აღმოაჩინე 2023 წლის ყველაზე ანაზღაურებადი პროფესიები

თუ ახლა იწყებ კარიერაზე ფიქრს, ან სულაც არსებული პროფესიის შეცვლა გინდა, აუცილებელია სწრაფად ცვალებად რეალობას დააკვირდე და განსაზღვრო რომელი კარიერული გზა იქნება გრძელვადიან პერსპექტივაში აქტუალური და მომგებიანი.

აფვეიმ 2023 წელი პოპულარული კურსების შეჯამებით დაიწყო. ამ პროცესისას დავასკვენით, რომ საქართველოში კურსებზე მოთხოვნა პირდაპირპროპორციულია მსოფლიო შრომის ბაზრის საჭიროებებისა.  2022 წელს აფვეის მომხმარებელთა დიდი ნაწილი უპირატესობას ანიჭებდა მოთხოვნად და ამავდროულად, მაღალანაზღაურებადი საქმიანობების შესწავლას; პროფესიულად ვითარდებოდა თანამედროვე ტენდენციებისა და მოთხოვნების შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ ეს  კარიერულ წინსვლის ერთ-ერთი განუყოფელი და მნიშვნელოვანი  ნაწილია.

სამუშაო ადგილებისა და დასაქმების მსურველთა რაოდენობის ზოგადი სურათის მიხედვით, შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ მომავლის მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესიები.

Ამ ბლოგში გაეცნობით 2023 წლისთვის ყველაზე ანაზღაურებადი საქმიანობების  ჩამონათვალს, ასევე, მსოფლიო სამუშაო ადგილების რაოდენობას, საშუალო ხელფასსა და აფვეის კურსებს, რომლებიც დაგეხმარებათ ამ პროფესიების დაუფლებაში.

  1.     მონაცემთა მეცნიერება (Data Science)

  დღევანდელ სამყაროში ინფორმაცია ყოველწამიერად გროვდება, შესაბამისად დღესდღეობით ძალიან დიდი მოცულობის და მრავალფეროვანი მონაცემები არსებობს. მონაცემთა მეცნიერება გვეხმარება, რომ შევძლოთ ამ დიდი მონაცემების ანალიზი ისე, რომ ის მნიშვნელოვანი და ღირებული გავხადოთ. მსოფლიოს დიდი კომპანიების უმეტესობა მონაცემებით არის მართული, რაც ნიშნავს იმას, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სწორედ მონაცემთა ანალიზზე დაყრდნობით მიიღება.

მონაცემთა მეცნიერება შეიძლება განვმარტოთ, როგორც მათემატიკის, ბიზნესის, ალგორითმებისა და მანქანური სწავლების (Machine Learning) ტექნიკების ერთობლიობა, რომელიც გვეხმარება, ვიპოვოთ მონაცემებში არსებული კანონზომიერებები და გავაკეთოთ აღმოჩენები, რომელიც ორგანიზაციებისთვის გადაწყვეტილების მიღებას მნიშვნელოვნად გაამარტივებს და ეფექტურს გახდის.

აფვეის ვებგვერდზე განთავსებულია მონაცემთა მეცნიერების კურსები, რომლის სწავლის დაწყებაც ახლავე შეგიძლიათ. მონაცემთა მეცნიერის საშუალო წლიური ხელფასი მსოფლიოში 165 000$-ს აჭარბებს, საქართველოში კი თვიურად 3-6 ათას ლარამდეა. 

დაიწყე კურსის სწავლა.

  1.     მონაცემთა ანალიტიკა (Data Analytics)

     დღევანდელი სამყარო მონაცემებზე დგას. კომპანიების უმეტესობისთვის ისინი უმნიშვნელოვანესი აქტივია, თუმცა მონაცემები ანალიტიკის გარეშე არის მხოლოდ რიცხვები, რომელთაც არანაირი დამატებითი ღირებულების მოტანა არ შეუძლიათ. მონაცემთა ანალიტიკოსის როლი სწორედ ის არის, რომ დიდი რაოდენობის ნედლი ინფორმაცია თარგმნოს ისეთ მიგნებებში, რომლებიც კომპანიებს ღირებული და მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმისკენ უბიძგებენ.

