რა სხვაობაა ტრეიდინგსა და ინვესტიციებს შორის?

აფვეი კურსების მწარმოებლების სტრატეგიული პარტნიორია და მათ ბიზნესის სრული შესაძლებლობების აღმოჩენაში, აუდიტორიის გაზრდაში, მომხმარებლების  საუკეთესო გამოცდილების შექმნასა და განვითარებაში ეხმარება.

დღეს, გაგაცნობთ აფვეის პარტნიორის, ტრეიდერების ჰაბის დამფუძნებლის, რატი ქირიას ბლოგს, რომელიც მიმოიხილავს ტრეიდინგის და ინვესტიციების მიმართულებას. ტრეიდერების ჰაბის კურსების ნახვა აფვეიზეა შესაძლებელი.

ამ ორ ყველაზე პოპულარულ მიმართულებას ფინანსებში ერთი და შეიძლება ითქვას ფუნდამენტალური საერთო არსი აერთიანებს, რომელიც არის შემოსავალი, რომლის მიღება ორივე შემთხვევაში ნამდვილად შესაძლებელია, თუმცა მრავალი განსხვავებების მიხედვით ჩვენ შეგვიძლია საკუთარი თავი სწორად ვიპოვნოთ და გავცეთ პასუხი იმ კითხვაზე თუ რომელი მიმართულებით გვირჩევნია ფულის გამომუშავება დღეს? ტრეიდინგით თუ ინვესტიციებით?!

რა არის ინვესტიციები?

ინვესტიცია არის აქტივის ყიდვა როგორიც არის აქციები, ობლიგაციები, ურთიერთდახმარების ფონდი თუ სხვა იმ იმედით, რომ მიიღებთ შემოსავალს. ძირითადად საზოგადოება მიმართავს ინვესტიციებს გრძელვადიანი მიზნებისთვის, რომელიც შესაძლოა იყოს რამდენიმე წლის შემდეგ მიღებული შემოსავლით სახლის ყიდვა ან სულაც სწავლის დაფინანსება და სხვა პირადი მიზეზები, შესაბამისად ამ რაოდენობის თანხის დასაგროვებლად ინვესტიციები ცნობილია, როგორც გრძელვადიანი გარიგება ბაზარზე, რომელიც შესაძლოა რამდენიმე წლიანი იყოს ან სულაც დეკადაზე გათვლილი პორტფოლიო.

რა არის ტრეიდინგი?

ტრეიდინგი გულისხმობს აქტივების ყიდვა-გაყიდვის ოპერაციას, მსგავსად ინვესტიციებისა შესაძლოა ვივაჭროთ ზემოთ ჩამოთვლილ ყველა ფინანსურ ინსტრუმენტებზე და მათ შორის სავალუტო წყვილებზე, ინდექსებზე და სხვაზე იმ იმედით, რომ გვექნება შემოსავალი მოკლე ვადიან პერიოდში. ტრეიდინგი შესაძლოა განხორციელდეს სხვადასხვა დროის დიაპაზონში, მაგალითად რამდენიმე წუთის ინტერვალში, დღეები, კვირები თუ თვე, რომელიც ძირითადად გულისხმობს აქტიურ ყიდვა-გაყიდვის გარიგებებს ბაზარზე.

ტრეიდინგში გვაქვს ოთხი ვაჭრობის სტილი:

  • პოზიციური ტრეიდინგი / Position Trading – შერჩეული პოზიციები, რომლებიც თვიდან წლამდე შეიძლება გვქონდეს.
  • სვინგ ტრეიდინგი / Swing Trading- პოზიციები რომლებზეც ვაჭრობთ დღიდან კვირამდე.
  • დღიური ტრეიდინგი / Day Trading- პოზიციები რომლებზეც ვაჭრობა ხდება მხოლოდ კონკრეტული სრული დღის პერიოდში არ ხდება მათი გადატანა შემდეგი დღისთვის.
  • სკალპინგ ტრეიდინგი / Scalping Trading- პოზიციები რომლებზეც ვაჭრობთ წუთიდან წამამდე და არ ხდება მათი შემდეგი დღისთვის გადატანა იგულისხმება გახსნილი პოზიციები.

და მაინც, როგორ გავიგოთ თუ რომელი მიმართულება არის ყველაზე მისაღები ჩვენთვის?!

 ტრეიდინგსა და ინვესტიციებს შორის სხვა სიღრმისეული განსხვავებები არსებობს, თუმცა მათი შერჩევისას აუცილებელია შემდეგი შეიძლება ითქვას პირადი ფაქტორების სწორად გაანალიზება და შემდეგ განსაზღვრა.

