ციფრული პროდუქტების ტესტირება

ტრენინგი მოიცავს ციფრული პროდუქტის განვითარების და ტესტირების საციცოცხლო ციკლის ყველა საფეხურის განხილვას, ტესტირების ტექნიკების, ტიპების და პრინციპების შესწავლას, ტესტირების ავტომატიზაციის ხელსაწყოებთან მუშაობას (Postman/Swagger), ტესტირების დოკუმენტაციის შექმნას და მენეჯმენტს.
შესწავლის შემდეგ ტრენინგის მონაწილე შეძლებს:
ტრენინგის გავლის შემდგომ ტრენინგის მონაწილეს ექნება ღრმა ცოდნა ციფრული პროდუქტის ტესტირების პრინციპებსა და საფეხურებზე. შეძლებს გაარჩიოს ტესტირების ტიპები, ტექნიკები, დაწეროს ბაგ რეპორტი, ტესტირების გეგმა და რეპორტი, იმუშაოს სხვადასხვა ხელსაწყოებთან, როგორიცაა Postman და Swagger, შესწავლილი ექნება ტესტირების საერთაშორისო გამოცდის (ISTQB) სილაბუსით გათვალისწინებული მასალის უმეტესობა.
ვისთვის არის განკუთვნილი:
ტრენინგი განკუთვნილია ყველა ადამიანისთვის, ვისაც აინტერესებს ტექნოლოგიები, ციფრული პროექტების ტესტირება, არის ცნობისმოყვარე და შეუძლია დეტალებზე ორიენტირება. საკმარისია მინიმალური ტექნოლოგიური და ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე.
ტრენერი: ეკა კაკალაშვილი
მონაწილეთა რაოდენობა: არაუმეტეს 15 მონაწილე
დეტალები: ციფრული პროდუქტების ტესტირება
|

₾1,100
მსგავსი კურსები
₾1,100