ციფრული მარკეტინგის კურსი

- 20%

520

0
შედარება
პროვაიდერი
ხანგრძლივობა 2 თვე - 12 შეხვედრა
ლექტორი გუჯა ქემოკლიძე, სალომე ჯანაშვილი
სერთიფიკატი გაიცემა
დაწყების დრო ჯგუფის შევსებისთანავე

კურსის აღწერა

კურსის განმავლობაში გაეცნობი ციფრული მარკეტინგის მთავარ პრინციპებს და სარეკლამო არხებთან მუშაობის ტექნიკას. პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე ისწავლი, როგორ დაიწყო პროექტი ნულიდან და როგორ მიაღწიო მინიმალური დანახარჯით, მაქსიმალურ შედეგს.

კურსის მიზანია ციფრული კვლევის საფუძველზე დასახო სწორი მიზნები და მისწვდე სამიზნე აუდიტორიას. კურსის დასრულების შემდეგ შეძლებ, რომ წარმატებით მართო ნებისმიერი კამპანია.

კურსის მენტორები

სალომე ჯანაშვილი

,,აუცილებელია, ვიცოდეთ, თუ როგორ მუშაობს ის, რაც ჩვენი ყოველდღიურობის უდიდეს ნაწილსწარმოადგენს.“

მის ცნობიერებაში მარკეტინგი დიდი ხნის წინ გაჩნდა და მალევე დაიწყო ამ სფეროს გაცნობა.

სწავლობდა თავისუფალ უნივერსიტეტში, ბიზნესის ადმინისტრირების განხრით, კონცენტრაცია – მარკეტინგი. შემდეგ კი ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში – ლიდერშიფის კურსი.

ციფრული მარკეტერის როლი პირველად ისრაელში, თელ-ავივში მუშაობისას მოირგო. შემდეგ, ისეთი ბრენდების სოციალურ მედია მარკეტინგს მართავდა, როგორიც არის: Silknet-ი, Zara, Massimo Dutti, Dior-ი და მრავალი სხვა.

წარმატებისა და განვითარების შემდგომი ეტაპი Kia Georgia და Mitsubishi Motors Georgia იყო. აღნიშნულ კომპანიებში სალომე მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა. Kia-ს საერთაშორისო მარკეტინგულ კონკურსში, 43 ქვეყანას შორის, პირველი ადგილი დაიკავა.

შემდგომ მისი გამოცდილება ქართულ მაღალტექნოლოგიურ კომპანია CNICK-ს დაუკავშირა, სადაც მარკეტინგის გუნდს ხელმძღვანელობდა და მუშაობდა, როგორც ევროპის, ისე ამერიკის ბაზარზე. ამჟამად, აქვს საკუთარი კომპანია, Hersheys Eurasia და Orivah Beauty, რომლებიც 10 ქვეყნის ბაზარზე ოპერირებს.

სალომემ 2021 წლის Forbes 30 Under 30-ის გამარჯვებული გახდა, მედია და მარკეტინგის კატეგორიაში.

მის პორტფოლიოში შეხვდებით 20-ზე მეტ ქართულ და უცხოურ ბრენდს, მათ შორის: Kia Georgia, Mitsubishi Motors Georgia, Dior, Zara, Massimo Dutti, Silknet, CNICK და ა.შ.

გუჯა ქემოკლიძე

ციფრული მარკეტინგის მენეჯერი

,,ჩემი მიზანია, სტუდენტებს მივაწოდო ინფორმაცია ციფრული მარკეტინგის შესაძლებლობებზე და მის ეფექტურად გამოყენებაზე.”

მარკეტინგის სფეროს მიმართ ინტერესი ჯერ კიდევ 2011 წელს გაუჩნდა. ყველა სხვა სფეროსგან განსხვავებით, მისთვის მარკეტინგი საინტერესო და მრავალფეროვანი ჩანდა. უყვარდა კრეატიულად წერა და ფიქრი. იცოდა, რომ ამ უნარებს ყველაზე კარგად სარეკლამო ინდუსტრიაში გამოიყენებდა.

სფეროსთან პირველი შეხება 2015 წელს ჰქონდა, როცა ერთ-ერთ სარეკლამო კომპანიაში დაიწყო სტაჟირება. აქ კონტენტ კრეატორობა შეითავსა, ასევე ჩართული იყო დიდ პროექტებში, საკომუნიკაციო იდეების ნაწილში.

