კრეატიული კონტენტის შექმნა და ქოფირაითინგი

კრეატიული კონტენტის შექმნა და SM ქოფირაითინგის კურსის მიზანია სარეკლამო ბაზრისთვის კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება, სტუდენტების დახმარება, რათა მათ შეძლონ თავიანთი პოტენციალის აღმოჩენა და გამოყენება, თვითმყოფად კადრად გარდასახვა. კურსის დასრულების შემდეგ, სტუდენტი მზად იქნება გახდეს სრულფასოვანი კონტენტ მენეჯერი, რომელსაც თავის მხრივ შეეძლება კონტენტის მოფიქრება, შექმნა, პრეზენტაციის ჩატარება და თავისივე გენერირებული იდეიის აღსრულებაში მოყვანა.
რას ვისწავლი?
- თუ როგორ უნდა მოვახდინო იდეების გენერირება ეფექტურად დროში და კონკრეტულ გარემოში, სადაც ტრენდები უსწრაფესი ტემპით იზრდება, ინფორმაციული ნაკადი კი (სხვა ზღვა კონტენტი) ძალიან ინტენსიურია;
- როგორ გადმოვცე მოფიქრებული კონცეფცია და მივანიჭო მას რეალური სახე;
- კონტენტის შექმნის სრულ პროცესს – იდეის გენერირებიდან მის რეალურ აღსრულებამდე ;
- გავიაზრებ, შევისწავლი და შევძლებ ისეთი მნიშვნელოვანი საფეხურების შესრულებას, როგორებიცაა:
- ბრიფის მიღება და დამუშავება (Debrief);
- კომუნიკაციის კრეატიული სტრატეგიის შემუშავება;
- იდეების გენერირება და კონცეფციის მონახაზის შექმნა რეფერენსების დახმარებით;
- ბრენდის Tone of Voice-ის შერჩევა ციფრული კომუნიკაციებისთვის
- კონტენტის იდეების არგუმენტირებული პრეზენტირება;
- კონტენტის ტექსტობრივი ნაწილის სინთეზირება ვიზუალურ ნაწილთან, იდეურ დონეზე.
რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდე?
- უნდა ვფლობდე ქართულ და ინგლისურ ენებს;
- უნდა შემეძლოს ქართულ ენაზე გამართულად წერა და ინგლისურენოვანი კონტენტის გარჩევა.
ლექტორის შესახებ:
-
- თათიას აქვს კრეატიულ სააგენტოებში მუშაობის 7 წლიანი გამოცდილება: ლივინგსტონი, რედბერი, მაკკენ ერიქსონის თბილისის ფილიალი, ფორმულა კრეატივი;
- თათია არის Cannes Young Lions Georgia 2019-ის ბრინჯაოს მედლის მფლობელი FILM-ის კატეგორიაში და Cannes Young Lions Georgia 2021-ის ბრინჯაოს მედლის მფლობელი დიზაინის კატეგორიაში;
- უთანამშრომლია შემდეგ ბრენდებთან: Coca-Cola, Raffaello, Roshen, Samsung, Peugeot, USAID, Vestel, Heidelberg, Axis, Badagoni, Natakhtari, ICY, Tolia, Tbilisi Mall, Marriott, Zoommer, Wendy’s, TBC Bank, Re|Bank;
- ის ფიქრობს, რომ მომავლის პროფესიები აუცილებლად მოიაზრებენ ბევრი სხვადასხვა უნარის სინთეზს მომიჯნავე პოზიციებთან. სწორედ ამ პრინციპით, თათიამ 7 წლის მანძილზე, კრეატიული განხრით, თითქმის ყველა სფეროში იმუშავა – სოციალური მედიის კონტენტი, კომუნიკაციის სტრატეგია, ქოფირაითინგი, ვიდეო-ფროდაქშენი, სატელევიზიო თუ ციფრული რეკლამა, სცენარი, ბლოგინგი, სტატიები, კრეატიული გუნდის მენეჯმენტი.
პროვაიდერი : სმარტ აკადემია
დეტალები: კრეატიული კონტენტის შექმნა და ქოფირაითინგი
|
შეფასებები
შეაფასე პირველმა: “კრეატიული კონტენტის შექმნა და ქოფირაითინგი” კომენტარის გაუქმება
სასწავლო კურსის მიზნები
კურსის მიზანია სარეკლამო ბაზრისთვის კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება, სტუდენტების დახმარება, რათა მათ შეძლონ თავიანთი პოტენციალის აღმოჩენა და გამოყენება, თვითმყოფად კადრად გარდასახვა. კურსის დასრულების შემდეგ, სტუდენტი მზად იქნება გახდეს სრულფასოვანი კონტენტ მენეჯერი, რომელსაც თავის მხრივ შეეძლება კონტენტის მოფიქრება, შექმნა, პრეზენტაციის ჩატარება და თავისივე გენერირებული იდეიის აღსრულებაში მოყვანა.
