ჰიბრიდული

დამსაქმებლის ბრენდის მართვა Give & Get მეთოდოლოგიით

1,100

1
შედარება
ხანგრძლივობა 5 კვირა-10 შეხვედრა
ლექტორი ნინო კიკნაველიძე, ამიკო კალანდია
სერთიფიკატი გაიცემა
დაწყების დრო 04.03.2024

დღევანდელ კონკურენტულ გარემოში სულ უფრო და უფრო რთული და მნიშვნელოვანი ხდება ტალანტების მოზიდვა, ჩართულობა და შენარჩუნება.

ძლიერი დამსაქმებლის ბრენდი, პოზიტიური კანდიდატის და თანამშრომლის გამოცდილება და მიმზიდველი, ავთენტური EVP (Employee Value Proposition) არის ის, რაც განაპირობებს საუკეთესო ტალანტების მოზიდვის, ჩართულობის და შენარჩუნების მაღალ მაჩვენებელს და, შესაბამისად, კომპანიის წარმატებას.

დამსაქმებლის ბრენდის მართვა Give & Get მეთოდოლოგიით კი კომპანიებს დამატებით აძლევს შესაძლებლობას, შექმნან ისეთი დამსაქმებლის ბრენდი, რომელიც ზუსტად უპასუხებს კომპანიის მიზნებსა და ამოცანებს და ტალანტებს შეუქმნის სწორ და ზუსტ მოლოდინებს.

კურსის ფარგლებში შეიძენ დამსაქმებლის ბრენდის სტრატეგიის შემუშავების, დანერგვისა და შედეგების გაზომვისათვის საჭირო ცოდნას და უნარებს. პრაქტიკული სავარჯიშოები, დამატებით საკითხავი რესურსები და სამუშაო შაბლონები მოგცემს ყველა საჭირო ხელსაწყოს იმისთვის, რომ შეძლო რეალურ გარემოში, შენს კომპანიაში, დამსაქმებლის ბრენდის შექმნა და განვითარება. კურსის ბოლოს ფინალური პროექტის წარდგენა კი შეგძენს დამსაქმებლის ბრენდის სტრატეგიაზე მუშაობის რეალურ გამოცდილებას.

ვისთვისაა კურსი:

კურსი განკუთვნილია შენთვის, თუ დაინტერესებული ხარ დამსაქმებლის ბრენდის მართვასთან დაკავშირებული საკითხებით და გსურს შეიძინო ამ მიმართულებით რეალური ცოდნა და უნარები, რომლის გამოყენებასაც მარტივად შეძლებ პრაქტიკაში.

კურსის გავლის შემდეგ შეგეძლება:

  • ჩაატარო დამსაქმებლის ბრენდის აუდიტი და განსაზღვრო დამსაქმებლის ბრენდის განვითარებასთან დაკავშირებული ძირითადი მიმართულებები და საინვესტიციო პრიორიტეტები
  • სწორად დაამუშავო მონაცემები და მათი ანალიზის შედეგად მიღებული ინფორმაცია ეფექტურად გამოიყენო დამსაქმებლის ბრენდთან დაკავშირებული სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში
  • შეიმუშავო დამსაქმებლის ბრენდის მართვის სტრატეგია საკუთარი დამსაქმებლისთვის
  • უზრუნველყო კომპანიის კულტურასთან და ღირებულებებთან შესაბამისი EVP-ის შემუშავება
  • გამოიყენო ყველა საჭირო ინსტრუმენტი და უნარი ტალანტების მოზიდვის, ჩართულობისა და შენარჩუნებისთვის სტრატეგიული გადაწყვეტილებების მისაღებად და ყოველდღიურ საქმიანობაში მათ დასანერგად
  • შეიმუშავო მიზნობრივი საკომუნიკაციო გეგმა შიდა და გარე დამსაქმებლის ბრენდის გააქტიურების მხარდასაჭერად
  • შეიმუშავო სტრატეგიის წარმატებულობის შეფასების კრიტერიუმები და ფინანსური გათვლები (ROI), რომლებიც დაგეხმარება ტოპ მენეჯმენტის დარწმუნებასა და მათი ჩართულობა/მხარდაჭერის მოპოვებაში

კურსი მოიცავს:

  • 4 ძირითადი მოდულს, თითოეული მოიცავს 2 სალექციო შეხვედრას
  • Q&A სესიას მოწვეულ დარგის ექსპერთან (დამატებით 1 შეხვედრა)
  • ფინალური პროექტების პრეზენტაცია/შეფასება/განხილვას (დამატებით 1 შეხვედრა)
  • პერსონალიზებულ 1-1 შეხვედრას კურსის ავტორთან (კურსის თითოეულ მონაწილეს ექნება შესაძლებლობა კურსის მსვლელობისას ან დასრულებიდან 3 თვის მანძილზე, სურვილის შემთხვევაში, კურსის ავტორთან ჩანიშნოს 1-1 შეხვედრა დამატებითი კონსულტაციის მიზნით)
  • 2 ელექტრონულ წიგნს და 20+ პუბლიკაციას
  • 10 Case Study-ს
  • 16 სამუშაო შაბლონს

