მონაცემთა ანალიტიკა

1,500

1
შედარება
პროვაიდერი
0 out of 5
ხანგრძლივობა 7 კვირა
ლექტორი გეგა ჯღარკავა, ბექა ჩიქოვანი
სერთიფიკატი გაიცემა
დაწყების დრო 28.03.2024

კურსის აღწერა

შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი სამყარო მონაცემებზე დგას. კომპანიების უმეტესობისთვის ისინი უმნიშვნელოვანესი აქტივია, თუმცა მონაცემები ანალიტიკის გარეშე არის მხოლოდ რიცხვები, რომელთაც არანაირი დამატებითი ღირებულების მოტანა არ შეუძლიათ. მონაცემთა ანალიტიკოსის როლი სწორედ ის არის, რომ დიდი რაოდენობის ნედლი ინფორმაცია თარგმნოს ისეთ მიგნებებში, რომლებიც კომპანიებს ღირებული და მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმისკენ უბიძგებენ.

მონაცემთა ეკოსისტემა ბევრ სხვადასხვა როლს, სპეციალიზაციას და უნარს აერთიანებს, თუმცა მათი ყველას საერთო მახასიათებელი არის ის, რომ მონაცემთა ანალიტიკა ადამიანებს საშუალებას აძლევს, გააერთიანონ მათი კრეატიული და ანალიტიკური აზროვნება და შედეგად მოახდინონ რეალური გავლენა სხვადასხვა ინდუსტრიაზე.

კურსის ფარგლებში შევეხებით მონაცემთა ანალიზის სრულ ციკლს: ბიზნეს პრობლემის ანალიტიკურ პრობლემად ჩამოყალიბებას, შესაბამისი მონაცემების მოძიებას, მათ გაწმენდასა და დამუშავებას SQL-ის გამოყენებით, მონაცემთა ანალიზსა და ვიზუალიზაციას Power BI-ს გამოყენებით, მიღებული მიგნებების კომუნიკაციასა და ანალიტიკაზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღებას.

კურსის გავლის შემდეგ შეგეძლება
  • გააანალიზო ბიზნესური ამოცანა სწორად და თარგმნო ის ანალიტიკურ/ტექნიკურ ამოცანაში
  • განსაზღვრო თუ რა ბიზნეს პრობლემის შემთხვევაში რა ტიპის და სირთულის ანალიტიკა არის საჭირო
  • გაიგო სხვადასხვა ზომის და ტიპის ორგანიზაციებში როგორ ხდება მონაცემთა შენახვა, მართვა და ბიზნესისთვის ხელმისაწვდომობა
  • განასხვავო ერთმანეთისგან სხვადასხვა ტიპის და ფორმატის მონაცემები
  • მონაცემების დამოუკიდებლად ამოღება, გაწმენდა და დამუშავება SQL-ის გამოყენებით
  • ეფექტური და ოპტიმიზირებული კოდის დაწერა SQL-ში
  • მონაცემების ანალიზისთვის მომზადება Power BI-ს გამოყენებით
  • მონაცემთა ვიზუალიზაცია და ბიზნეს მიზნებისთვის საჭირო ანალიტიკის გაკეთება Power BI-ს გამოყენებით
  • მიღებული მიგნებების სტეიკჰოლდერებთან წარდგენა და ეფექტური პრეზენტირება
ვისთვის არის კურსი

კურსი განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც აქვს კარგად განვითარებული ლოგიკური და მათემატიკური აზროვნება და დაინტერესებულია მონაცემთა ანალიტიკით. მაგალითად, მათთვის:

1. ვისაც სურს საკუთარ მიმდინარე საქმიანობაში მონაცემთა ანალიტიკის ინტეგრაცია – ეს შეიძლება იყოს მარკეტერი, Product Owner, Product Manager, ან ის, ვისაც რაიმე სახით შეხება აქვს მონაცემებთან და სურს ამ მხრივ განვითარება;
2. ვინც მუშაობს რეპორტინგში, ფინანსურ ან ბიზნეს ანალიტიკაში, აქტიურად ამუშავებს მონაცემებს Excel-ის გამოყენებით და სურს აითვისოს ახალი ხელსაწყოები მონაცემებთან უფრო ეფექტურად და სწრაფად სამუშაოდ;
3. ვისაც აქამდე საერთოდ არ ჰქონია მონაცემებთან შეხება, თუმცა აქვს კარგად განვითარებული ანალიტიკური აზროვნება და სურს მონაცემთა ანალიტიკის მიმართულებით კარიერის დაწყება;

კურსი მოიცავს

კურსი მოიცავს პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლებას, რაშიც იგულისხმება დავალებები / სავარჯიშოები და ინდივიდუალური პროექტი.

