უწყვეტი განვითარების იდეამ სამი მეგობარი ერთმანეთს 2020 წელს დააკავშირა.
დაკვირვებამ, რომ ცხოვრების საოცრად სწრაფი ტემპის გამო, ადამიანებს ცხოვრების ყველა ეტაპზე, საკუთარი თავისთვის თუ ოჯახის წევრებსთვის ესაჭიროებათ ახალი უნარების და გამოცდილებების შეძენა, დაარწმუნა გუნდი upway-ს დროულობაში.
“ახალმა რეალობამ, რომელმაც სრულად შეცვალა თანამედროვეობის ცხოვრების და მუშაობის სტილი, თვითრეალიზების და ახალი აღმოჩენების სურვილი კიდევ უფრო გაამძაფრა – upway კი ადამიანებს ახლის სწავლის გზას უმარტივებს და საინტერესო აღმოჩენებისკენ უბიძგებს”, – მარიშა გოგოლაური, upway-ს თანადამფუძნებელი.
იდეა, თიბისის პროექტის, “სტრატაპ დეკრეტის” გამარჯვებული 2020 წლის ნოემბერში გახდა. ამის შემდგომ, გუნდმა წამატებით გაიარა Impact Hub Tbilisi-ს პრე-აქსელერეტორი და რჩეულთა შორის მოხვდა. Პროექტმა მოიგო საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მცირე გრანტი, რომლის დახმარებითაც განხორციელდა პლატფორმის mvp ვერსია.
Upway-ს გუნდი აერთიანებს 6 წლიან ლოკალურ და საერთაშორისო გამოცდილებას პროექტების მართვის, ტექნოლოგიების და მარკეტინგის მიმართულებით.
“ჩვენი გუნდის მთავარი მამოძრავებელი ძალა ცნობისმოყვარეობაა, ასევე, პროდუქტიც, გვჯერა, რომ იმ ადამიანებისთვის არის, ვისაც უნდა ხვალ უკეთესი იყოს. ყოველთვის ვცდილობთ, რომ ბოლომდე გამოვიკვლიოთ ახალი შესაძლებლობები, გამოწვევები და ხელის ჩაქნევის ნაცვლად, იდეის შედეგად გადაქცევაზე ვმუშაობთ. ეს განცდა – მუდმივი თვითგანვითარების – სამივე ჩვენგანს გვაქვს. მარტივად არ ვკმაყოფილდებით იმით, რაც ზედაპირზე დევს“, –მარი აბულაძე, upway-ს თანადამფუძნებელი.
მიზნის შესასრულებლად upway აგრძელებს წინსვლას უამრავი გეგმით და საინტერესო პარტნიორებით.
“Upway გლობალურად მასშტაბირებადი და საერთაშორისო პოტენციალის პროექტია, რომელიც თავდაპირველად ქართულ რეალობაზე დაიტესტება, წარმატებული სტარტის შემდეგ კი, ჯერ მეზობელ ქვეყნებში, შემდეგ კი საერთაშორისო ბაზარზეც გავა”,– მარიამ ცანავა, upway-ს თანადამფუძნებელი.