  მონაცემთა ეკოსისტემა ბევრ სხვადასხვა როლს, სპეციალიზაციას და უნარს აერთიანებს, თუმცა მათი ყველას საერთო მახასიათებელი არის ის, რომ მონაცემთა ანალიტიკა ადამიანებს საშუალებას აძლევს, გააერთიანონ მათი კრეატიული და ანალიტიკური აზროვნება და შედეგად მოახდინონ რეალური გავლენა სხვადასხვა ინდუსტრიაზე.

 ჩვენს შემოთავაზებულ კურსში გაეცნობით: ბიზნეს პრობლემის ანალიტიკურ პრობლემად ჩამოყალიბებას, შესაბამისი მონაცემების მოძიებას, მათ გაწმენდასა და დამუშავებას SQL-ის გამოყენებით, მონაცემთა ანალიზსა და ვიზუალიზაციას Power BI-ს გამოყენებით, მიღებული მიგნებების კომუნიკაციასა და ანალიტიკაზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღებას. საქართველოში ამ პროფესიის ადამიანების ანაზღაურება ყოველთვიურ 2,5-10 ათას ლარამდე მერყეობს.

დაიწყე კურსის სწავლა.

  1.     მობილური პროგრამირება – android

 თანამედროვე სამყაროში ნებისმიერი ციფრული პროდუქტი ან მომსახურება არ ითვლება სრულყოფილად, თუ მას მობილური აპლიკაცია არ აქვს. მსოფლიოს მობილური მომხმარებლების დაახლოებით 86% კი ანდროიდის მომხმარებელია,  რაც მას ყველაზე პოპულარულ მიმართულებად ხდის მობაილ დეველოპმენტში.

 პროგრამირების ენები Java და Kotlin, Android აპლიკაციების შექმნისას გარკვეული თვალსაზრისით შეუცვლელია ვინაიდან Java „native,“  ბუნებრივ ენად ითვლება Android ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე მოწყობილობებისათვის, ხოლო Kotlin უკვე რამოდენიმე წელია დიდი პოპულარეობით სარგებლობს JVM სამყაროში, განსაკუთრებით კი ანდროიდ დეველოპმენტში. ეს ენა გუგლმა, 2017 წელს ოფიციალურ მხარდაჭერილ ენად გამოაცხადა, შესაბამისად, ამ პროგრამულ ენებზე Android აპლიკაციის შექმნისას შესაძლებელია ყველა იმ შესაძლებლობის სრულად გამოყენება რომელსაც Android ოპერაციული სისტემა გვაძლევს.

 მოცემული კურსის გავლის შემთხვევაში, თქვენ შეძლებთ Java-სა და Kotlin-ზე პროგრამული კოდის შექმნას და Android Studio-ს პროგრამულ გარემოში მუშაობას.  საშუალება გექნებათ მეცადინეობისას გამოიყენოთ არა მარტო სმარტფონები, არამედ Google Glass-ი და Smartwatch-ი; შექმნათ პროგრამული კოდი ამ ინოვაციური მოწყობილობებისათვის და თავად დატესტოთ, როგორ მუშაობს თქვენი  შექმნილი აპლიკაციები ამ მოწყობილობებზე. მსოფლიოში წლიური საშუალო ხელფასი 100 000$-ს აჭარბებს, საქართველოში კი ეს თქვენს პროფესიონალიზმსა და სამუშაო კომპანიას ემყარება.

დაიწყე კურსის სწავლა.  

  1.     UX RESEARCH & DESIGN

    მას შემდეგ, რაც ციფრულმა პროდუქტებმა ბევრი ყოველდღიური საქმე ჩაანაცვლა, გაჩნდა საჭიროება, რომ ეს პროდუქტები მაქსიმალურად მორგებული იყოს ადამიანების მოთხოვნებს და შესაძლებლობებს. პროდუქტებიდან მიღებული გამოცდილება(UX) ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია წარმატებისთვის. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ სფეროში კომპეტენტური კადრის ყოლა.