პროგრამის განმავლობაში მიიღებ რჩევებსა და კონსულტაციებს კარიერული დაგეგმვის კუთხით. მისი წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი გექნება კარიერული მხარდაჭერა Commschool-ის პარტნიორი კომპანიებისგან, რაც გამოიხატება ექსკლუზიურ სამუშაო შემოთავაზებებსა და სტაჟირებაში.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტი მიიღებს ორენოვან სერტიფიკატს.

კურსს გაუძღვება:

გეგა ჯღარკავა

გეგა ბოლო წლებია მონაცემთა ანალიტიკისა და რეპორტინგის მიმართულებით მუშაობს. მისი კარიერა დაიწყო ქართულ ადგილობრივ ბაზარზე ერთ-ერთ მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტში (Liberty Bank) რეპორტინგ დეველოპერად, მოგვიანებით კი მონაცემთა ანალიტიკოსად. მისი საქმიანობა ძირითადად მოიცავდა მონაცემთა საცავებთან მუშაობას და დაგენერერირებული მონაცემების მენეჯმენტთან ვიზუალურად წარდგენას/პრეზენტაციას, რაც Senior Management-ს ეხმარებოდა გადაწყვეტილებების მიღებაში. გეგა 2022 წლიდან თანამშრომლობს TBI-სთან, მსხვილ საერთაშორისო ბანკთან ბულგარეთის, რუმინეთისა და საბერძნეთის ბაზარზე Senior მონაცემთა ანალიტიკოსად, სადაც მისი ძირითადი საქმიანობაა კომპლექსური ბიზნეს ამოცანების გადაწყვეტა, სწორი პროგნოზების გაკეთება და ყველა საჭირო KPI-ის მიწოდება Senior Management-ისთვის. გარდა ამისა, გეგა არის რეპორტინგ ოუნერი, რაც გულისხმობს ყოველდღიურად მონაცემთა ამოღებას, დამუშავებასა და ვიზუალიზაციას.

ბექა ჩიქოვანი

ბექა 5 წელზე მეტია, რაც მონაცემთა ანალიტიკისა და რეპორტინგის
მიმართულებით მუშაობს. მისი კარიერა მონაცემთა ანალიტიკოსის პოზიციაზე დაიწყო კომპანია
თეგეტა მოტორსში და გაგრძელდა ისეთ კომპანიებში, როგორებიც არის კრედო ბანკი, აჭარაბეთი
და ლიბერთი ბანკი. ბექას საქმიანობა მოიცავდა მენეჯმენტისთვის რეპორტების წარდგენას
და ავტომატიზირებას. 2022 წლის გაზაფხულიდან ბექა გადავიდა მონაცემთა საცავის დეველოპერად
(SENIOR PL/SQL DEVELOPER), სადაც მის ძირითად მოვალეობებში შედიოდა ისეთი ცხრილების
შექმნა, რომელსაც ბიზნესი გამოიყენება რეპორტების ასაწყობად. ამჟამად ის კომპანია
Intelligence-ის SENIOR დეველოპერია და ამავდროულად ხელმძღვანელობს რეპორტინგის მიმართულებას.


დეტალები: მონაცემთა ანალიტიკა

სერტიფიკატი

ხანგრძლივობა

დაწყების დრო

ლოკაცია

ლექტორი

,

შეფასებები

0.0 out of 5
0
0
0
0
0
შეფასების დაწერა

შეფასებები ჯერ არ არის.

შეაფასე პირველმა: “მონაცემთა ანალიტიკა”

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

No more offers for this product!

1,500

1
შედარება
პროვაიდერი
0 out of 5
upway.ge
Logo
რეგისტრაცია
Compare items
  • Total (0)
Compare
კალათა