კონტენტ მარკეტინგი

კურსის აღწერა
Content – /kənˈtɛnt/ – არაა ქართული სიტყვა, თუმცა არ ჟღერს ურიგოდ. კონტენტი ჩვენი ყოველდღიურობის დიდი ნაწილია, შეიძლება გაიგო, შეხედო და აღიქვა მრავალფეროვნად, ამიტომაც კონტენტია ყველაფერი და კონტენტია ყველგან. შესაბამისად დაგეგმილი კონტენტით ბევრი დიადი მიზნის მიღწევაა შესაძლებელი, მთავარია მიზანს მოახვედრო. კონტენტია ის, რაც უხარია თვალს და არ აკლია ყურს.
ეს კურსიც ერთი დიდი კონტენტი იქნება. სავსე პრაქტიკული სამუშაოებით, სადაც ვნახავთ, შევქმნით, შევცვლით, მერე ისევ შევქმნით საკუთარი ხელით, სხვადასხვა ციფრულ არხში, სხვადასხვა საშუალებით, რესურსით და იდეით.
კურსის გავლის შემდეგ შეგეძლება
-
დაგეგმო და აღასრულო კონტენტ კამპანია დამოუკიდებლად
-
კონტენტ კამპანიის სხვადასხვა მედია არხებში ჩაშლა
-
დამოუკიდებლად შექმნა ბლოგი, ფოტო და ვიდეო მასალა ბრენდისთვის
-
განსაზღვრო რა დროს, როგორი კონტენტია საჭირო
-
დაგეგმო გადაღება დამოუკიდებლად
-
მოიფიქრო რა სჭირდება ბრენდს
-
განსაზღვრო როგორ ეურთიერთო შენს აუდიტორიას
-
იმუშაო ეფექტურად და სწრაფად
ვისთვის არის კურსი
კურსი არის ყველასთვის, ვინც არის ან უნდა რომ იყოს შემოქმედი. ვისაც აქვს საკუთარი ბრენდი ან ემუშავება სხვადასხვა ბიზნესს, ვისაც აინტერესებს სოციალური მედია და ამ სფეროში ხედავს საკუთარ თავს.
კურსი მოიცავს
კურსი მოიცავს ულიმიტო წვდომას გლობალურ მონაცემთა ბაზასთან WARC, რომლის მეშვეობითაც შეძლებ გაიღრმავო ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი სფეროს წარმომადგენელი ხარ, WARC-ზე თითქმის ყველა ინდუსტრიიდან შეგიძლია იხილო სხვადასხვა ქეისები, სტატიები, მონაცემები, ტრენდები, ვებინარები, მინი კურსები და რეპორტები.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტი მიიღებს ორენოვან სერტიფიკატს.
კურსს გაუძღვება:
ლიანა მეტრეველი
დეტალები: კონტენტ მარკეტინგი
|
შეფასებები
შეაფასე პირველმა: “კონტენტ მარკეტინგი” კომენტარის გაუქმება
-
1. შესავალი
- რა არის კონტენტი
- კონტენტის დატვირთვა სხვადასხვა ციფრულ არხში
- ტენდენციები კონტენტში
- კონტენტი ჩვენ ირგვლივ
- დავალება
-
2. Facebook
- კონტენტის ტიპები Facebook-ზე
- რომელი ხელსაწყოების გამოყენება შეგიძლია Facebook-ზე
- როგორ დაგეგმო კომუნიკაცია და შექმნა Original Content
- რას აკეთებს სხვადასხვა ბრენდი Facebook-ზე
- დავალება
-
3. Instagram
- კონტენტის ტიპები Instagram-ზე
- Instagram tips, tricks, hacks
- როგორ შევქმნათ Instagram-ის კონტენტი ეფექტურად, საკუთარი ხელით
- ვიზუალური ტენდენციები Instagram-ზე
- დავალება
-
4. Tiktok
- რა ვიცით Tiktok-ის შესახებ
- კონტენტის ტიპები Tiktok-ზე
- როგორ შევქმნათ Tiktok?
- დავალება
-
5. Youtube
- რა ტიპის კონტენტი მუშაობს Youtube-ზე
- როგორ უნდა დაგეგმო და მოიფიქრო Youtube-სთვის შესაბამისი ვიზუალური მასალა
- დავალება
-
6. Content-ის დაგეგმვა / Linkedin
- როგორ შევარჩიოთ კონკრეტული სტრატეგია კონკრეტული ბრენდისთვის
- როგორ განვსაზღვროთ საკომუნიკაციო არხები და შევუსაბამოთ მიმართულებები
- Linkedin, როგორც საკომუნიკაციო საშუალება ბრენდებისთვის
- იდეების გენერირების სხვადასხვა გზა და პრაქტიკული სამუშაოები
- დავალება
-
7. Tone Of Voice
- როგორ ვესაუბროთ მომხმარებელს სხვადასხვა ბრენდის სახელით
- როგორ საუბრობენ დღეს ბრენდები
- Copywriting-ის პრაქტიკული სამუშაო
- დავალება
-
8. კონტენტ კამპანია
- როგორ უნდა დაიგეგმოს ეფექტური კამპანია
- გამორჩეული კონტენტ კამპანიების მიმოხილვა
- დავალება
-
9. კონტენტის მოძიება
- სად ვეძებოთ ბრენდისთვის რელევანტური კონტენტი
- როგორ წარმოვიდგინოთ ბრენდის სრული სურათი და ავაწყოთ შესაფერისი მუდბორდები
- დავალება
-
10. ფოტოგრაფია, როგორც კონტენტი და პირიქით
- კონტენტის ფოტოგრაფები
- როგორ დავგეგმოთ ფოტო გადაღება
- როგორ დავახარისხოთ ვიზუალური მასალა და შევქმნათ სასურველი ფიდი (Feed)
- დავალება
-
11. Storytelling
- Storytelling-ის როლი სოციალურ მედიაში
- როგორ მოვყვეთ ბრენდის ამბავი
- დავალება
-
12. კონტენტის შექმნა Live რეჟიმში
- როგორ გამოვეხმაუროთ მიმდინარე მოვლენებს
- ამ კუთხით გამორჩეული ბრენდების კომუნიკაცია
- დავალება
-
13. ბლოგი და მედია
- როგორ დავწეროთ ბლოგი
- შევქმნათ მისთვის კონტენტი
- ვკონცენტრირდეთ საკუთარ ნიშაზე
-
14. ფინალური პროექტი
- ფინალური პროექტის წარდგენა

₾1,200
მსგავსი კურსები

ვებ პროგრამირება ASP.NET MVC


მართვის თანამედროვე მეთოდები 4.0

₾1,200
შეფასებები ჯერ არ არის.