კურსს გაუძღვებიან:

ნინო კიკნაველიძე

SPHRi, Certified Employer Branding Professional

ნინო უკვე 9 წელია მუშაობს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. მან კარიერა TBC ბანკის რეკრუტის გუნდში დაიწყო და შემდეგ 4 წლის მანძილზე იკავებდა HR ბიზნეს პარტნიორის პოზიციას. ამჟამად, კარიერას კომპანია აჭარაბეთში აგრძელებს და ხელმძღვანელობს ტალანტების მოზიდვისა და თანამშრომლის გამოცდილების მართვის გუნდს. გარდა ამისა, აქტიურად ეწევა საკონსულტაციო საქმიანობას და მომსახურებას უწევს როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებს ადამიანური რესურსების მართვის და დამსაქმებლის ბრენდის მართვის მიმართულებით.

ნინო არის სერთიფიცირებული დამსაქმებლის ბრენდის მართვის პროფესიონალი ( World Class Employer Branding 2024), ასევე, მოპოვებული აქვს SPHRi-ს (Senior Professional in Human Resources – International) სტატუსი.

ამიკო კალანდია

ამიკოს აქვს 11 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის და ბიზნეს განვითარების მიმართულებით. ამჟამად იკავებს მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსის პოზიციას კომპანია ვეზირში. მისი გამოცდილება მრავალფეროვანია და განსხვავებულ სექტორებს მოიცავს მარკეტინგისა და ბრენდინგის მიმართულებით. ბოლო 2 წელია დაკავებულია დამსაქმებლის ბრენდის მართვისა და მარკეტინგის მიმართულებით ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების კონსულტირებით.

ამიკო მოწვეული ლექტორია კრედო ბანკში, სადაც შუა და მაღალი რგოლის მენეჯერებთან კითხულობს ლექციებს მარკეტინგის და ბრენდინგის მიმართულებით.

დეტალები: დამსაქმებლის ბრენდის მართვა Give & Get მეთოდოლოგიით

სერტიფიკატი

ლოკაცია

დაწყების დრო

ლექტორი

ხანგრძლივობა

კურსი შედგება 4 მოდულისა და ორი დამატებითი შეხვედრისაგან. თითოეული მოდული მოიცავს 2 სალექციო შეხვედრას.

I მოდული – რატომ დამსაქმებლის ბრენდინგი?

ამ მოდულში მოემზადები დამსაქმებლის ბრენდის ირგვლივ მოგზაურებისთვის, გაიგებ რატომ და რისთვის არის დამსაქმებლის ბრენდის მართვა მნიშვნელოვანი და შეისწავლი იმ ძირითად საკითხებს, რაც შექმნის საფუძველს დამსაქმებლის ბრენდის სტრატეგიისთვის.

შეხვედრა #1

  • ბრენდის ფილოსოფია და იერარქია
  • დამსაქმებლის ბრენდის, დამსაქმებლის ბრენდინგის და EVP-ის არსი
  • ტრადიციული დამსაქმებლის ბრენდინგი VS დამსაქმებლის ბრენდინგი Give & Get პრინციპით
  • DEI პრინციპები
  • ქვიზი ან/და პრაქტიკული სავარჯიშო

შეხვედრა #2

  • დამსაქმებლის ბრენდის და EVP-ის მნიშვნელობა კომპანიაში და რეკრუტში
  • დამსაქმებლის ბრენდის სტატისტიკური მაჩვენებლები
  • თანამშრომლის გამოცდილება
  • კანდიდატის გამოცდილება
  • ქვიზი ან/და პრაქტიკული სავარჯიშო

II მოდული – დამსაქმებლის ბრენდის მართვის სტრატეგიის შემუშავება

ეს მოდული დაგეხმარება განსაზღვრო ძირითადი მიზნები და KPI-ები დამსაქმებლის ბრენდის სტრატეგიისთვის. ისწავლი როგორ შეიძლება ეფეტუქრი EVP-ის (თანამშრომლისთვის ღირებულების შეთავაზება) შემუშავება. გაიგებ რა მონაცემების შეგროვება დაგჭირდება და როგორ უნდა დაამუშავო/გაანალიზო ისინი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად დამსაქმებლის ბრენდის შენების პროცესში. გაეცნობი რამდენიმე მეთოდს მენეჯმენტისთვის დამსაქმებლის მნიშნველობის საილუსტრაციოდ და ინვესტირებისთვის მათ დასარწმუნებლად. ასევე, ისწავლი როგორ ხდება დამსაქმებლის ბრენდის წარმატების შეფასება.