  • ვაჭრობის ხანგრძლიობა
  • რისკის ზღვარი
  • ბაზრების ლიკვიდურობა
  • თანხის მოცულობა

ტრეიდინგში რისკი გაცილებით მაღალია, როგორც მოგების ასევე წაგების შესაბამისად ამ მიმართულებით საჭიროა ფუნდამენტალური და ტექნიკური ცოდნა და შემდეგ პრაქტიკის გავლა, რომ ეტაპობრივად მივაღწიოთ სტაბილურ შემოსავალს. ტრეიდინგის დროს ჩვენ არ ვფლობთ და არ ვყიდულობთ რომელიმე კომპანიის აქციას არამედ ვდებთ გარიგებას იმის შესახებ, რომ მისი ფასები გაიზრდება ან შემცირდება. ამ შემთხვევაში ჩვენ თანხას ვიგებთ ან ვაგებთ.

ინვესტიცია გრძელვადიანი პორტფოლიოს შემთხვევაში ფრთხილად ვარჩევთ აქტივებს, რომლებიც ჩვენ პორტფოლიოში სწორად იქნებიან განთავსებულნი და პარალელურად უნდა გვქონდეს თითოეულ მათგანზე გაწერილი პერიოდი თუ როდის უნდა მივიღოთ შემოსავალი. თუმცა პორტფოლიოს შენების დროს მუდამ შეგვაწუხებს ერთი მნიშვნელოვანი კითხვა თუ რა ფასში ვიყიდოთ კონკრეტული აქტივი და როგორ განვსაზღვროთ მისი „გადაფასებული“ ან „დაუფასებელი“ მდგომარეობა ბაზარზე. ამის სწავლა და ცოდნა მნიშვნელოვანია, რადგან არ ვიყიდოთ აქტივები მაშინ, როცა მათი ღირებულება პიკს უახლოვდება.

თანხის მოცულობა მნიშვნელოვანი განსხვავებაა მათ შორის, რადგან ტრეიდინგი შესაძლებელია დაიწყო მინიმალური დეპოზიტით $1000-მდე ხოლო რეალური და ძლიერი პორტფოლიოს შენებისთვის შესაძლოა ათასობით დოლარი დაგვჭირდეს იმ მარტივი მიზეზით, რომ პორტფოლიო ვერ იქნება მოკლე ვადიან პერიოდზე გაწერილი და ის ეფექტურ შემოსავლიანია გრძელვადიან პერიოდში, ამასთან ისიც უნდა გავითვალისწინოთ თუ რამდენად ძვირია სხვადასხვა აქციები, საიდანაც რეალურად მოველით შემოსავალს.

ბაზრის ლიკვიდურობა – ეს უფრო მეტად ინვესტიციების დროს არის დამაფიქრებელი, რომ პორტფოლიოში უმჯობესია გვქონდეს ისეთი აქტივები, რომლებიც მოქცეულები არიან მაგალითად ამერიკულ ინდექსებში, როგორებიც არიან : S&P500, Nasdaq 100 თუ DOW30, სადაც კომპანიები შერჩეულები არიან კომპანიის მოცულობების მიხედვით.

ტრეიდინგში ბაზრის ლიკვიდურობა ასევე მნიშვნელოვანი და საინტერესო ფაქტორია, თუმცა განსხვავება ისაა, რომ ჩვენ შეგვიძლია ვივაჭროთ, როგორც ფასების ზრდაზე ასევე ფასების კლებაზე.

რას გთავაზობთ ტრეიდერების ჰაბი?

ამ და კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო დეტალის სწავლება ხდება ტრეიდერების ჰაბში, რომ სწორად დავანახოთ მონაწილეებს თუ რომელი მიმართულებაა მისთვის საინტერესო და მისაღები, განვსაზღვროთ ინდივიდუალურად მონაწილეების, როგორც ხასიათი ასევე დამოკიდებულება ფინანსურ ბაზრებთან მიმართებით.

ამ ყველაფრისთვის ჩვენი მხრიდან ხდება შემდეგი მნიშვნელოვანი კომპონენტის ჩაშლა და სწავლება, როგორებიც არის:

  • ფუნდამენტალური ანალიზი
  • ტექნიკური ანალიზი
  • ვაჭრობის ფსიქოლოგია

თეორიული და მრავალი მაგალითებით სწავლის გარდა მონაწილეები გადიან ორ მნიშვნელოვან კომპონენტს დამატებით და კურსის განმავლობაში ისინი ეუფლებიან, როგორც ინვესტიციებს ასევე ტრეიდინგს სიმულაციურ პლატფორმაზე და აქვთ კონკრეტული დავალებები, რითაც ეუფლებიან ბაზრის მიმართ სწორ რისკ მენეჯმენტსა და გამოუმუშავდებათ შესაბამისი დისციპლინა.

საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის საბაზისო კურს აქვს ძალიან საინტერესო მეორე ეტაპი, რომელსაც მხოლოდ ამ კურსის გავლის შემდეგ ვთავაზობთ მონაწილეებს.

აღმოაჩინე აფვეიზე ტრეიდერების ჰაბის კურსები.

upway.ge
Logo
რეგისტრაცია
Compare items
  • Total (0)
Compare
კალათა