგიზიაროთ, თუ  რატომ არის Upway საიმედო პლატფორმა და ჩვენი მათთან თანამშრომლობის გადაწყვეტილების მიზეზები.

კურსების ფართო არჩევანი

ეს სტარტაპი გამოირჩევა კურსების მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომი არჩევანით. წამოწყება ნებისმიერი სფეროს, ნებისმიერი დონის მსურველს ემსახურება; იმ ადამიანებს, რომლებსაც მუდმივად განვითარების და წინსვლის სურვილი აქვთ. კურსების ფართო სპექტრი უზრუნველყოფს, რომ ნებისმიერ ინდუსტრიაში ადამიანებს  შეუძლიათ იპოვონ ზუსტად ის, რასაც ეძებენ.

გამოცდილი ინსტრუქტორები

პლატფორმაზე ბევრ კურსს და ბევრ მენტორს შეხვდებით და ალბათ აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ნებისმიერი ინდუსტრიაში ინსტრუქტორების  მრავალწლიან გამოცდილებაზე დაფუძნებული, პრაქტიკული ცოდნის და ღირებული შეხედულებების გაზიარება, საგანმანათლებლო სფეროში იმაზე მეტს ნიშნავს, ვიდრე გვგონია ხოლმე. ასევე, ხაზი გვინდა გავუსვათ, მუშაობის პროცესში კომფორტულ გარემოს, აფვეის გუნდის კომუნიკაციას, ორგანიზებულობასა და ხარისხს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ხოლმე .
Upway-ის საიმედოობა, კურსების შერჩევა, გამოცდილი ინსტრუქტორები და ხარისხზე ერთგულება სრულყოფილად შეესაბამება 303 Hz-ის ხედვასა და მიზნებს. ამ თანამშრომლობის საშუალებით, მიზნად ვისახავთ, მივცეთ შესაძლებლობები ადამიანებს და შთავაგონოთ თითოეული მათგანი მუსიკით, ხელოვნებითა და სწავლის სიყვარულით.



განათლების მნიშვნელობა თანამედროვე სამყაროში

დღევანდელ დღეს ბაკალავრის დამთავრების შემდეგ იშვიათად, რომ რომელიმე ახალგაზრდა გაჩერდეს და უბრალოდ დაკმაყოფილდეს უნივერსიტეტის 4 წლიანი პროგრამით და ეს ფაქტი შესანიშნავია. ადამიანებს აქვთ სურვილი და ფართო თვალსაწიერი, მეორედ, მესამედ და მეასედ აირჩიონ სასურველი პროფესია და განვითარდნენ იქ, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობენ. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ სხვადასხვა ინტერესები და მისწრაფებები გქონდეს. ნებისმიერი  კურსი მომავლის პროფესიაა, ნებისმიერი კურსდამთავრებული ჩვენი მომავალია და მნიშვნელოვანია, თითოეულ მათგანს სწორი მიმართულება მივცეთ, ჩავუნერგოთ ის ღირებულებები, რაც საბოლოო ჯამში პროფესიისა და საქმის სიყვარულად იქცევა. ცხოვრების ყველა ეტაპზე სწავლა კი ,მხოლოდ და მხოლოდ  საუკეთესოა! მსგავსი შესაძლებლობები ნამდვილად აფართოებს ჰორიზონტს და ზრდის კარიერულ პერსპექტივებს. განათლება სოციალური პროგრესის, ეკონომიკური განვითარებისა და საზოგადოებების წინსვლის საფუძველია, რაც  (ბანალურად ჟღერს ალბათ, მაგრამ)  ხელს უწყობს უფრო ნათელი და ინფორმირებული მომავლის განვითარებას. ერთადერთი, რაც შეგვიძლია ვაკეთოთ, იმისთვის , რომ კუს ნაბიჯებით, მაგრამ მაინც წინ გადავდგათ ნაბიჯები და გამოვასწოროთ ქვეყანაში/მსოფლიოში ის, რაც არ მოგვწონს,  ეს არის განათლება და სწავლის სურვილი. 

 

303hz-ს როლი, თვითგანვითარების გზაზე

303Hz –ელექტრონული მუსიკის შემსწავლელი სივრცეა, სკოლა, რომელიც ყოველწლიურად ასობით წარმატებულ კურსდამთავრებულს უშვებს და დღეს უკვე შემდგარი არტისტების სახით, ისინი სხვადასხვა წამყვან საკლუბო სივრცეებში გვევლინებიან.
ჩვენთან თითოეულ მიმართულებას ხელმძღვანელობს ქალაქში ერთერთი ყველაზე წარმატებული და გამოცდილი არტისტები, რომლებიც თავიანთ ცოდნას და მრავალწლიან გამოცდილებას, დიდი სიყვარულით უზიარებენ აქ მოსულ თითოეულ სტუდენტს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული კურსდამთავრებული და მათი მუსიკალური კარიერა, ამიტომაც ყველა ეტაპზე ვდილობთ ხელი შევუწყოთ მათ ზრდას და განვითარებას.
მუსიკა იწყება კლასიკური განათლებით, რასაც პატივს ვცემთ და ამ სფეროშიც პირველი ნაბიჯები სწორედ კლასიკური განთლებით გვინდა გადავცეთ, ყველა იმ ადამიანს, ვისაც ელექტრონულ მუსიკაში ერთი აგურის დადება მაინც სურს. საბოლოო ჯამში კი, ეს სრულყოფილი მუსიკალური განათლება ერთის ნაცვლად საკმაოდ ბევრი აგურს გადებინებს.

303hz  კამპანიას “არ გადადო” უერთდება და მომხმარებლებს,  10 დღის განმავლობაში კურსებზე 10%-იან ფასდაკლებას სთავაზობს.

 

არ გადადო – შეარჩიე სასურველი კურსი ფასაკლებით.

upway.ge
Logo
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
Compare items
  • Total (0)
Compare
კალათა