2023 წლის პირველი თვე თვითგანვითარების დასაგეგმად და ახალი უნარების შესაძენად საუკეთესო პერიოდია. აფვეიზე შესაძლებელია, შენი თვითგანვითარება ყველაზე მარტივად დაგეგმო და სასურველი კურსი, საუკეთესო სკოლებიდან აირჩიო.
კოლაბი აფვეის ახალი მეგობარია, რომელიც სწავლების განსხვავებული მეთოდებითა და მიდგომით გამოირჩევა. სილაბუსის სტრუქტურა და ლექციების ვიზუალური კონტრასტი, კურსებს საინტერესოსა და მარტივად ასათვისებელს ხდის.
კოლაბი ყველაზე დიდ მნიშვნელობას სწავლის ხარისხს ანიჭებს; სტუდენტებს თეორიულთან ერთად პრაქტიკულ ცოდნასაც სთავაზობს. ლექციების ვიზუალიზაცია კი დაგეხმარებათ საფუძვლიანი გახადოთ თქვენი ცოდნა და არასდროს დაგავიწყდეთ ნასწავლი. კურსების ფართო არჩევანთან ერთად, კოლაბი მომხმარებლებს სწავლის პირისპირ (ლაივ რეჟიმში) მეთოდსაც სთავაზობს.
კოლაბის კურსებს სფეროს ექსპერტი მენტორები უძღვებიან, რომლებიც მზად არიან საკუთარი გამოცდილება სტუდენტებს ინტერაქტიული კლასების მეშვეობით გაუზიარონ.
დღევანდელ Ბლოგში კოლაბის კურსების და მენტორების შესახებ მოგიყვებით. Კოლაბის კურსების აფვეიზე შეძენის შემთხვევაში კი 15%-იანი ფასდაკლებით 23 იანვრიდან, 6 თებერვლის ჩათვლით ისარგებლებთ.
ფოტოგრაფია – გურამ წიბახაშვილი
წარმოგიდგენთ გურამ წიბახაშვილს, ფოტოგრაფიის ლექტორს. ის 40 წელია ფოტოგრაფიის ინდუსტრიაში მოღვაწეობს. მის სახელს უკავშირდება მრავალი გალერიის, გამოფენის, ჟურნალ-გაზეთის, მუზეუმის დაარსება და გახსნა. ბატონმა გურამმა არაერთი საქართველოს ისტორიისთვის ფასდაუდებელი და ისტორიული კადრი აღბეჭდა ფირზე. მისი კურსი აგებულია ვორქშოფებითა და პრაქტიკული სამუშაოებით. თქვენ შეძლებთ გაეცნოთ როგორც თეორიულ მხარესა და საფუძვლებს, ასევე, განივითარებთ ხედვას, დაგეგმვისა და აწყობის პროცესს, სათქმელის სწორედ გადმოცემასა და ასახვას. გურამ წიბახაშვილი გაგიზიარებთ ცოდნას ფოტოგრაფიის თანამედროვე და საწყის ეტაპებზე. მისი კურსი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და დატვირთულია.
Storytelling – დათო გორგილაძე
დათო გორგილაძე ცნობილი ჟურნალისტი და მწერალია. ის პირველ არხზე გადაცემას – ,, გორგილაძის აუტანელ სიმსუბუქესა’’ და დილის გადაცემა – ,, ახალ დღეს’’ უძღვება. გარდა ამისა, დათო გორგილაძეს მიჰყავს საეთერო-საავტორო პროგრამა ,,წიგნის დრო.’’
დათო გორგილაძე უძღვება კურსს ,,ამბის თხრობა’’ (storytelling). კურსის მონაწილე შეძლებს მოსაყოლად ვარგისი იდეების ამოცნობასა და მათ განხორციელებას, ასევე, დრამატურგულად გამართულად თხრობასა და საინტერესო-სახასიათო პერსონაჟების შექმნას; დამაჯერებელი დიალოგების წერას. აფვეის ვებგვერდზე რეგისტრაციით შეძლებთ, დაიწყოთ კურსის გავლა.
გრაფიკული დიზაინი – მარიამ კაჭარავა
გაგაცნობთ მარიამ კაჭარავას. ის 5 წელზე მეტია, რაც გრაფიკული დიზაინის ინდუსტრიაშია. Მარიამის ნამუშევრები განთავსებული იყო ისეთ გამოფენებზე, როგორებიცაა: International Contemporary art fair (Curator – Galería Gaudi) – German Festival d’Arts Escèniques ENDOA Entre Dos Orillas Atlánticas – Spain International Collage Art Exhibition – Retroavangarda – Poland და ა.შ.
