HACCP-ის სისტემა ბიზნესის წარმატებისთვის

Food Safety Alliance უვნებელი და ხარისხიანი საკვების წარმოებისთვის

 აფვეისა და FSA-ს შორის თანამშრომლობა გრძელდება. 16 მარტს, 19:00 საათზე ონლაინ ღონისძიება ჩატარდება, სადაც სურსათის უვნებლობის მიმართულებით ახალ რეგულაციებს და კომპანიებისთვის HACCP-ის მნიშვნელობასა და დანერგვის მეთოდებს განვიხილავთ.

შეხვედრაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია: http://bit.ly/3YH3zN1

აღსანიშნავია რომ, 2023 წლის 1 ივნისამდე სურსათის მწარმოებელი/გადამამუშავებელი/რეალიზატორი ყველა ბიზნესოპერატორი ვალდებულია, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP)  დანერგოს. აღნიშნულ ბლოგში განვიხილავთ HACCP- ის სისტემის მნიშვნელობას წარმატებული ბიზნესისთვის.

Food safety alliance დაინტერესებულ პირებს კურსებს შემდეგი მიმართულებით სთავაზობს:

  • სურსათის უვნებლობა და HACCP რესტორნებისთვის
  • სურსათის უვნებლობა და HACCP სასტუმროსთვის
  • სურსათის უვნებლობის & HACCP-ის ზოგადი კურსი

 

Food safety alliance-ის  წამყვანი აუდიტორს და ტრენერს ლიანა სოღოიანს, მუშაობის 7 წლიანი გამოცდილება აქვს  ISO-ს, FSSC-ის, DNV-ს, GMP და სხვა საერთაშორისო სტანდარტებთან ღვინის და რძის ქარხნებში, ასევე არის სერტიფიცირებული აკრედიტირებული საერთაშორისო კომპანიების მიერ. კომპანიის მისია არის კვების ობიექტების თანამშრომლებში კომპეტენციის ამაღლება HACCP-ის მოთხოვნების კუთხით, რომ მომავალში კომპანიებმა რეალურად შეძლონ ამ სისტემების მხარდაჭერა და HACCP-ის დანერგვა არ იყოს ფორმალური.

ჩვენ, როგორც მომხმარებლებს, ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს საკვები პროდუქციის სახლისთვის შეძენა და ასევე, სხვადასხვა რესტორანში თუ სწრაფი კვების ობიექტში კვება. გადატვირთული ცხოვრების წესიდან გამომდინარე ნაკლებად ვაქცევთ ყურადღებას თუ როგორ პირობებში მზადდება და ინახება ის საკვები, რომელსაც ყოველდღიურ რეჟიმში მივირთმევთ. 

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ კომერციულ სამზარეულოში კვების არასათანადო უსაფრთხოებამ შესაძლოა გამოიწვიოს პროდუქტების დაზიანება, ჯვარედინი დაბინძურება ან უარეს შემთხვევაში მომხმარებლის სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება. ვინაიდან, ნებისმიერი ბიზნეს ოპერატორი ვალდებულია სრულად უზრუნველყოს მის მიერ მომხმარებლისთვის შეთავაზებული პროდუქტის ან მომსახურების უსაფრთხოება.

HACCP-ის სისტემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომლის შესახებ ინფორმაციის ქონამ, შეიძლება მნიშვნელოვნად გაამარტვოს ჩვენი როგორ მომხმარებლის, ასევე ბიზნესის მფლობელის ყოველდღიური გადაწყვეტები. 

დღეს ვეცდებით მაქსიმალურად ამომწურავად ვისაუბროთ სურსათის უვნებლობის საკითხზე.

 

რა არის HACCP?

HACCP ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა არის სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის სისტემა, რომელიც განსაზღვრავს, აფასებს და აკონტროლებს სურსათის უვნებლობისთვის მნიშვნელოვან საფრთხეებს.

HACCP-ი კვებით ობიექტებს, კაფე-ბარებსა და სხვა საწარმოო დაწესებულებებს შესაძლებლობას აძლევს:

  • სურსათის წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე  განისაზღვროს და შეფასდეს უვნებლობასთან დაკავშირებული პოტენციური საფრთხეები;
  • განისაზღვროს დადგენილი საფრთხის კონტროლისა და პრევენციისთვის საჭირო და ქმედითი ზომები;
  • უზუნველყოს პრევენციული ღონისძიებების ეფექტიანი განხორციელება.

HACCP სისტემა და მისი დანერგვა ხელს უწყობს კვების ობიექტებს წარმართონ საქმიანობა საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, მოიზიდონ მეტი ლოიალური მომხმარებელი და იყვნენ კონკურენტუნარიანი როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.  

 

რატომ არის HACCP-ის სწავლება და დანერგვა მნიშვნელოვანი?

HACCP-ის სწავლება მოიცავს სისტემის იმ ძირითადი და მნიშნელოვანი პრინციპების ცოდნას, რომელიც ნებისმიერი კვების ობიექტისა თუ საწარმოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. კერძოდ: სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის საჭიროა თანამშრომელთა რეგულაციური ტრენინგი/გადამზადება, რომლის შედეგადაც მიღებული კვალიფიციური ცოდნა პირდაპირ აისახება ობიექტის მომსახურების ხარისხზე. აგრეთვე, პერსონალის საინფორმაციო წყაროებზე ხელმისაწვდომობა, რაც მოიცავს სამეცნიერო სახელმძღვანელო მასალებსა და შესაბამის წესებთა ერთობლიობას/კანონს.

სისტემის სრულყოფილად სწავლება კვებით ობიექტებსა და საწარმოებს ხელს უწყობს თავიდან აირიდონ ისეთი გართულებები როგორიცაა: კვების არასათანადო უსაფრთხოებით გამოწვეული დარღვევები, სამზარეულოს მაცივრებში ჯვარედინი დაბინძურების რისკი, ვადა გასული პროდუქტით გამოწვეული მოწამვლის ალბათობა, კრიტიკული შეუსაბამობების საფუძველზე საწარმოო პროცესის შეჩერება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჯარიმო სანქციები.

 

 

HACCP სისტემის დანერგვის შემდეგ, კვების ობიექტს შეეძლება იქონიოს:

  • მართვის ორგანიზებული, სისტემური და რაციონალური ხერხი, რომელიც მიართულია წარმოებული სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად
  • მოსალოდნელი პრობლემის პრევენცია და არა უკვე არსებული დეფექტის კონტროლი
  • მკაცრად და მკაფიოდ განაწილებული პერსონალის პასუხისმგებლობა და უფლებამოსილება
  • ექსპორტის პოტენციალი, რაც ხელს უწყობ არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ვაჭრობას სურსათის უვნებლობის მიმართ მომხმარებლის ნდობის ამაღლება
  • ხარჯების შემცირება, ვინაიდან სისტემის განხორციელების შედეგად მიიღწევა ისეთი დანაკარგების მინიმალიზაცია როგორიც არის წუნდებული ან ნარჩენი პროდუქტი
  • მწარმოებლების/მომწოდებლების რეპუტაციის და კონკურენტუნარიანობა
  •  

საქართველოში HACCP-ი სტანდარტები სარესტორნო ქსელებში, კაფე ბარებსა და სხვა კვებით ობიექტებში 2021 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდა.

დარეგისტრირდი კურსზე

      upway.ge
      Logo
      რეგისტრაცია
      Compare items
      • Total (0)
      Compare
      კალათა