Online

HR-ადამიანური რესურსების მართვა

600

2
შედარება
პროვაიდერი
ხანგრძლივობა 1 თვე - 12 შეხვედრა
ლექტორი კესო სუმბაძე, სალომე კიღურაძე
სერთიფიკატი გაიცემა
დაწყების დრო ჯგუფის შევსებისთანავე

HR ადამიანური რესურსების მართვა – კურსის აღწერა

HR ადამიანური რესურსების მართვის კურსის მიზანია მსმენელები გაეცნონ ორგანიზაციის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავებას, განვითარების სტრატეგიის განსაზღვრას, და ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე პრაქტიკას.

HR ადამიანური რესურსების მართვის კურსი კომპლექსურად განიხილავს იმ ძირითად ასპექტებს, რომლებიც მნიშვნელოვანია თანამედროვე ორგანიზაციის ჩამოყალიბებისა და ეფექტური მართვისათვის. კურსი განკუთვნილია როგორც დამწყები, ასევე მოქმედი HR მენეჯერებისთვის.

კურსის განმავლობაში განიხილება ყველა ის ძირითდი პროცესი და კომპონენტი, რომლისგანაც თანამედროვე ადამიანური რესურსების მართვის სისტემა შედგება.

თეორიულ ნაწილთან ერთად, პრაქტიკული სავარჯიშოები დაეხმარება მსმენელებს  შეისწავლონ მენეჯერის პროფესიული საქმიანობისა და მათ წინაშე ყოველდღიურად წამოჭრილი პრობლემების ეფექტურად გადაჭრის გზები.

სწავლების ფორმა ინტერაქტიულია და ითვალისწინებს მსმენელების მაქსიმალურ ჩართულობას, ქეისების მომზადებას, დისკუსიებსა და როლურ თამაშებს სხვადასხვა თემაზე.

HR ადამიანური რესურსების მართვის კურსის მენტორები

სალომე კიღურაძე

ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი

2010 წლიდან არის HR მიმართულებაში. HR ბიზნეს პარტნიორად მუშაობდა AVON საქართველოში, შემდეგ იგივე მიმართულების მენჯერი იყო Geocell-ში, 2018 წლიდან არის KPMG საქართველოს HR ლიდერი.

მენეჯერულ პოზიციებზე უთანამშრომლია წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან. ამასთან ერთად არის ICF-ის სერტიფიცირებული ქოუჩი. BTU-ში კითხულობს ლექციებს HR-ის მიმართულებით ბაკალავრებისთვის და მაგისტრებისთვის.

კესო სუმბაძე

2019 წლიდან არის საგანმანათლებლო სფეროში, 2015 წლიდან დღემდე კი არის ადამიანური რესურსების მართვის უფროსი სპეციალისტი. 2010 წლიდან საჯარო სექტორი მართვა/ადმინისტრირება.

ადამიანური რესურსების მართვის აქტუალურ საკითხებზე დაცული აქვს სამაგისტრო (MBA) და სადოქტორო შრომები (PHD), გამოქვეყნებული აქვს პუბლიკაციები. ჩაუტარებია, როგორც შიდა, ისე გარე ორგანიზაციული კვლევები, გაიარა სხვადასხვა სასწავლო და პრაქტიკული კურსი, მათ შორის საფრანგეთის ერთ-ერთ წარმატებულ დასაქმების სააგენტო ,,ერგალი“-ში, ტალანტების მოზიდვის და შერჩევის მიმართულებით. არის ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალთა ასოციაციის HRPA.Georgia -ს სრული წევრი.

2019 წლიდან დღემდე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, მიწვეული ასისტენტ-პროფესორი (სასწავლო კურსები: ადამიანური კაპიტალის მართვა, ადამიანური რესურსების მართვა, სწავლების საფეხური: საბაკლავრო და სამაგისტრო პროგრამები). 2010 წლიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სხვადასხვა თანამდებობაზე, 2015 წლიდან დღემდე ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი.

უმუშავია შემდეგ პროექტებზე:

1. მიმდინარე კვლევითი პროექტი: ,,კონკურსების ჩატარების ტენდენციები ქართულ რეალობაში“ ;
2. COUNCIL OF EUROPE, Data Protection and Privacy Rights 11.2020-06.2021(სასწავლო პროექტი);
3. ,,თანამშრომელთა შესრულების ეფექტიანობის შეფასების სისტემების კვლევა მსოფლიო პანდემიის პირობებში” 2021;
4. ,,ადამიანური რესურსების მართვის გამოწვევების კვლევა ქართულ რეალობაში“, 11.2020-05.2021წ;
5. ,,PANDEMIC AND CONTEMPORARY LABOR COHORTS“ 2020;
6. ,,ევროპაში საქართველოდან სამუშაო ძალის ემიგრაციის მიზეზების და დასაქმების პრობლემების კვლევა“, 2020;
7. ,,სამსახურის ძებნის და დაქირავების პრობლემების კვლევა ევროკავშირის ქვეყნებში“ 2019;
8. ,, Job search and hiring problems in EU countries“ 2019;
9. ,,Emotional Intelligence and Human Resources Management’’ 2019;
10. ,,კომუნიკაციური კავშირები და გადაწყვეტილებების მიღების პროცესი საქართველოს საჯარო სექტორში“ 2018წ;
11. ,კომუნიკაციის როლის კვლევა ორგანიზაციების მართვასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში“ 2018წ;
12. ,,არავერბალური კომუნიკაციის გავლენა გადაწყვეტილებების ეფექტიანობაზე” თსუ 2017-2018წ;
13. ,,გადაწყვეტილების მიღების თეორიების და მოდელების კვლევა თანამედროვე მენეჯმენტში“ 2017წ.
14. ,,კონფლიქტის და სტრესის მართვა ორგანიზაციაში“ 2016წ
15. ,,კომუნიკაციის როლის კვლევა ორგანიზაციის მართვაში“ 2016 წ;
16. ,,დროის მართვა“ , (თსუ საუნივერსიტეტო საგრანტო პროექტი) 01.2016-09.2016;
17. ,,ადამიანური რესურსების მართვის პრობლემების კვლევა საჯარო სექტორში“ 2015წ.