მარიამ კაჭარავას კარიერის ერთ-ერთი საინტერესო მონაკვეთია მისი ნამუშევრები პროექტებზე: Adobe Spark, Adobe Max და ა.შ. ის ამ ეტაპზე თანამშრომლობს საქართველოს ბაზარზე არსებულ წამყვან კომპანიებთან. მარიამი თავის ცოდნას გაგიზიარებთ კურსით, რომლის გავლაც აფვეისთან ერთად შეგიძლიათ.
ქოფირაითინგი – გიორგი ქუცა რუხაძე
გიორგი ქუცა რუხაძე 10 წელია სარეკლამო ინდუსტრიაში მოღვაწეობს. ის ქოფირაითინგის კურსის სპიკერია. ამჯერად ის კრეატიული სააგენტო „HOLMES&WATSON“-ის Senior Copywriter-ია. გიორგი წლების განმავლობაში მუშაობდა ასობით ბრენდის და ათასამდე პროდუქტის კომუნიკაციაზე. აღსანიშნავია, რომ მან 2018 წლიდან დაიწყო ლექციების ჩატარება. მისი სასწავლო კურსის მიზანია, სტუდენტებმა შეძლონ საკომუნიკაციო იდეების გენერირება და მათი ტექსტუალურად გამართვა. გიორგი იზრუნებს იმაზე, რომ კურსის გავლისას შეძლოთ სცენარის, სლოგანის და სხვა სახის საკომუნიკაციო ტექსტების ლაკონურად, გამართულად წერა, საბოლოოდ კი, იდეების დაგენერირება და სარეკლამო კამპანიად ქცევა. მისი კურსის გავლა შეგიძლიათ ჩვენთან:
UX/UI დიზაინი – ბაჩო ბარნაბიშვილი
თანამედროვე სამყაროში UI/UX დიზაინი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და საჭირო პროფესიაა. გვინდა გაგაცნოთ ბაჩო ბარნაბიშვილი, რომელიც 10 წელზე მეტია, რაც UI & UX დიზაინის ინდუსტრიაშია. მან განათლება მიიღო Motion Design School – კიევი/Nielsen Norman Group – ლონდონი/Experience Design Institute – ამსტერდამი. მისი კარიერა მრავალფეროვანი გამოცდილებებითაა სავსე. ბაჩო საქართველოს წარმატებულ კორპორაციებში წამყვან პოზიციებს იკავებდა. ამჯერად ის TBC Net-ის სინიორ UI/UX დიზაინერია და აქტიურად მუშაობას ინოვაციურ ტექნოლოგიურ პროექტებზე.
ბაჩო ბარნაბიშვილის სასწავლო პროგრამა ვორქშოფების პრინციპსა და პრაქტიკულ სამუშაოებზეა აგებული. კურსის მიზანია, სტუდენტმა პროგრამების ზეპირი ცოდნისა თუ სტანდარტული დიზაინის ხატვისაგან განსხვავებით, ისწავლონ დიზაინ პროცესების დაგეგმარება, პრეზენტაცია, დამკვეთთან კოლაბორაცია და სხვა. მისი კურსის დაწყებისათვის, გაიარეთ რეგისტრაცია:
ვებ დეველოპმენტი – ლევან ილაშვილი
ლევან ილაშვილი კურსის – ვებ დეველოპმენტის – სპიკერია. ის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია 11 წლიანი გამოცდილებით. ის ფინანსური მომსახურებისა და სადაზღვეო ინდუსტრიის კომპლექსური აპლიკაციების შექმნა, დანერგვასა და ადაპტაციაზე მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ ლევანი ბოლო 5 წელია back end-სა Node.js-ის მიმართულებით მუშაობს. ამასთან ერთად, მისი გამოცდილება მოიცავს მუშაობას ფინტექის პროექტებზე, მათ შორის ბლოკჩეინის აპლიკაციებთან გადახდების ინტეგრირებაზე. ლევან ილაშვილს დაპროგრამებული აქვს ეკონომიკურად ეფექტური, მაღალი ხარისხის სისტემები რთული ბიზნეს პრობლემების გადასაჭრელად.