კურსი დაფუძნებულია მომხმარებელზე ორიენტირებული დიზაინის (HCD), კერძოდ, კი დიზაინერული აზროვნების პროცესზე (Framework-ზე) და იძლევა ცოდნას ყველა იმ მეთოდზე, რომელიც ციფრული პროდუქტების შექმნაში გამოიყენება.

აღსანიშნავია, რომ მოცემულ პოზიციაზე მოთხოვნა დიდი, ხოლო პროფესიონალთა რაოდენობა კი, საკმაოდ ცოტაა. ეს დიდი შესაძლობლობაა თქვენთვის დაეუფლოთ მოთხოვნად პროფესიას და შესაბამისად, ანაზღაურებაც მაღალი მიიღოთ. მსოფლიოში საშუალო წლიური ხელფასი 90 000$-ია.

დაიწყე კურსის სწავლა.

აარჩიე კურსი საჩუქრად აფვეიზე

  1.     პროგრამირება – Python

Python დღესდღეობით პროგრამირების ერთ-ერთი  პოპულარული ენაა, რომელიც გამოიყენება თანამედროვე დეველოპმენტის პრაქტიკულად ყველა სფეროში. ამ ენის გამოყენებით, თქვენ შეძლებთ ვებ-აპლიკაციების შექმნას, თამაშების დაწერას, მონაცემთა ანალიზს, სისტემური ადმინისტრირების ამოცანების ავტომატიზაციასა და მრავალ სხვას.

Python საბაზო კურსის გავლისას თქვენ შეისწავლით ამ ენის ძირითად ცნებებს, მის კონსტრუქციას, მონაცემთა ტიპებსა და სტრუქტურას, სამართავ ბლოკებს, ციკლებს, ფუნქციებს; შეეხებით საბაზო დონეზე ობიექტზეორიენტირებულ დაპროგრამების პრინციპებსა და სხვ.

ჩვენ მიერ შემოთავაზებული კურსი გათვლილია დამწყებთათვის – ვისაც სურს, ჩამოუყალიბდეს პროგრამირების ბაზისი და მათთვის ვისაც სურს, გაიმეოროს Python დაპროგრამების ენის ძირითადი პრინციპები პრაქტიკაში.

აღსანიშნავია, რომ სპეციალისტთა ანაზღაურება მსოფლიოში წლიურად 110 000$-ს აჭარბებს.

დაიწყე კურსის სწავლა.

  1.     პროგრამირება – Java

   Java პროგრამირების ერთ-ერთი ენაა, რომელიც საკმაოდ მოთხოვნადია თანამედროვე სამყაროში და ვარაუდობენ, რომ მოთხოვნადად დარჩება 2023 წელსაც თავისი უნიკალური და დიდი შესაძლებლობებიდან გამომდინარე.

მოცემული ენის ცოდნა მოქცემთ იმის საშუალობეას, რომ იმუშაოთ სხვადასხვა პროგრამაზე, სხვადასხვა კომპანიასთან. პროგრამული ენის გამოყენება შეიძლება კომფორტულ და მოსახერხებელ საქმიანობად ჩავთვალოთ, რადგანაც თქვენ დისტანციურად, ნებისმიერი ადგილიდან მოახერხებთ მუშაობას საქართველოსა თუ მის საზღვრებს გარეთ მდებარე კომპანიებში. მოცემული პროფესიის დაუფლებით მაღალანაზღაურებადი და თქვენზე მორგებული სამუშაო ადგილის წინაპირობაა.

წლიური საშუალო ანაზღაურება 106 000$-ია მსოფლიოში.

დაიწყე კურსის სწავლა.

