ეკონომიკის საფუძვლების კურსის მიზანია ეკონომიკური აზროვნების, ფინანსური ინტელექტისა და მეწარმეობრივი უნარების განვითარება, რომელიც სტუდენტებს დაეხმარებათ სწორი ეკონომიკური, საინვესტიციო და ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებაში.
სასწავლო კურსის შედეგები
კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:
როგორ იღებენ ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს ადამიანები;
საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირების ზოგადი კანონზომიერებები;
ბაზრის სტრუქტურა: მოთხოვნა-მიწოდება, წონასწორობა, ფასები;
ბაზრის ორგანიზაციის ფორმები და კომპანიების ქცევა;
ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლების განსაზღვრებები;
სახელმწიფოს ფინანსური და მონეტარული ინსტრუმენტები;
პირადი ფინანსების მართვა;
საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღება.
სასწავლო კურსის მოთხოვნები
კომპიუტერის მინიმალურ დონეზე გამოყენება და ტექნიკური უზრუნველყოფა.
ლექტორის შესახებ:
ცოტნე ჩიქობავა 2013 წლიდან დღემდე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის მოწვეული ლექტორი;
უძღვება მირკო და მარკო ეკონომიკის, ბიზნესის საფუძვლებისა და მეწარმეობის სასწავლო კურსებს;
არის შპს „თბილისი აუტო რენტის“ თანადამფუძნებელი და მარკეტინგის მენეჯერი;
·ცოტნე, ასევე, არის არასამთავრობო ორგანიზაცია „ Students for Liberty”- რეგიონალური დირექტორი.
შეფასებები ჯერ არ არის.