წარმოგიდგენთ მისი ვებ დეველოპმენტის კურსს, სადაც შეძლებთ გაეცნოთ HTML, CSS, Javascript და React-ის საწყისებს. კურსის სტრუქტურა იმდაგვარადაა შედგენილი, რომ სტუდენტები კვირაში რამდენჯერმე შეძლებენ მარტივი გვერდების შექმნასა და პრაქტიკული ამოცანების კეთებას. ლექციების ჯგუფური სამუშაოებითაა დატვირთული, რაც შეგამზადებთ სამომავლო სამუშაო პირობებისთვის. ლევანის კურსზე დამატებითი დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებგვერდზე.
ციფრული მარკეტინგი – ტატო ნორაკიძე
ტატო ნორაკიძე ციფრული მარკეტინგის კურსის სპიკერია. მას 13 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. ტატო ამჟამად თიბისი ბანკის ციფრული გაყიდვების მიმართულების ხელმძღვანელი და ასევე რამდენიმე ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდის ციფრული კონსულტანტია. მას ნამუშევარი აქვს 20,000-ზე მეტ ციფრულ კამპანიასა და 20 მილიონზე მეტ net spent ციფრულ არხებში და ჩატარებული აქვს 200-ზე მეტი სესია/ლექცია.
ტატო ნორაკიძის ციფრული მარკეტინგის პროგრამა შედგება ოთხი მოდულისგან: მარკეტინგის ციფრული ტრანსფორმაცია, ინტეგრირებული კომუნიკაცია, სოციალური მედია არხები, ციფრული აქტივაცია და რეკლამის ტიპები, კრიზისის მაფთვა ციფრულ სამყაროში, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ციფრულ ერაში და ბოლოს, კურსის განმავლობაში მიღებული ცოდნის მიხედვით შემაჯამებელი ინდივიდიალური პროექტის წადგენა აუდიტორიის წინაშე.
ლექციებზე განიხილავთ თანამედროვე ციფრული სამყაროსა და ტრადიციული მარკეტინგის დაპირისპირებას; ისაუბრებთ პოპულარულ სოციალურ მედია არხებზე, მიგნებებსა და საუკეთესო პრაქტიკებზე; კონტენტის სახეობასა და ფორმატებზე. კურსის გასავლელად გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე:
ინტერიერის დიზაინი – სალომე გულორდავა
სალომე გულორდავა წარმატებული ინტერიერის დიზაინერია. მან კარიერის დასაწყისშივე დაიკავა თავისი ნიშა და 5 წელზე მეტია მოღვაწეობს ინტერიერის დიზაინის ინდუსტრიაში. სალომემ დაარსა საკუთარი დიზაინ სტუდია s_interiors. მის პორტფოლიოში ნახავთ ძველისა და ახლის ელეგანტურ შეხამებას. სალომეს ხედვითაა შექმნილი არაერთი გამორჩეული პროექტი როგორც საქართველოში, ასევე, მის საზღვრებს გარეთ. ის სავსეა ნოვატორული იდეებით; არ აშინებს ახალი გამოწვევები. სალომეს შესრულებულ დიზაინ პროექტებს შეგიძლიათ გაეცნოთ მის ინსტაგრამ გვერდზე.
სალომე გულორდავას ინტერიერის დიზაინის კურსი პრაქტიკული სამუშაოებითა და ვორქშოფებითაა დატვირთული. მოცემული კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს დიზაინ პროცესების დაგეგმარება, პრეზენტაცია, დამკვეთთან კოლაბორაცია და სხვა. კურსს დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ აფვეის ვებგვერდზე.
ბრენდინგი – შოთა ჩინჩალაძე
შოთა ჩინჩალაძე ბრენდინგის კურსს გაუძღვება. ის LEVEL C-ის სერტიფიცირებული ბრენდის სტრატეგი და თანმიმდევრული ბრენდინგის მრჩეველია.
2012-2020 წლებში სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო LIVE-ის წევრი იყო და ბრენდინგისა და საკომუნიკაციო პროექტებზე ისეთ დიდ ბრენდებთან მუშაობდა როგორებიცაა: ნატახტარი, მთიელი, TOYOTA კავკასია, VTB ბანკი, საქართველოს რაგბის კავშირი, დრესაპ ჯგუფი და ა.შ.
