გრაფიკული დიზაინი II ეტაპი

პროგრამა მოიცავს გრაფიკული დიზაინის თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს.
კურსის ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან და დაეუფლებიან დიზაინის შემოქმედებით და ტექნიკურ მხარეს.
კურსის გასავლელად აუცილებელი კრიტერიუმია Photoshop-ის და illustrator-ის საბაზო უნარების ცოდნა!
გაკვეთილზე მოხდება სხვადასხვა თემატური სამუშაოს (workshop-ის ტიპის) განვითარება, რომლის ფარგლებში სტუდენტები იქნებიან ჩართული ინტერაქტიულ პროცესში. გაეცნობიან დიზაინის შემუშავების ეტაპებს, თუ როგორ ხდება დიზაინ დავალების (Design Brief-ის) შესწავლის და ანალიზის პროცესი, დამკვეთთან კომუნიკაციის წარმოება, პროექტის რა მნიშვნელოვან ასპექტებზე უნდა მოხდეს ყურადღების გამახვილება.
თუ როგორ ხდება დიზაინის პროცესის დაგეგმვა, რა ეტაპებს მოიცავს პროექტზე სამუშაო დრო, პროექტის ეფეტურად განვითარებისათვის რამდენად მნიშვნელოვანია დამკვეთთან კომუნიკაცია და რა სახით / ფორმით წარიმართება აღნიშნული პროცესი.
რა მნიშვნელობა აქვს იდეების გეგენრირების საწის ფაზას და როგორ ხდება დიზაინ ფიქრის პროცესი, შთაგონების ამსახველი ფოტომასალის მოძიების და საკვანძო სიტყვების გამოყენების სახით.
რა ეტაპებს მოიცავს ფორმის ძიების ფაზა, როცა ხდება იდეების ვიზუალურად განვითარების პროცესი, რა მნიშველობა აქვს ტრადიციულ და ციფრულ სამუშაო მიმართულებებს.
თუ როგორ ხდება შემოქმედებითი პროცესის ტექნიკურად განვითარება (იდეის საწარმოო პროექტად გარდაქმნა), პროექტის ეფექტური მართვისათვის რა მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა საწარმოო თუ ტექნიკური საკითხის ცოდნას.
რა მნიშვნელობა აქვს პრეზენტაციის უნარს და როგორ ხდება საპრეზენტაციო მასალის მომზადება და წარმართვა.
შემოქმედებითი მიმართულება
- დიზაინის შემუშავების მეთოდი
- ინსპირაციის ძიება
- იდეების გენერირება
- ლოგოს შემუშავების პროცესი
- PATTERN-ის შემუშავება
- RENDER-ის შემუშავება
- ტიპოგრაფია
- სასათაურე ტიპოგრაფია
- ტექსტის რედაქტირება
- პრეზენტაციის უნარი
ტექნიკური მიმართულება
- PHOTOSHOP-ის სამუშაო პრინციპები
- ILLUSTRATOR-ის სამუშაო პრინციპები
- ბრენდის სახელმძღვანელოს
- მომზადების მეთოდი
- სიმბოლოს ზომები / ტექ. პარამეტრები
- ლოგოს ფერთა ტექ. პარამეტრები
- პრეზენტაციის მომზადების პრინციპი
- საბეჭდი ფაილების მომზადება
*ლექციები ჩატარედება კვირაში 4 საათი.
ლექტორი ლადო კობახიძე
ბავშვობაში მიღებული საბაზისო ცოდნით ხელოვნების სფეროში (1989-99) ლადომ განაგრძო სწავლა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არქიტექტურის ფაკულტეტზე 2000–05 წლებში. ამ წლებში ლადო ძირითადად დაკავებული იყო სხვადასხვა პროექტებში როგორიც არის ეროვნული სტადიონი – დინამო არენა–ს რეკონსტრუქცია (დიზაინერი, 2006), აგრეთვე დაჯილდოებულ იქნა Peugeot–ს კონკურსში პროექტისთვის Peugeot Zippy (2007).2008–09 წლებში ლადომ განაგრძო პროფესიული კარიერა Tsikolia Design R&D სტუდიაში ზვიად ციკოლიას ხელმძღვანელობით.2009–10 წლებში მილანში (იტალია) მან დაამთავრა Domus Academy (მაგისტრი ტრანსპორტის დიზაინში), სადაც მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა პროექტებში მათ შორის, Volkswagen და Bonetto Design, აგრეთვე იმუშავა ცნობილ იტალიურ დიზაინ სტუდიაში Zagato ნორიჰიკო ჰარადას ხელმძღვანელობით 2010 წელს.2010 წლის შემდეგ ლადომ განაგრძო პროფესიული კარიერა ჰანჯოუში (ჩინეთი) Innovo-Design–ში, სადაც მონაწილეობდა სხვადასხვა პროექტებში სამრეწველო და ტრანსპორტის დიაზინის განხრით.ამჟამად ლადო საქმიანობს თბილისში და დაკავებულია პირადი პროექტებით.
დეტალები: გრაფიკული დიზაინი II ეტაპი
|
შეფასებები
შეაფასე პირველმა: “გრაფიკული დიზაინი II ეტაპი” კომენტარის გაუქმება

₾960 – ₾1,140
მსგავსი კურსები

გრაფიკული დიზაინი


Music Theory – 1 თვიანი ინტენსიური კურსი

₾960 – ₾1,140
შეფასებები ჯერ არ არის.