სასწავლო კურსის შინაარსი
გაითვალისწინეთ, რომ კონტენტ მენეჯერობა არ არის სპეციალობა, რომელიც შეგიძლია შეისწავლო, როგორც თეორიული საგანი. აქ ლომის (რომელიც შეიძლება კანის ლომიც აღმოჩნდეს, საბოლოოდ) წილი მოდის პრაქტიკაზე. სწორედ ამიტომ, ლექციების მეორე ნახევარი ყოველთვის დაეთმობა თეორიის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში გადათამაშებას.
ლექცია 1: შეიცან თავი შენი
● ანუ რას ნიშნავს იყო კონტენტ მენეჯერი
● რამდენად საჭიროა პროფესიული თვითშეგნება იმისთვის, რომ ზუსტად იცოდე, რა
გევალება, რა არ გევალება, რა მოლოდინებს ქმნი, რა არის შენი პროფესიული არსებობის მიზანი, როგორ ვითარდება შენი პროფესია, როგორ ნაწილდება როლები სარეკლამო სფეროში
● კრეატიულ სააგენტოში მუშაობის სპეციფიკა
● ბრენდის, მარკეტინგისა და უშალოდ კონტენტ მარკეტინგის მიმოხილვა
● ბრენდის არქეტიპები, მათი განსაზღვრა და გამოყენება კონტენტის შექმნისას
● სტუდენტების გაცნობა და ინსტრუქტორის გამოცდილების წარდგენა
ლექცია 2: ვილაპარაკოთ ჭეშმარიტ ბრიფზე
● რა არის ბრიფი? როგორ გავშიფროთ იგი
● რაში გამოგვადგება ბრიფი და მისი სწორად წაკითხვა
● როგორია კარგი და ცუდი ბრიფი
● გავაანალიზებთ, რამდენად საჭიროა მისი არსებობა და შევისწავლით მის
შექმნასაც, არარსებობის შემთხვევაში
ლექცია 3: პრაქტიკუმი
● განვლილი ორი თემის დავალებების უკუკავშირი და პრაქტიკული გავარჯიშება
ლექცია 4: ასჯერ გაზომე, ათჯერ გაჭერი
● კომუნიკაციის სტრატეგიის როლის განსაზღვრა
● სტრატეგიის შექმნის საბაზისო ცოდნა
● სტრატეგიის სტრუქტურების სპეციფიკა – მისი განახლების მეთოდები
ლექცია 5: კონტენტის არქიტექქტირა
● კონტენტის ნაირსახეობები: სერიები
ვიდეოკონტენტი
კრეატიული კონტენტის მრავალფეროვანი მიმართულებები და მათი არსობრივი სტრუქტურიზება
ლექცია 6: პრაქტიკუმი
● განვლილი 2 თემის დავალებების უკუკავშირი და პრაქტიკული გავარჯიშება
ლექცია 7: სად არის იდეის თავი დამარხული
● სხვადასხვა ხერხი იდეების გენერირებისთვის
● სად გამოვიჭიროთ ინსპირაციის წყარო, რა სიჩქარით დავლიოთ ეს წყარო, როგორ ვებრძოლოთ ტვინის კრეატიული უჯრედების გაუწყლოვნებას
● ბრეინსთორმინგი და მისი ნაირსახეობები
● მუდბორდებისა და საინსპირაციო რეფერენსების შეგროვების კულტურა
● შუალედური დავალება
ლექცია 8: წერა, წერა და გადაწერა
● ქოფირაითინგის ინტეგრირებული კურსი
● ტექსტის უნიკალურობის მიღწევის მეთოდები
● ბრენდის სასაუბრო ტონის განსაზღვრა, ტექსტის შაბლონირება, სარეკლამო ენის ჩვევები, კრიტიკული აქცენტები, Do’s and Don’ts (ნაწილი I)
ლექცია 9: პრაქტიკუმი
● განვლილი 2 თემის დავალებების უკუკავშირი და პრაქტიკული გავარჯიშება ქოფირაითინგში
ლექცია 10: წერა, წერა, გადაწერა და გადაწერა
● წარმატებული ქოფირაითინგის მაგალითების განხილვა ● ტექსტის დინამიკის განსაზღვრა
● ოქროს წესები ქოფირაითინგში
● ლიტერატურული ხრიკები ქოფიში
● რჩევები ქოფის მოკლე დროში წარმოებისთვის ● Do’s and Don’ts (ნაწილი II)
ლექცია 11: ვინც ეძებს, ის პოულობს
● რისერჩის ხელოვნება, კონკურენტების საბაზრო კვლევა, კონტენტის განხრით
● ინსაითების არქეოლოგია
● საკვანძო პუნქტები კონტენტის მოსაპოვებლად. ე.წ. პარტიზანული კონტენტ მენეჯმენტის დავალება
