გაიცანი upway-ს პირველი პარტნიორები

აფვეი სულ რაღაც 1 კვირაა რაც სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს და აერთიანებს 20 ზე მეტ პარტნიორის 200-მდე კურსს. Პლატფორმას სხვადასხვა კურსები და გამოცდილებები 6 კატეგორიაში ყოველდღიურად დაემატება.

აფვეი კურსების მწარმოებლების სტრატეგიული პარტნიორია და მათ ბიზნესის სრული შესაძლებლობების აღმოჩენაში, აუდიტორიის გაზრდაში, მომხმარებლების  საუკეთესო გამოცდილების შექმნასა და განვითარებაში დაეხმარება.


გაგაცნობთ პირველ პარტნიორებს, რომლებიც ყველაზე ხარისხიან კურსებს სთავაზობენ დაინტერესებულ პირებს.

მართვის აკადემიის მისიაა მართვის ხარისხის გაუმჯობესება საქართველოს ბიზნეს, სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორში ხარისხიანი ტრენინგების, მასალებისა და საინტერესო ადამიანებს შორის გამოცდილების გაზიარების გზით.

აკადემიის  ტრენინგები გამიზნულია მონაწილეების მიერ პრაქტიკული გამოცდილების მიღებაზე. შეხვედრების დროის მინიმუმ 50% ეთმობა რეალური სიტუაციების, პროექტებისა და ამოცანების მომზადებას, განხილვას და დოკუმენტირებას.

Მართვის აკადემიის  ყველა ტრენერი და პარტნიორი არის უმაღლესი კლასის პროფესიონალი 10+ წლიანი პრაქტიკული მენეჯერული გამოცდილებით იმ სფეროში, რა თემაზეც ატარებს ტრენინგს.

თითოეული  ტრენინგი აგებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და მოწინავე მეთოდოლოგიებზე დაყრდნობით. 2011  წლიდან მართვის აკადემიის ტრენინგები გავლილი აქვს 500-ზე მეტი კომპანიის 7000-ზე მეტ მენეჯერს.

აფვეიზე მართვის აკადემიის ყველაზე მოთხოვნად კურსებზე მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.

თბილისის კომუნიკაციის სკოლა არის საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც 2018 წლიდან ოპერირებს და სტუდენტებს Hard და Soft  უნარ-ჩვევების განსავითარებელ პროფესიულ პროგრამებს სთავაზობს.

სკოლის მისიაა აამაღლოს პროფესიონალიზმი, შესაბამისად ჩვენთვის მნიშვნელოვანია სწავლების ხარისხი, ისევე როგორც, კურსდამთავრებულების კვალიფიკაცია. სწორედ ამიტომ, დარგის წამყვან ლოკალურ თუ უცხოელ ლექტორებთან ერთად ვმუშაობთ პროგრამებზე, რაც საშუალებას გვაძლევს თითოეული პროგრამის შინაარსი იყოს ლოგიკურად გამართული და ამომწურავი.

სწავლება ეფუძნება ქეის მეთოდოლოგიას, რაც გულისხმობს პრაქტიკოსი ლექტორების მიერ გამოცდილების გაზიარებას, თეორიული და პრაქტიკული ცოდნის კომბინაციით, რაც ეხმარება სტუდენტებს ფართო ჭრილში აღიქვან საერთო სურათი და იპოვონ პრობლემის გადაჭრისთვის საუკეთესო გზები.

303 Hz წარმოადგენს თანამედროვე მუსიკის სკოლას, რომელსაც საფუძველი 2015 წელს თანამედროვე ხელოვნების სცენის წარმომადგენლებმა ჩაუყარეს.

303 Hz-ის მთავარი ამოცანაა საფუძვლიანი ცოდნის გაზიარება და ინდივიდუალური შემოქმედებითი ხედვის ჩამოყალიბება. რასაც დიდი წვლილი შეაქვს ადგილობრივი სცენის განვითარებაში.

აფვეიზე 303 Hz -ის ყველა კურსზე მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.

303 Hz-ის გამოცდილებით დაარსებული ვიზულური ხელოვნების სკოლა, სადაც ყველა პროცესი ემსახურება საქართველოში ციფრული სამუშაო გარემოს განვითარებას.

ინსპირაციული და მუდმივად განახლებადი პროგრამა მიზნად ისახავს გრაფიკული ხედვის და პრაქტიკული უნარ-ჩვევბის ჩამოყალიბებას. წარმატების საიდუმლო 303Px-ის მრავალპროფილური პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდია.

აფვეიზე 303 Px-ის ყველა კურსზე მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.