2020 წლიდან დამოუკიდებელ სტრატეგად მუშაობს და დღემდე 20-ზე მეტ კომპანიას დაეხმარა საკუთარი ბრენდის გააზრებაში, ბრენდის ღირებულებითი, ვერბალური და ვიზუალური სტრატეგიების შექმნაში. 2013 წლიდან კითხულობს ლექციებს ბრენდინგსა და მარკეტინგში, ჯიპაში, კავკასიის უნივერსიტეტში, საქართველოს უნივერსიტეტში, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტსა და სხვადასხვა ტრენინგ ცენტრებში. 2020 წლიდან მართავს საკუთარ ინსტაგრამ გვერდსაც, რომლის საშუალებითაც ადამიანებს ბრენდინგისა და მასთან დაკავშირებული დისციპლინების შესახებ ცოდნას უზიარებს და ძლიერი ქართული ბრენდების შექმნისთვის აუცილებელი ცოდნით ამარაგებს.
შოთა ჩინჩალაძე გაუძღვება კოლაბის ბრენდინგის კურსს, რომელიც სრულიად არასტანდარტული მიმართულების იქნება. მოცემული კურსი თებერვლიდან დაემატება და სურვილისშემთხვევაში შეძლებთ გავლას.
3D პერსონაჟის შექმნა – ნიკოლას რეინი
ნიკოლას რეინის 1 თვიანი 3D პერსონაჟის შექმნის კურსი დაგეხმარებათ 3D პერსონაჟების შექმნაში. ნიკოლასი 5 წელზე მეტია, რაც ამ სფეროში მოღვაწეობს. მისი შემოქმედება მოიცავს 100-ზე მეტ პროექტსა და პერსონაჟს, როგორც ვიდეო თამაშების (From indie to AAA), ასევე, ბორდგეიმების (Headen galaxy და ა.შ.) მიმართულებით.
ნიკოლასის კურსი დაგეხმარებათ ისწავლოთ ვიდეო თამაშებისა თუ 3D ანიმაციისთვის განკუთვნილი 3D პერსონაჟების შექმნა. კურსით დაინტერესებისას, შეგიძლიათ დაუკავშირდეს აფვეის გვერდს და მიიღოთ დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ.
სოციალური მედიის მენეჯმენტი – დავით კიკნაძე და გიორგი ბურჯანაძე
სოციალური მედიის მენეჯმენტისადმი ინტერესი დღითიდღე იზრდება. ციფრული სამყაროს გამოყენებით შეგიძლიათ განავითაროთ საკუთარი თუ სხვისი ბიზნესი. წარმოგიდგენთ ლექტორებს, რომლებიც დაგეხმარებათ, გაიღრმავოთ ცოდნა სოციალური მედიების მართვისა და შეიძინოთ აუცილებელი ვერბალური თუ ტექნიკური უნარი.
დავით კიკნაძე სოციალური მედიის სპეციალისტია. მისი გამოცდილება მოიცავს მუშაობას საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებლობა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეთანა და საქართველოს თანაინვესტირების ფონდთან.
გიორგი ბურჯანაძე, ასევე, გამოცდილი სპეციალისტია. მისი სამუშაო გამოცდილება საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებლობას, ჩაის სახლს ,,ალტჰაუსს,’’ თბილისის მერიასა და ბევრი სხვისგან შედგება.
მათი საერთო კურსის გასავლელად, ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს და გაიარეთ რეგისტრაცია.
Web3 explained – ბექა ზაქაიძე
Სწრაფად ცვალებად რეალობაში, სულ უფრო მოთხოვნადი ხდება რეალურ სამყაროში ბლოკჩეინის ისეთი აპლიკაციების გამოყენება, როგორიცაა Web3 (კრიპტო) საფულეები, ციფრული აქტივების შეძენა და მართვა, DeFi და ჭკვიანი კონტრაქტები. შესაბამისად, გთავაზობთ კურსს, რომელიც დაგეხმარებათ შეაბიჯოთ კრიპტო სამყაროში, ანდაც გაიღრმავოთ თქვენი ცოდნა.
გაგაცნობთ ბექა ზაქაიძეს. მან განათლება თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში მიიღო. ის web3 აღმასრულებელი და კრეატიული ლიდერია. მისი სამუშაო გამოცდილების ნაწილია metaverse missionary და digital marketing and branding authority. ბექა იქნება სპიკერი Web3 explained კურსისა, რომლის გავლასაც თებერვლიდან შეძლებთ.