● ქეისების განხილვა
ლექცია 12: პრაქტიკუმი
● განვლილი 2 თემის დავალებების უკუკავშირი და პრაქტიკული გავარჯიშება
ლექცია 13: როგორ შევკაზმოთ იუნიქორნი
● კრატიული კონტენტის პრეზენტირება
● რამდენად მნიშვნელოვანია სწორი შეფუთვა და კონტენტის ისე წარდგენა ● როგორ დავალაგოთ სწორად აზრები და გადმოვცეთ სათქმელი
● პრეზენტაციის ქეისების განხილვა
ლექცია 14: პრაქტიკუმი
● გუნდური სავარჯიშოები, სადაც სტუდენტები მოემზადებიან ფინალური დავალებისთვის
ლექცია 15: იყო და არა იყო რა
● ზღაპრის დასაწყისი და ზღაპრის დასასრული
● ერთი (სრული კურსის გამაანალიზებელი) დღე სარეკლამო სააგენტოშა
● ფინალური დავალების მიღება
ლექცია 16: პრაქტიკუმი
● კურსის ბოლო პრაქტიკული შეხვედრა სრულად დაეთმობა ინდივიდუალური ფინალური დავალებების ანალოგის მიხედვით ვარჯიშს. ჯგუფი ლექტორთან ერთად გაივლის ფინალური დავალების თითოეული კომპონენტის შესრულების პროცესს
ლექცია 17: ფინალური
● საბოლოო ნამუშევრის პრეზენტირება და უკუკავშირების მიღება
სასწავლო კურსის სწავლის შედეგები
კურსის მსმენელებს ეცოდინებათ:
↔ რა უნარებსა და ვალდებულებების ნაკრებს გულისხმობს მათი შერჩეული პროფესია
↔ როგორ მოახდინონ იდეების გენერირება ეფექტურად დროში და კონკრეტულ გარემოში, სადაც ტრენდები უსწრაფესი ტემპით იზრდება, ინფორმაციული ნაკადი კი (სხვა ზღვა კონტენტი) ძალიან ინტენსიურია
↔ როგორ გადმოსცენ მოფიქრებული კონცეფცია და მიანიჭონ მას რეალური სახე კურსის მსმენელებს შეეძლებათ:
↔ კონტენტის შექმნის სრული პროცესის დამოუკიდებლად გავლა – იდეის გენერირებიდან მის რეალურ აღსრულებამდე
↔ კურსის მსმენელები, თავდაპირველად კარგად გაიაზრებენ თითოეული საფეხურის მნიშვნელობას, შემდეგ კი ისწავლიან მის შესრულებასაც:
- ❖ ბრიფის მიღება და დამუშავება (Debrief)
- ❖ კომუნიკაციის კრეატიული სტრატეგიის შემუშავება
- ❖ იდეების გენერირება და კონცეფციის მონახაზის შექმნა რეფერენსების დახმარებით
- ❖ ბრენდის Tone of Voice-ის შერჩევა ციფრული კომუნიკაციებისთვის
- ❖ კონტენტის იდეების არგუმენტირებული პრეზენტირება
- ❖ კონტნტის ტექსტობრივი ნაწილის სინთეზირება ვიზუალურ ნაწილთან, იდეურ დონეზესასწავლო კურსის მოთხოვნებიფლობდეს ქართულ და ინგლისურ ენებს, შეეძლოს ქართულ ენაზე გამართულად წერა და ინგლისურენოვანი კონტენტის გარჩევა.
სასწავლო კურსის შეფასება
კურსის განმავლობაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება თეორიულ და პრაქტიკულ დავალებებს და მათზე დამოუკიდებლად მუშობის უნარს. ყოველი შეხვედრის შემდეგ მიცემულ დავალებებთან ერთად, იქნება შუალედური და საბოლოო დავალება, რომლის შესრულების ხარისხი – განსაზღვრავს სტუდენტის მიერ კურსის წარმატებით დასრულებას.
შეფასების კომპონენტები:
დასწრება/აქტიურობა – 15 ქულა საშინაო დავალებები – 25 ქულა შუალედური დავალება – 25 ქულა საბოლოო პროექტი – 35 ქულა
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი:
კურსის წარმატებით დასრულების სერტიფიკატის მისაღებად სტუდენტმა უნდა მოაგროვოს მინიმუმ 70 ქულა
კურსის მინიმუმ 90 ქულაზე დასრულების შემთხვევაში, სტუდენტი სერტიფიკატთან ერთად მიიღებს წერილობით დახასიათებას/რეკომენდაციას ლექტორისგან.

₾1,190
მსგავსი კურსები

მართვის თანამედროვე მეთოდები 4.0


MS Excel საავტორო კურსი

₾1,190
შეფასებები ჯერ არ არის.