აუდიტორიაზე მორგებული საგანმათლებლო სტრუქტურა, მოიცავს ტრენინგებისა და მასტერკლასების ყველაზე ფართო სპექტრს ციფრულ სამყაროში. მოწვეული სპიკერები სტუდენტებს ყოველდღიური სამუშაო პროცესიდან უზიარებენ რეალურ ქეისებსა და ტენდენციებს, რაც კარიერული წინსვლისთვის საჭირო ხედვებისა და უნარების განვითარებაში ეხმარებათ. 

თითოეული კურსის საგანმანათლებლო მიდგომა ითვალისწინებს პარტნიორი კომპანიებისგან შეთავაზებებს: ინტერნისა და ექსპერტის პოზიციებზე.

ჯეოლაბი – მობილური და ვებ აპლიკაციების ლაბორატორიაა. ეს არის სივრცე, რომელიც 24 საათის განმავლობაში ღიაა სხვადასხვა საინტერესო და ინოვაციური პროექტის განხორციელებისათვის. ჯეოლაბის განუყოფელი ნაწილია სასწავლო ცენტრი, რომელშიც ნებისმიერ მსურველს აქვს საშუალება, ისწავლოს მისთვის საინტერესო მიმართულებით:

  • დიზაინი
  • ვებ პროგრამირება
  • მობილური პროგრამირება
  • თამაშების დეველოპმენტი
  • კოდირება

„წარმატების სკოლა“ მისიაზე ორიენტირებული, არაკომერციული ორგანიზაციაა − პიროვნული და ორგანიზაციული განვითარების ეკოსისტემა, რომლის ამოსავალი წერტილი ადამიანი და მისი ბედნიერებაა. Სკოლა ქმნის გარემოს ადამიანების წარმატებისა და ბედნიერებისთვის და ეხმარება მათ გახდნენ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია. „წარმატების სკოლა“ მოწოდებულია, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის და ორგანიზაციისთვის გახადოს ხელმისაწვდომი წარმატების პრინციპები და მისცეს ადამიანებს შესაძლებლობები, შექმნან უკეთესი მომავალი, რაც საბოლოოდ, მთელი ქვეყნის უკეთესი მომავლის საწინდარი გახდება.

სკოლის მიზანია ადამიანების ცნობიერების ამაღლება და განვითარების ხელშეწყობა. „წარმატების სკოლის“ პლატფორმა ის იდეალური ადგილია, სადაც ადამიანებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ პიროვნულ ზრდასა და მუდმივი თვითგანვითარების პროცესს.

აფვეიზე წარმატების სკოლის კურსებზე მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება.

Smart Fish ციფრული კომუნიკაციების აკადემიაა, რომელშიც შეისწავლი სარეკლამო და კრეატიულ ინდუსტრიაში არსებულ ძირითად მიმართულებებს, მიიღებ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას ციფრული კომუნიკაციების სხვადასხვა ხელსაწყოს დახმარებით.

Smartfish -ში ისწავლი  ციფრული კომუნიკაციების სხვადასხვა პრინციპსა და ხელსაწყოს. სალექციო კურსების სილაბუსები შექმნილი ისე, რომ თითოეულმა სტუდენტმა პროფესიონალი, პრაქტიკოსი ლექტორების დახმარებით მაქსიმალურად მიიღოს მაღალი ხარისხის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რაც მათ კარიერულ წინსვლაში დაეხმარება.

განვითარების აკადემია არის პიროვნული და კარიერული განვითარების ახალი ცენტრი, რომელიც დაინტერესებულ ადამიანებს სხვადასხვა მიმართულებით მრავალფეროვან ტრეინინგებსა და სასწავლო კურსებს სთავაზობს.

აკადემიის მისია არის მსმენელებს კარიერული თუ პირადი მიზნების მიღწევასა და თვითრეალიზაციაში დაეხმაროს, ისეთი სასწავლო კურსების შეთავაზებით, რომლებიც იქნება პრაქტიკული, საჭირო და გაზრდის მათ კონკურენტუნარიანობას შრომის ბაზარზე.

განვითარების აკადემია მიზნად ისახავს კურსდამთავრებულებს ახალი, საჭირო უნარები შესძინოს და ხელი შეუწყოს მათ პიროვნულ განვითარებას. ამავდროულად, გაუადვილოს მათ სასურველ პოზიციაზე დასაქმება.

აკადემია, უწყვეტი განათლების უზრუნველსაყოფად, დაინტერესებულ ადამიანებს მრავალფეროვან სასწავლო კურსებს უწყვეტ რეჟიმში შესთავაზებს, რომლებსაც თითოეული სფეროს მხოლოდ საუკეთესო სპეციალისტები ჩაატარებენ.

