Online

მონაცემთა ვიზუალიზაცია

900

0
შედარება
პროვაიდერი
0 out of 5
ხანგრძლივობა 24 საათი
ლექტორი მიხეილ გოტიაშვილი, ილია ოძელაშვილი
სერთიფიკატი გაიცემა
დაწყების დრო ჯგუფის შევსებისთანავე

თუ თქვენ გარშემო ბევრი მონაცემია და კვარტლის ან თვის ბოლოს მრავალი ანგარიშგების მომზადება და ბევრი ღამის გათენება გიწევთ, ეს კურსი თქვენთვისაა.

სასწავლო კურსის მიზნები 

კურსის მიზანია მსმენელებმა შეძლონ Power BI-ის, როგორც მონაცემთა ვიზუალიზაციის თანამედროვე საშუალების, ეფექტურად გამოყენება ყოველდღიური სამუშაოს შესრულების დროს.

  • დიდი მოცულობით მონაცემების ეფექტურად დამუშავება, ანალიზი და ვიზუალიზაცია
  • დიდი რაოდენობით მონაცემების სწრაფად დამუშავებით და რიცხვების ვიზუალურად გამოხატვით ბიზნესზე, საქმეზე თუ ამოცანაზე ღირებული ინფორმაციის მიღება
  • მონაცემების დამუშავებისა და ვიზუალიზაციისთვის თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენება

სასწავლო კურსის აუდიტორია

  • ყველა, ვისაც უწევს მონაცემებთან მუშაობა და მათი ანგარიშგებებად გარდაქმნა
  • ყველა, ვისაც სურს ფლობდეს მონაცემების დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიებს და იცოდეს, როგორ აქციოს მონაცემები ღირებულ ინფორმაციად
    • ფინანსისტები
    • მარკეტინგის სპეციალისტები
    • საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტები
    • ბიზნესანალიტიკოსები

სასწავლო კურსის მოთხოვნები

  • ინგლისური ენა B1
  • მონაცემებთან და ცხრილებთან მუშაობის მინიმალური გამოცდილება

სასწავლო კურსის სწავლის შედეგები

მონაცემთა ვიზუალიზაციის თანამედროვე ინსტრუმენტით, MS Power BI-ით კურსის განმავლობაში მსმენელები შეისწავლან:

  • როგორ გამოიყენონ მონაცემთა წყაროები
  • მოამზადონ მონაცემები დასამუშავებლად
  • შეიმუშაონ მონაცემთა მოდელები
  • შექმნან დინამიკური, ინტერაქტიული ანგარიშგებები და ვიზუალები
  • გასაგებად, ნათლად მოუთხრონ ამბავი სასურველ აუდიტორიას.

ტრენინგის მონაწილეებს კურსის დასრულების შემდეგ ეცოდინებათ:

  • Business Intelligence (BI) მეთოდები
  • მონაცემების ვიზუალიზაციის თანამედროვე ინსტრუმენტები
  • მონაცემებთან მუშაობის მთავარი პრინციპები
  • მონაცემებიდან სწორი დასკვნების გამოტანა
  • მონაცემების ინტერაქტიულ, ავტომატურ ანგარიშგებებად გარდაქმნა
  • UI & UX BI-ში

ტრენერები

მიხეილ გოტიაშვილი

საქართველოს ბანკის საოპერაციო მიმართულების კვლევისა და განვითარების სამსახურის უფროსი; მუშაობის 10 წლიანი გამოცდილებით, ლუქსემბურგის უნივერსიტეტის ფინანსებისა და საბანკო საქმის მაგისტრი და კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრი.

ილია ოძელაშვილი

Payze (YC S21)-ის Business Intelligence დეველოპერი; მუშაობის 7 წლიანი გამოცდილებით, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა ESM-ის ბაკალავრი.

დეტალები: მონაცემთა ვიზუალიზაცია

სერტიფიკატი

ხანგრძლივობა

ლექტორი

დაწყების დრო

ლოკაცია

შეფასებები

0.0 out of 5
0
0
0
0
0
შეფასების დაწერა

შეფასებები ჯერ არ არის.

შეაფასე პირველმა: “მონაცემთა ვიზუალიზაცია”

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სწავლების მეთოდოლოგია

კურსი შედგება თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობებისგან, სადაც ყოველი ლექციის ბოლოს მსმენელები შეასრულებენ პრაქტიკულ სამუშაოებს. კურსზე განხილული იქნება სხვადასხვა ქეისები, თუმცა Case studies გარდა, სტუდენტებს ექნებათ ინდივიდუალური დავალებები, რომლებიც ასევე გულისხმობს, Power BI-ში ანგარიშგებების აწყობასა და პრეზენტაციის მომზადებას. მსმენელებს საშუალება ექნებათ, ლექციის მიმდინარეობის გარდა, დისტანციურადაც იმუშაონ Power BI-ში.

სასწავლო კურსის შინაარსი 

  • მონაცემების წყაროების ტიპები
  • ერთმანეთისგან განცალკევებული წყაროებიდან წამოსული მონაცემების საერთო სივრცესა და ფორმატში მოქცევა
  • მონაცემების მოდელების შექმნა
  • მონაცემების მომზადება ვიზუალიზაციისთვის
  • ანალიტიკური პროცესის ეტაპები
  • ვიზუალიზაციის სხვადასხვა მეთოდები
  • ანალიტიკური მიზნის შესაბამისი ვიზუალიზაციის მეთოდის შერჩევა
  • Power BI ინსტრუმენტის გამოყენებით მონაცემებით კონკრეტული ვიზუალების და ანგარიშგებების აგება
No more offers for this product!

900

0
შედარება
პროვაიდერი
0 out of 5
upway.ge
Logo
რეგისტრაცია
Compare items
  • Total (0)
Compare
კალათა