უშუალოდ ციფრული მარკეტინგის სფეროში 7 წლიანი გამოცდილება აქვს. ამ პერიოდის განმავლობაში უმუშავია, როგორც დიდ ბრენდებთან, ასევე მცირე მასშტაბების მქონე კომპანიებთან და სტარტაპებთან. მისი გამოცდილება მოიცავს, ისეთ ინდუსტრიებს, როგორიც არის: სამშენებლო, საფინანსო, ტურიზმი, ბუნების დაცვა და სხვა.

დაასრულა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. 2016 წელს მუშაობა დაიწყო PR და მარკეტინგული კომუნიკაციების სააგენტოში – ჯეპრა, სოციალური მედიის მენეჯერად და პროექტების მენეჯერის ასისტენტად. აქ მუშაობის პერიოდში შეხება ჰქონდა ბევრ სხვადასხვა ბრენდთან, სხვადასხვა სფეროსთან, ამიტომ გამოცდილებაც საკმაოდ მრავალფეროვანი მიიღო.

2017 წელს მუშაობა განაგრძო “დაცული ტერიტორიების სააგენტოში”. სოციალური მედიის მენეჯერისა და ციფრული მარკეტერის მიმართულებით. აქ მუშაობის პერიოდი მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღო “საქართველოს ეროვნული პარკების” ბრენდის ჩამოყალიბებაში, საკომუნიკაციო არხების და ვებგვერდის შექმნაში.

ციფრული კომუნიკაციების გარდა, აქტიურად იყო ჩართული ბრენდის საკომუნიკაციო მასალების და კონტენტის გენერირებაში. მათ შორის იყო საიმიჯო ვიდეოროგლის პროექტის მენეჯერი –  https://bit.ly/3Z5IT1B. ყველა პლატფორმაზე ერთად ვიდეომ 10 მილიონამდე ნახვა დააგროვა.

2018 წელს მუშაობა განაგრძო კომპანია m2-ში და მის შვილობილ კომპანიებში (სამშენებლო კოლეჯი “კონსტრუქტ2”, სამშენებლო კომპანია “BK Construction”, დეველოპერული კომპანია “თეთრი კვადრატი”) ციფრული მარკეტინგის მენეჯერად. იქიდან გამომდინარე, რომ 4-ვე ბიზნესის მართვას განსხვავებული ტიპის კომუნიკაციები სჭირდებოდა, საკმაოდ მრავალფეროვანი გამოცდილება დააგროვა. თითქმის 3 წლიანი მუშაობის შემდეგ, შეუერთდა ლიბერთი ბანკის გუნდს, სადაც დღეს მუშაობს ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

უმუშავია ისეთ ბრენდებთან, როგორიც არის: ლიბერთი ბანკი, m2, თეთრი კვადრატი, ლისი ტოპოგრაფი, დაცული ტერიტორიების სააგენტო, საქართველოს ეროვნული პარკები, Wide Estate და ა.შ.

ინდივიდუალური პროექტები: m3 საბურთალო, m2 ყაზბეგზე 2, m2 მირცხულავაზე, m2 ჭყონდიდელზე, m2 ნუცუბიძეზე 2. ლიბერთი ბანკის ახალი ბარათი, CashBack, ლიბერთი ბიზნესი და სხვა.

მისი მთავარი მიზანია სტუდენტებს მიაწოდოს ინფორმაცია ციფრული მარკეტინგის შესაძლებლობებზე და მის ეფექტურად გამოყენებაზე.

დეტალები: ციფრული მარკეტინგის კურსი

სერტიფიკატი

ლექტორი

,

დაწყების დრო

ხანგრძლივობა

შეფასებები

0.0 out of 5
0
0
0
0
0
შეფასების დაწერა

შეფასებები ჯერ არ არის.

შეაფასე პირველმა: “ციფრული მარკეტინგის კურსი”

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Workshop 1 – შესავალი ციფრულ მარკეტინგში

  • ციფრული მარკეტინგის პრინციპები
  • ობჯექთივების შემუშავება
  • მომხმარებელთან კავშირის შექმნა
  • ციფრული კვლევა
  • კულტურული კვლევა

Workshop 2 – სოციალური მედია

  • ძირითადი სოციალური პლატფორმები ციფრული მარკეტინგისთვის (Facebook, Instagram, Twitter, LinkedIn, pinterest)
  • აუდიტორიისა და კამპანიის შედეგების  მონაცემებზე დაფუძნებული ანალიზი, Facebook Pixel
  • სოციალური მედიის კამპანიების შექმნა და ოპტიმიზაცია
  • სოციალური მედიის რეკლამის აწყობა, ოპტიმიზაცია და ბიუჯეტირება
  • აუდიტორიის ზრდა და მასთან ინტერაქცია
  • სოციალური მედიის გამოცდილების აწყობა ბიზნესისთვის

