Upway X Smartfish – არ გადადო თვითგანვითარება

აფვეის, როგორც თვითგანვითარების სივრცეს, დასახული იდეის, დაეხმაროს ადამიანს აღმოაჩინოს მისი ძირითადი უნარები, დაისახოს მიზნები, იპოვნოს თვითგანვითარების საშუალებები და აიმაღლოს მოტივაცია, საზაფხულოდ შენთვის ერთი მთავარი სათქმელი და მისია აქვს – არ გადადო, ის რისი გაკეთებაც ახლავე შეგიძლია. 

აფვეიზე წამყვანი სკოლების, 300-მდე კურსის პოვნაა შესაძლებელი. მომხმარებლებს სასურველი კურსების პოვნა , ერთმანეთთან შედარება და შეძენა ერთ პლატფორმაზე, მარტივად შეუძლიათ.

ერთის მხრივ, თვითგანვითარების მსურველთათვის ძიების პროცესის გამარტივება და მათთვის საჭირო ყველა ინფორმაციის გაერთიანება, პარტნიორი სკოლებისთვის კი დამატებითი, საპრომოციო სივრცის მიწოდება, აფვეის უნიკალურ, ორივე მხარისთვის, სანდო და საიმედო პლატფორმად აქცევს. საიმისოდ, რომ აფვეი კიდევ უფრო მძლავრი მაკავშირებელი იყოს, მომხმარებელსა და კურსის მიმწოდებელს შორის,  გუნდი, უწყვეტი განვითარების რეჟიმში მუშაობს.
კამპანიის ფარგლებში “არ გადადო”, ეტაპობრივად ჩვენი პარტნიორი სკოლების შესახებაც მოგითხრობთ. 

 

 ედო არძენაძე, Smart Fish აღმასრულებელი დირექტორი.

UpWay X Smart Fish

აფვეისთან 2020 წლიდან ვთანამშრომლობთ, შეიძლება ითქვას დაარსების დღიდან. პანდემიის დროს,  უამრავი არაფორმალური განათლების კერა გაჩნდა და მრავალრიცხოვანი არჩევანის გამო, სასურველი კურსის შერჩევა საკმაოდ გართულდა. აფვეი კი ადამიანებს ეხმარება, სასურველი კურსი ერთ სივრცეში შეარჩიონ. აფვეის ღირებულებები, შეიძლება ითქვას რომ ჩვენი  ღირებულებების იდენტურია. გუნდი ყოველთვის მომხმარებლების გვერდითაა, ეხმარება მათ სასურველი კურსის შერჩევაში, პროფესიულ ზრდასა და განვითარებაში, გაწვდის უტყუარ ინფორმაციას სასწავლო პროგრამაზე. 

 

განათლების მნიშვნელობა თანამედროვე სამყაროში

განათლება გადამწყვეტ როლს თამაშობს პიროვნულ განვითარებაში, გადაწყვეტილებების მიღების პროცესსა თუ კრიტიკულ აზროვენებაში, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დღევანდელ ტექნოკრატულ სამყაროში.



 Smart fish -ის როლი, თვითგანვითარების გზაზე

Smart Fish ვიზუალური კომუნიკაციების აკადემიაა, ჩვენთან შესაძლებელია ისეთი მიმართულებების სწავლა, როგორიცაა: გრაფიკული დიზაინი, ინტერიერი, 3D დიზაინი და სხვა. ჩვენი მთავარი ღირებულება პრაქტიკული სასწავლო პროგრამებია, ორიენტირებული თეორიულ და ტექნიკურ ცოდნაზე, რაც სტუდენტს კურსის დასრულებისას პორტფოლიოს შექმნის შესაძლებლობას აძლევს.

სმარტ ფიში კამპანას “არ გადადო” უერთდება და მომხმარებლებს,  10 დღის განმავლობაში კურსებზე 10%-იან ფასდაკლებას სთავაზობს.

არ გადადო – შეარჩიე სასურველი კურსი ფასდაკლებით.

 

upway.ge
Logo
რეგისტრაცია
Compare items
  • Total (0)
Compare
კალათა