შეხვედრა #3

  • დამსაქმებლის ბრენდის აუდიტი
  • სტრატეგიის ძირითადი კომპონენტები
  • სტრატეგიის შემუშავებისთვის საჭირო კვლევები და კვლევის მეთოდები
  • EVP-ის შემუშავება
  • ქვიზი ან/და პრაქტიკული სავარჯიშო

შეხვედრა #4

  • იდეალური თანამშრომლის პორტრეტი
  • მენეჯმენტთან ეფექტური კომუნიკაცია
  • დამსაქმებლის ბრენდის სტრატეგიის ROI
  • დამსაქმებლის ბრენდის შეფასების მეტრიკები
  • ქვიზი ან/და პრაქტიკული სავარჯიშო

III მოდული – დამსაქმებლის ბრენდის აქტივაცია და მართვა

მესამე მოდული მოგცემს საშუალებას მოახდინო კომპანიის მესიჯების ეფექტურად კომუნიკაცია ზუსტად შერჩეულ სამიზნე სეგმენტთან, შესაბამისი მედია არხების საშუალებით. გაეცნობი საუკეთესო პრაქტიკებს და ტექნიკებს, რომლებიც დაგეხმარება დამსქმებლის ბრენდის აქტივაციის ეფექტური გეგმის შედგენაში.

შეხვედრა #5

  • ვიზუალური იდენტობა
  • მესიჯების მატრიცა
  • Story-led კონტენტი
  • Story Telling-ის 4 ტექნიკა
  • ქვიზი ან/და პრაქტიკული სავარჯიშო

შეხვედრა #6

  • კარიერის ვებ-საიტის, სამუშაო აღწერილობების და Job Posting-ის სტრუქტურა
  • ციფრული არხების მართვა (Linkedin, FB, Instagram, TikTok)
  • ორგანიზაციული კულტურა
  • საუკეთესო პრაქტიკები
  • ქვიზი ან/და პრაქტიკული სავარჯიშო

 

IV მოდული – დამსაქმებლის ბრენდის წარმატების შეფასება და ადაპტაცია გარემოს ცვლილებებთან

ამ მოდულში გაიგებ, როგორ უნდა მართო დამსაქმებლის ბრენდი მას შემდეგ, რაც მოხდება სტრატეგიის შემუშავება. გაეცნობი სხვადასხვა ეფექტურ და აპრობირებულ მეთოდს თანამშრომლების ჩართულობისა და შენარჩუნების სამართავად და მოემზადები ფინალური პროექტისათვის.

შეხვედრა #7

  • თანამშრომელთა ტრენინგი
  • ონბორდინგი და ოფბორდინგი
  • ალუმნი კლუბი
  • რეფერალის პროგრამა & რე-რეკრუტი
  • ქვიზი ან/და პრაქტიკული სავარჯიშო

შეხვედრა #8

  • EB გაიდლაინი
  • შიდა და გარე მარკეტინგი ჩართულობის შენარჩუნებისათვის
  • ბრენდის გამოცდილების მართვა
  • ფინალური პროექტის ბრიფი
  • ქვიზი ან/და პრაქტიკული სავარჯიშო

 

შეხვედრა #9

Q&A სესია მოწვეულ დარგის ექსპერტთან – შეხვედრაზე შეძლებ მოუსმინო ძლიერი დამსაქმებლის ბრენდის მქონე კომპანიის წარმომადგენელს, ესაუბრო მას, დაუსვა კითხვები და მოისმინო მისი და კურსის სხვა მონაწილეების მოსაზრება დამსაქმებლის ბრენდის მართვასთან დაკავშირებით.

შეხვედრა #10

ფინალური პროექტების წარდგენა/შეფასება/განხილვა – კურსის ბოლოს დამოუკიდებლად მოამზადებ ფინალურ პროექტს, რაც გულისხმობს შენ მიერ არჩეული კომპანიისთვის დამსაქმებლის ბრენდის სტრატეგიის შემუშავებას ყველა იმ მეთოდისა და პრინციპის გამოყენებით, რასაც კურსის ფარგლებში შეისწავლი.

No more offers for this product!
დამსაქმებლის ბრენდის მართვა Give & Get მეთოდოლოგიით
დამსაქმებლის ბრენდის მართვა Give & Get მეთოდოლოგიით

1,100

1
შედარება
upway.ge
Logo
რეგისტრაცია
Compare items
  • Total (0)
Compare
კალათა