აკადემია ორიენტირებულია მსმენელებს მისცეს ისეთი ცოდნა და განუვითაროს ის უნარები, რომლებიც დღევანდელ დღეს რეალურად საჭირო და გამოსადეგია.

აფვეიზე განვითარების აკადემიის კურსებზე მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.

მრავალი წლის გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ საქართველო განიცდის ინსტრუმენტული კომპეტენციების, ტექნიკური საშუალებებისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების მქონე ადამიანური რესურსის ნაკლებობას, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია თანამედროვე ელექტრონულ ეპოქაში. ამ გამოწვევის კვალდაკვალ 2019 წელს დაარსდა „ელექტრონული აკადემია“, რათა ვუპასუხოთ თანამედროვე შრომის ბაზრის გამოწვევებს.

აკადემიის  მიზანია:

  • საქართველოში დაამკვიდროს  სწავლების მულტიფუნქციური მეთოდები, რომლებიც ითვალისწინებენ მონაწილეთათვის არასტანდარტული და პრაქტიკაზე აგებული გამოცდილების გაზიარებას
  • ისეთი ტიპის ტრენინგ მოდულების შემუშავება, რომლებიც პასუხობენ თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და გამოწვევებს
  • ტრენინგის მონაწილეებისთვის ინტერაქტიული სწავლების გამოყენებით მაღალკვალიფიციური ტრენერების პრაქტიკული გამოცდილების შეთავაზება

შემოქმედებითი განათლების სტუდია წარმოადგენს დიზაინის, აუდიო-ვიდეო და მუსიკის შემოქმედებით მედია სკოლას. ის გთავაზობთ მოკლე და ხანგრძლივ კურსებს.

შემოქმედებითი ხედვა და პროფესიონალიზმი არის სტუდიის მიზანი. Ces ის გუნდი უქმნის მომხმარებელს მეგობრულ და მშვიდ ატმოსფეროს, სადაც ნიჭიერ და შემოქმედებით ადამიანებს ექნებათ საშუალება მიიღონ პროფესიონალური ცოდნა დიზაინისა და მუსიკის მედია სფეროებში.

CES-ის გუნდი შედგება შემოქმედებითი, ნიჭიერი, პროფესიონალი, ქართული შოუ-ბიზნესის ინდუსტრიაში კარგად ნაცნობი სახეებისგან.

Digital hub აერთიანებს ვიდეო გაკვეთილებს ციფრული მარკეტინგის მიმართულებით, რომელსაც კითხულობს თიბისი ბანკის ციფრული კომუნიკაციების ხელმძღვანელი ირაკლი ჩხეიძე.

თიბის ბანკის გარდა, ირაკლი ასევე ხელმძღვანელობდა ორი ციფრული ბანკის ბაზარზე გაშვების ციფრულ სტრატეგიას – სფეისი საქართველოს ბაზარზე და თიბისი ბანკი უზბეკეთის ბაზარზე.

ამ ორი ციფრული ბანკის აპლიკაციას დღეს ჯამში 1.2 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. ეს შედეგი, უმეტესად ციფრული საკომუნიკაციო არხების საშუალებით იქნა მიღწეული.

ენებისა და კულტურის აკადემიის ძირითადი მიმართულება არის აზია და აღმოსავლური ენები: ჩინური, კორეული,იაპონური, არაბული, თურქული, ჰინდი, ტაილანდური და ა.შ. თუმცა ინჰუაში შესაძლებელია ნებისმიერი სხვა ენის შესწავლაც: გერმანული, ინგლისური,რუსული,ფრანგული, ესპანური, ძველი ბერძნული და სხვა. 

ინჰუა ორიენტირებულია არა მხოლოდ ენების სწავლებაზე, არამედ სტუდენტისთვის მსოფლიო კულტურების გაცნობაზე, გაცვლით პროგრამებზე, სასწავლო სტიპენდიებზე, ჩვენივე სტუდენტების დასაქმებაზე. 

ინჰუაში ქართველი და უცხოელი ლექტორების მიერ, შემუშავებულია საერთაშორისო პროგრამები, რომლებიც მორგებულია კონკრეტული ენების საერთაშორისო სტანდარტს. ინჰუაში გამოყენბული ყველა სასწავლო ლიტერატურა არის ინგლისურენოვანი, ოფიციალური გამოცემები და რაც მთავარია, უფასო ჩვენი სტუდენტებისთვის.

Ზალიკოს ბავშვთა სამხატვრო სტუდიის მიზანია ასწავლოს ახალ თაობას ხელოვნების სიყვარული.

