ჩრდილების თეატრი
DramaLab – დრამის ლაბორატორია წარმოგიდგენთ ”ჩრდილების თეატრის” კურსს. Drama Lab-ის მიზანია პროფესიონალი და დამწყები მსახიობების გადამზადება, გამოწვევებისთვის მომზადება და პერსპექტივების გაშლა. გარდა პროფესიონალებისა, Drama Lab-ში ჩვენ ველით ყველას, ვისაც მსახიობის პროფესია აინტერესებს.
”ჩრდილების თეატრის” კურსი ეფუძნება გელა კანდელაკის ხელის ჩრდილებით შექმნილ სრულიად ახალ თეატრალურ სისტემას. ეს სისტემა არის საოპერო და საბალეტო ხელოვნების თავისებურებების, პანტომიმის თეატრის ელემენტებისა და ანიმაციური ფილმის პრინციპების ნაზავი, რომელიც დაფუძნებულია კლასიკური დრამატული თეატრის ძირითად მახასიათებლებზე.
კურსს გაუძღვებიან:
”ჩრდილების თეატრის” კურსს გაუძღვება ხელის ჩრდილების თეატრ “ბუდრუგანა გაგრას”ს დამაარსებელი, სამხატვრო ხელმძღვანელი, მსახიობი, სცენარისტი, რეჟისორი და პროდიუსერი – გელა კანდელაკი და მისი ასისტენტი – ხელის ჩრდილების თეატრ “ბუდრუგანა გაგრა”ს მსახიობი ლევან ჩაჩანიძე.
დეტალები:
ღირებულება:
1. მოზარდების ჯგუფი (ასაკი 12-16) – კურსის ღირებულება შეადგენს 300 ლარს.
2. ახალგაზრდების ჯგუფი (ასაკი 16-25) – კურსის ღირებულება შეადგენს 500 ლარს.
ხანგრძლივობა:
ჩრდილების თეატრის მოზარდთა ჯგუფის ლექციები ჩატარდება კვირაში ორჯერ; შაბათ-კვირას; ახალგაზრდების ჯგუფის ლექციები ჩატარდება კვირაში ოთხჯერ. ლექციების ხანგრძლივობა დაახლოებით ორი საათი იქნება.
ლოკაცია: რუსთაველის თეატრი;
ჯგუფში დამსწრეთა რაოდენობა: არაუმეტეს 15;
ფორმატი: ფიზიკურ რეჟიმში;
კურსის დასრულებისას მიიღებთ სერთიფიკატს.
დეტალები: ჩრდილების თეატრი
|
₾300
მსგავსი კურსები
მოდულარული სინთეზი და ხმის დიაზაინი
MS Excel საავტორო კურსი
სამსახიობო ოსტატობის შესწავლა
მონაცემთა ვიზუალიზაცია
₾300