დეტალები: HR-ადამიანური რესურსების მართვა

სერტიფიკატი

ხანგრძლივობა

ლექტორი

,

ლოკაცია

დაწყების დრო

შეფასებები

0.0 out of 5
0
0
0
0
0
შეფასების დაწერა

შეფასებები ჯერ არ არის.

შეაფასე პირველმა: “HR-ადამიანური რესურსების მართვა”

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Workshop 1

  • ტრენერისა და მონაწილეების გაცნობა და მოლოდინების გაზიარება
  • წარმატების მიღწევის ტექნიკები
  • რას ვისწავლით და აღმოვაჩენთ კურსის განმავლობაში
  • HR როლის ევოლუციური განვითარების გზა
  • თანამშრომლობის ციკლი (Employee Life Cycle)

Workshop 2

  • ორგანიზაციული სტრატეგიის შექმნის პროცესი
  • HR სტრატეგიის ფორმირება | HR სტრატეგიული პარტნიორი
  • კორპორაციული კულტურა და მისი გავლენა HR სტრატეგიაზე | რჩეული მაგალითები
  • პრაქტიკული დავალება 1

Workshop 3

  • რეკრუტინგის სტრატეგიის შექმნა და პროცესის ავტომატიზაცია (ATS)
  • კანდიდატთა მოძიების პლატფორმები და Headhunting
  • კანდიდატის შეფასების მეთოდები; კანდიდატის პროფაილის შექმნა
  • გასაუბრების ჩატარების ტექნიკები
  • მოსაუბრის ამოცნობის ხელოვნება
  • პრაქტიკული დავალება 2

Workshop 4

  • ახალი თანამშრომლის ინტეგრირება ახალ სამუშაო გარემოსთან (Onboarding) და პროცესის ავტომატიზაცია
  • შესრულებული სამუშაოს მართვა – MBO; 360°; SMART პრინციპი
  • შესრულებული სამუშაოს წარუმატებელი შედეგების მართვა
  • Performance Coaching – უკუკავშირის მოდელები და მიდგომები
  • თაიმს მენეჯმენტი და თვითმენეჯმენტის უნარების გაუმჯობესების გზები
  • პრაქტიკული დავალება 3

Workshop 5

  • გუნდის მართვა დისტანციურად
  • ტალანტების მართვა ორგანიზაციაში
  • სწავლება და განვითარება – ინსტრუმენტები და თანამედროვე მეთოდები
  • ემოციების და განწყობების მნიშვნელობა
  • თანამშრომლების მოტივაცია და მათი შენარჩუნება
  • პრაქტიკული დავალება 4

Workshop 6

  • შრომის კოდექსი – შრომით-სამართლებრივი ურთიერთობების მართვა
  • კონფლიქტის, ბულინგის, სექსუალური შევიწროვების და სტრესის მართვა
  • სამუშაო უსაფრთხოება და რისკების მართვა
  • HR პოლიტიკის სახელმძღვანელოები
  • შრომითი ურთიერთობების დასრულება (Employee Separation)

Workshop 7

  • კომპენსაციების და ბენეფიტების სისტემები (Staff cost, Turnover, FTE)
  • სახელფასო სკალა – ხელფასის მატებასთან დაკავშირებული ძირითადი მიდგომები;
  • HR კვლევები; მონაცემთა ანალიზი და შემდგომი ნაბიჯები
  • პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოება და მართვა.

Workshop 8

  • ფრილანსერობა და დასაქმების შესაძლებლობები
  • რეზიუმესა და LinkedIn-ის შექმნა / განახლება
  • რეკრუტერი კანდიდატის ამპლუაში | გასაუბრებისთვის მზადება
  • დარწმუნების ხერხები და ფარული მართვის მეთოდები
  • პრაქტიკული დავალება 5

Workshop 9

  • HR ბრენდი – როგორ ვმართოთ HR ბრენდი სწორად
  • დამსაქმებლის ბრენდი და კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა
  • Covid-19 | 2021 წლის HR-ის გამოწვევები | HR აუთსორსი
  • შეჯამება

Workshop 10

  • ფინალური გამოცდა – პროექტი
No more offers for this product!

600

2
შედარება
პროვაიდერი
upway.ge
Logo
რეგისტრაცია
Compare items
  • Total (0)
Compare
კალათა