Სტუდია ბავშვებს 3 წლიდან არაერთ კურსს სთავაზობს ხელოვნების მიმართულებით. Მოსწავლეებისთვის ეწყობა ექსკურსიები, გამოფენები და აქციები.

lingwing.ge არის უცხო ენების შემსწავლელი პირველი ქართული ონლაინ პლატფორმა, რომელიც მომხმარებლეს სთავაზობს ენების ონლაინ შესწავლას მარტივად, სწრაფად და სახალისოდ.

Ling wing არის ონლაინ სწავლების ეფექტური და საოცრად აზარტული მეთოდი – დაიწყე და დაასრულე სწავლა ერთხელ. Lingwing.com-ი არის თანამედროვე საშუალება იმისთვის, რომ საფუძვლიანად შეისწავლო უცხო ენა.

სტანდარტების დაცვით შედგენილი სწავლების მეთოდი სრულყოფილი შედეგის მყარი საფუძველია. Lingwing.com-ის სასწავლო პროგრამაც ევროსაბჭოს მიერ დადგენილი დონეების გათვალისწინებით შედგა, რაც სწრაფი და კარგი შედეგის გარანტიაა. სტანდარტი მოიცავს წერით, სამეტყველო, ლექსიკურ და სმენით კომპონენტებს.

#GYRSA საგანმანათლებლო/კვლევითი ორგანიზაცია 2012 წლიდან, სთავაზობს მომხმარებლებს საგანმანთლებლო სერვისებს/კვლევებს ყველა სფეროში, მთელი საქართველოს მასშტაბით.

GYRSA მომხმარებლებს სთავაზობს:

  • სასწავლო სასერტიფიკატო კურსები/სტატისტიკური პროგრამების კურსები 
  • კვლევითი ტრეინინგები (კითხვარის შედგენა, შერჩევა, მონაცემების დამუშავება, კვლევითი ანგარიშის დაწერა) 
  • STEM განათლება და კვლევა

თანამედროვე ხელოვნების სტუდია not museum   თავისუფალი სივრცეა, რომელიც ალტერნატიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ბავშვებს, მოზარდებსა და სტუდენტებს სთავაზობს შეისწავლონ ხელოვნების ისტორია, დაეუფლონ სახვით და გამოყენებით ხელოვენებას და ჩაერთონ სამომავლოდ დაგეგმილ სხვადასხვა სახელოვნებო პროექტში, სემინარსა და აქტივობაში.

not museum-ის სტუდია, საბაზისო კურსების პარალელურად მუდმივად თანაშროლობს  ხელოვნების სფეროში მოღვაწე პროფესიონალებთან და მათი მონაწილეობით სხვადასხვა მოკლევადიან სახელოვნებო აქტივობებსა და პროექტებზე მუშაობს.

ხელოვნების სტუდიაში ბავშვები სწავლობენ თავისუფალ, შემოქმედებით აზროვნებას,ხელოვნების ისტორიას და ხატვას სახალისო თემატური გაკვეთილების სახით.

სტუდიაში შემოერთება შეუძლია ნებისმიერი ასაკის და პროფესიის ადამიანებს ვისაც უყვარს ხელოვნება ან სურს რომ ისწავლოს ხატვა და განიტვირთოს დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ. არტ თერაპია რელაქსაციის საუკეთესო საშუალებაა დღევანდელ სტრესულ გარემოში.

საგანმანათლებლო პორგრამაში აქტიურად ვიყენებთ მრავალფეროვან ვიზუალურ მასალას: ალბომებს, დოკუმენტურ ფილმებს; მასალის უკეთ გასააზრებლად თავსატეხებს, ქვიზებს, თამაშებს.

upway არის კურსების ყველაზე სანდო და მრავალფეროვანი პლატფორმა საქართველოში, რომელიც აერთიანებს ქვეყანაში არსებულ საუკეთესო, ონლაინ თუ ფიზიკურ კურსებს 6 ძირითად კატეგორიაში.

პლატფორმის ერთიან სისტემაში შესაძლებელი იქნება დაინტერესებულმა ადამიანებმა ნახონ საუკეთესო კურსები სხვადასხვა მიმართულებით, მარტივი ფილტრაციით აარჩიონ მათთვის საინტერესო ვერსია და იმავე ადგილას შეიძინონ. Მათთვის კი, ვინც არ იცის ზუსტად რისი სწავლა უნდა, upway-ს გუნდი, ბრენდის მეგობარ მენტორებთან ერთად, ყველაზე ტრენდულ მიმართულებებს აღმოაჩენინებს.

upway.ge
Logo
რეგისტრაცია
Compare items
  • Total (0)
Compare
კალათა