ტრენერთა ტრენინგი
მათ ვინც შესაბამის კომპეტენციას ფლობთ კონკრეტულ სფეროში და ამ გამოცდილების სხვებისთვის გაზიარების სურვილი გაქვთ, შან გრუფის ტრენინგ ცენტრი გთავაზობთ ტრენერთა ტრენინგის (TOT).
კურსის მიზანია, შეიძინოთ ტრენერობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები და შეიტყოთ ტრენინგის მართვისა და სწავლების მეთოდების შესახებ.
ტრენინგს გაუძღვება ნინო ტურაშვილი – ლექტორი, ტრენერი, ნეიროლინგვისტური პროგრამირების მასტერი (NLP)
ტრენინგის ბოლოს გადმოგეცემათ: ორენოვანი სერთიფიკატი, ტრენინგის ფარგლებში გამოყენებული მასალები.
ღონისძიება გაიმართება 15,16 და 17 დეკემბერს.
10:00 სთ-დან 17:00 სთ-ის განმავლობაში.
საათების რაოდენობა: 21 სთ.
სასტუმრო ბესთ ვესთერნში
მის:თბილისი, ბარნოვის ქ. N92
მონაწილეობის საფასურია 850 ლარი, რომელიც მოიცავს მონაწილეებისთვის ყავის შესვენებების, ყველა საჭირო მატერიალისა და სერტიფიკატების ხარჯს.
იჩქარეთ, რეგისტრაცია გაგრძელდება 11 დეკემბრის 18:00 სთ-მდე.
კურსს გაუძღვება ნინო ტურაშვილი.
ნინო არის ლექტორი 15+ გამოცდილებით. სხვადასხვა უნივერსიტეტში კითხულობს სალექციო კურსებს: ,,საჯარო გამოსვლები”, ,,კომუნიკაცია, ,,პრეზენტაცია და დისკუსიის ტექნიკა”, ,,აკადემიური წერა”.
იგი აქტიურად თანამშრომლობს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან, როგორც მოწვეული ტრენერი და უძღვება სოციალური მიმართულების ტრენინგებს, როგორიცაა
,,ეფექტიანი კომუნიკაცია და მომსახურება”, ,,კონფლიქტის მართვა”, გუნდის შეჭიდულობა”, ,,სტრესის მართვა”, ,,ტრენერთა ტრენინგი”.
ნინო არის ნეირო ლინგვისტური პროგრამირების ქოუჩი და REM დეკოდირების სპეციალისტი. იგი არის ლონდონის სკოლის NLP მასტერი და ასევე ნეირო-ლინგვიატური პროგრამირების საზოგადოების ქოუჩინგის მასტერი. ატარებს ინდივიდუალურ თერაპიულ სეანსებს. მას ასევე გავლილი აქვს არტთერაპიის სასწავლო სრული კურსი საჯარო განათლებასა და სოციალურ სფეროში.
დეტალები: ტრენერთა ტრენინგი
|
1. ზრდასრულთა სწავლების პრინციპები;
2. ეფექტური ტრენერის კომპეტენციები და უნარ-ჩვევები;
3. ჯგუფების დინამიკა, ჯგუფის მართვისა და ფასილიტაციის ტექნიკები;
4. ტრენინგის დიზაინი;
5. ტრენინგ მოდულების მომზადება და ტრენინგის დოკუმენტების შედგენა;
6. ტრენინგის მეთოდები (დისკუსიების მართვა, როლური თამაშები, ქეისების ანალიზი,
ვიდეოგადაღება და უკუკავშირი, მუშაობა ფლიპ ჩარტზე, დაფაზე, მუშაობა ბარათებით,
რეფლექსია, პრეზენტაცია, გარე აქტივობები);
7. დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
8. ეფექტური პრეზენტაციის ტექნიკები;
9. უკუკავშირის ტექნიკა;
10. ტრენინგის შედეგების გაზომვა KPI, ROI;
11. NLP ტექნიკები სწავლების პროცესში;
12. რთულ აუდიტორიასთან ურთიერთობა;
13. სირთულეების, კონფლიქტების მართვის სტრატეგიები ტრენინგის დროს;
14.ტრენერის ეთიკა და აუდიტორიისთვის კეთილგანწყობილი გარემოს შექმნის
სტრატეგიები.
₾850
მსგავსი კურსები
გრაფიკული დიზაინი
გრაფიკული დიზაინი
Motion Design
₾850