  1.     UX & UI დიზაინი

სიტყვა UI იშიფრება როგორც “User Interface”. მომხმარებლის ინტერფეისი არის აპლიკაციის გრაფიკული სქემა. ის მოიცავს ღილაკებს, რომლებსაც ვაჭერთ, ტექსტს, რომელსაც ვკითხულობთ და სურათებს, რომლებსაც აღვიქვამთ აპლიკაციის გამოყენებისას. ყველა სახის ვიზუალური ელემენტი და ანიმაციები არის დაკავშირებული UI დიზაინერთან.

სიტყვა UX არის”User Experience”. მომხმარებელთა გამოცდილება განსაზღვრება მათი ინტერაქციით. UX-ის მთავარი დანიშნულებაა, რომ აპლიკაციის ნავიგაცია იყოს ლოგიკურად დაკავშირებული ერთმანეთთან, რომ აპლიკაციასთან ინტერაქცია იყოს სასიამოვნო და მარტივად მოხმარებადი. მოკლედ რომ ვთქვათ, UX დიზაინერები არჩევანს აკეთებენ ინტერფეისის ფუნქციალურობაზე და სტრუქტურაზე.

UX & UI დიზაინერის წლიური ხელფასი მსოფლიოში არის 95 000$, საქართველოში კი 1 თვის ანაზღაურება 2-2,5 ათასი ლარია.

გაეცანი კურსებს აქ.

  1.     სოციალური მედიის მენეჯმენტი

     მოცემული საქმიანობა საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანია. მოცემული პროფესიის დაუფლება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აინტერესებს ციფრული სამყარო, გეგმავს გახდეს სოციალური მედიის მენეჯერი, ან უბრალოდ სურს, რომ უკეთ განავითაროს საკუთარი ბიზნესი.

ჩვენს შემოთანაზებულ კურსში სიღრმისეულად შეისწავლით, რა არის სოციალური მედია, როგორ მუშაობს იგი და როგორ უნდა წარმართოთ მარკეტინგული კამპანია სწორად; ზუსტად გაიგებთ, რა სურს პოტენციურ მომხმარებელს. ასევე, გაიგებთ როგორ შექმნათ სასურველი მიზნობრივი აუდიტორია და მიაღწიოთ წარმატებას სწორი კონტენტ-დაგეგმარებითა და მენეჯმენტით.

დაიწყე კურსის სწავლა.

ალბათ გასაკვირი არაა, რომ  ჩამონათვალიდან უმეტესი პროფესია  პროგრამირებას უკავშირდება. ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ ბევრი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა. დასაქმების მსურველთა და პროფესიონალთა რაოდენობის ზრდის მიუხედავად, რთულია იმ მოთხოვნის დაკმაყოფილება, რომელიც მსოფლიოში არსებობს, ამიტომაც ეს პროფესიები კვლავ  ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და პერსპექტიულია. 

Აფვეიზე შეძლებ რომ აარჩიო შენთვის სასურველი კურსი სხვადასხვა ფილტრაციის მიხედვით, იმ მიმართულებიდან, რომელიც გაინტერესებს. Თუ კითხვები გაქვს თვითგანვითარებასთან დაკავშირებით და გამოცდილი ადამიანების რჩევა გჭირდება, მოგვწერ და აფვეი შესაბამისი მიმართულების გამოცდილ მენტორს დაგაკავშირებს სრულიად უფასოდ.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1.       Forbes – ,,The 30 Fastest-Growing Jobs And Careers For The Next 10 Years’’

https://www.forbes.com/sites/jackkelly/2021/09/16/the-30-fastest-growing-jobs-and-careers-for-the-next-10-years/?sh=4cc447ec609f

  1.       Forbes – ,,Predictions For 2023 From The Career Experts’’

https://www.forbes.com/sites/robinryan/2023/01/03/predictions-for-2023-from-the-career-experts/?sh=3455cbb4886e

  1.       ,,Top 10 Highest Paying Jobs & Careers in 2023’’

https://ideyl.com/highest-paying-jobs/

  1.       ,,Jobs  and  salaries in Tbilisi’’

https://teleport.org/cities/tbilisi/salaries/
















      upway.ge
      Logo
      რეგისტრაცია
      Compare items
      • Total (0)
      Compare
      კალათა