Workshop 3 – Paid Search (PPC), Google Ads – ის გამოყენებით

  • Paid Search-ის საფუძვლები
  • Paid Search კამპანიების გაზომვა
  • Search კამპანიის მენეჯმენტი
  • Paid Search კამპანიის შექმნა Google Ads-ით

Workshop 4 – იმეილ და სმს მარკეტინგი, კომუნიკაციების ავტომატიზაცია

  • იმეილ მარკეტინგის საფუძვლები
  • იმეილ კამპანიის ტესტირება და ოპტიმიზაცია
  • ეფექტური იმეილ კამპანიის შექმნა
  • იმეილის დიზაინი
  • თულები და სტრატეგია
  • SMS მარკეტინგი
  • ბიუჯეტირება
  • მარკეტინგის ავტომატიზაცია

Workshop 5 – ანალიტიკა Google Analytics-ის გამოყენებით

  • ვებ ანალიტიკის საფუძვლები
  • კამპანიების მონიტორინგი Google Analytics რეპორტებით
  • Google Analytics-ის მონაცემების ანალიზი და ჩაწერა
  • Google Analytics ანგარიშის შექმნა და კონფიგურაციის აწყობა
  • Goals შექმნა Google Analytics-ით
  • Google Analytics 4 და UA (Universal Analytics)-ის გამოყენება

Workshop 6 – კონტენტ მარკეტინგი

  • კონტენტ მარკეტინგის კონცეპტები და სტრატეგია
  • კონტენტის გამოქვეყნება და დისტრიბუცია
  • კონტენტის შექმნა და კონტენტის მოძიება
  • კონტენტის შინაარსის ჩამოყალიბება
  • კონტენტ მარკეტინგის გეგმის შემუშავება
  • კონტენტის კვლევის გამოყენება სამუშაო პროცესში
  • მეტრიკები და პერფორმანსი

Workshop 7 – საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია (SEO)

  • SEO საფუძვლები
  • SEO პერფორმანსის გაზომვა
  • ორგანული ძიების პოზიციების ოპტიმიზირება
  • ქივორდები და SEO კონტენტ გეგმა
  • SEO-ს და ბიზნეს ობჯექთივების თანხვედრა

Workshop 8 – დისფლეი და ვიდეო რეკლამა, Google Display Network

  • დისფლეი და ვიდეო რეკლამის საფუძვლები
  • არხის შექმნა და მენეჯმენტი
  • დისფლეი და ვიდეო კამპანიების თარგეთირება
  • დისფლეი კამპანიის რეპორტინგი
  • Google Display Network და რეკლამის ვიდეო ფორმატები
  • დისფლეი და ვიდეო კამპანიების შექმნა
  • ეფექტურობის გაზომვა და ოპტიმიზაცია

Workshop 9 – ვებგვერდის ოპტიმიზაცია

  • ვებ დიზაინი და ვებგვერდის ოპტიმიზაცია
  • ბაზისური ვებგვერდის გამოქვეყნება
  • ვებგვერდის მეტრიკები და ანალიზზე მუშაობა
  • დიზაინის პრინციპები და ვებგვერდის ტექსტები
  • მომხმარებელზე ორიენტირებული დიზაინი და ვებგვერდის ოპტიმიზაცია

Workshop 10 – Push, Popup მარკეტინგი და შიდა ინბოქსის კომუნიკაციები

  • აპლიკაციის app-push, app-popup მარკეტინგი და შიდა ინბოქსის კომუნიკაციები
  • ვებგვერდის web-push, web-popup მარკეტინგი და შიდა ინბოქსის კომუნიკაციები
  • პერსონალიზირებული კამპანიის flow-ს შემუშავება

Workshop 11 – ციფრული მარკეტინგის სტრატეგია

  • ციფრული სტარტეგიის საფუძვლები
  • ციფრული სტრატეგიის კვლევა
  • ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის შექმნა
  • პერფორმასის პროგნოზირება
  • სტრატეგიის ობჯექთივების და KPI-ის განსაზღვრა
  • კრეატიული სტრატეგიის შექმნა
  • ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის კომუნიკაციაში გატანა

Workshop 12 – ფინალური გამოცდა

  • ფინალური გამოცდა
No more offers for this product!

520

0
შედარება
პროვაიდერი
upway.ge
Logo
რეგისტრაცია
Compare items
  • Total (0)
Compare
კალათა