Online

გრაფიკული დიზაინი

1,200

0
შედარება
პროვაიდერი
0 out of 5
ხანგრძლივობა 7კვირა - 14შეხვერდა
ლექტორი ოთო მიქაძე, დავით მსახურაძე
სერთიფიკატი გაიცემა
დაწყების დრო 22.04.2024

კურსის აღწერა

გრაფიკული დიზაინი ყველა ჩვენგანის ყოველდღიურობის ნაწილია და თითოეულ პროდუქტთან ინტერაქციის გადაწყვეტილებაზე დიდ გავლენას ახდენს. გამართული, მუშა დიზაინის გასაკეთებლად საჭიროა სტუდენტმა შეძლოს დიზაინის მიზნის კარგად გააზრება, თუ რას ემსახურება ის და რა მესიჯი უნდა მიიტანოს დამკვეთიდან თუ დამსაქმებლიდან მომხმარებლამდე.

კურსში სტუდენტი გაივლის სხვადასხვა ტიპის პროექტზე მუშაობის პროცესს, გაეცნობა ვიზუალის კეთების სწორ პრინციპებს, დიზაინის მიმართულებებს. შეისწავლის გრაფიკული რედაქტორების იმ აუცილებელ ტექნიკურ ნაწილს, რომელიც საჭიროა სხვადასხვა მიმართულებით სამუშაოდ.

კურსის გავლის შემდეგ შეგეძლება
  • Adobe Photoshop-სა და Adobe Illustrator-ში რასტრულ და ვექტორულ დიზაინზე მუშაობა
  • დიზაინის ტექნიკურად, სტილისტურად და შინაარსობრივად გამართვა
  • ბრენდისთვის ვიზუალის შექმნა
  • ბრიფის ანალიზი და მუდბორდების შექმნა
  • ლოგოს სკეჩების და დრაფტ ვერსიების გაკეთება
  • სხვადასხვა მედია არხისთვის ვიზუალის მორგება
  • დიზაინ-პროექტების სწორად დაგეგმვა
  • ბრიფის სწორად გაანალიზება
  • დავალების მარტივი და მოკლე გზებით შესრულება სხვადასხვა პრინციპის გამოყენებით
ვისთვის არის კურსი

კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურვილი აქვს ისწავლოს გრაფიკული დიზაინი 0-დან, გადადგას პირველი ნაბიჯები დიზაინის სფეროში და დამოუკიდებლად შეძლოს შემდგომი განვითარება.

კურსზე ისეთი შემოქმედებითი უნარი, როგორიც არის ხატვა, ხაზვა, ფოტოგრაფია და ა.შ. სასარგებლოა, თუმცა არა აუცილებელი.

კურსი მოიცავს

კურსი მოიცავს ულიმიტო წვდომას გლობალურ მონაცემთა ბაზასთან WARC, რომლის მეშვეობითაც შეძლებ გაიღრმავო ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი სფეროს წარმომადგენელი ხარ, WARC-ზე თითქმის ყველა ინდუსტრიიდან შეგიძლია იხილო სხვადასხვა ქეისები, სტატიები, მონაცემები, ტრენდები, ვებინარები, მინი კურსები და რეპორტები.

სილაბუსი შეგიძლიათ გაეცნოთ ლინკზე :

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტი მიიღებს ორენოვან სერტიფიკატს.

კურსს გაუძღვებიან:

დავით მსახურაძე

დათო გრაფიკოს-დიზაინერი და ილუსტრატორია, რომელსაც ამ სფეროში
უკვე 8 წლიანი გამოცდილება აქვს. ამ დროის განმავლობაში უმუშავია ისეთ კომპანიებსა
და სააგენტოებში, როგორებიცაა Leavingstone, McCann, GIPA, ხოლო ამჟამად სენიორ გრაფიკოს-დიზაინერის
როლს იკავებს კრეატიულ სააგენტო Windfor’s-ში. მის დამკვეთებს შორის არიან საერთაშორისო
კრეატივის ფესტივალი Ad Black Sea, Coca-Cola, EU for Energy, Canada Fund for
Local Initiatives, Bank of Georgia, Terabank, Tbilisi Mall, Veli.Store და ა.შ. დათო
ორიენტირებულია, ნამუშევრები გრაფიკული დიზაინისა და ილუსტრაციის ერთობლივი გამოყენებით
შექმნას, სადაც ილუსტრაცია არა დამხმარე, არამედ ნამუშევრის ძირითადი ნაწილია. მთავარი
მიმართულებები, რომელზეც დათო აქტიურად მუშაობს არის ლოგო, გრაფიკული ილუსტრაცია, პერსონაჟების
დიზაინი, ვიზუალური იდენტობა, ლეთერინგი და პოსტერის დიზაინი.

ოთო მიქაძე

ოთოს გრაფიკული დიზაინის ინდუსტრიაში მუშაობის რამდენიმეწლიანი
გამოცდილება აქვს. კარიერა Holmes & Watson-ში დიჯითალ დიზაინერად დაიწყო და მალევე
კრეატივის გუნდს შეუერთდა ბრენდინგისა და კამპანიების მიმართულებით. შემდეგ საქართველოს
ბანკის Senior Graphic Designer-ის პოზიცია დაიკავა. ამჟამად მუშაობს ფრილანსზე და
ფოკუსირებულია ლოგოსა და ბრენდინგის მიმართულებით. მას ასევე უმუშავია ისეთი პროექტებისთვის,
როგორებიცაა საქართველოს ბანკის “გავშლით ფრთებს”, “Update”, “არ გაჩერდე”, “500
Startups Georgia”, თიბისის “შენ”, “ახალი წელი მოსულა”, ასევე “GBF” რებრენდინგსა
და “Tbilisi School of Communication” ბრენდინგზე.

დეტალები: გრაფიკული დიზაინი

ხანგრძლივობა

ლოკაცია

კურსის დონე

სერტიფიკატი

ლექტორი

,

დაწყების დრო

შეფასებები

0.0 out of 5
0
0
0
0
0
შეფასების დაწერა

შეფასებები ჯერ არ არის.

შეაფასე პირველმა: “გრაფიკული დიზაინი”

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • 1. შესავალი

     

    • რა არის გრაფიკული დიზაინი
    • გრაფიკული დიზაინერის როლი კომუნიკაციაში
    • დიზაინის მიმართულებები
    • დიზაინი ჩვენ გარშემო
    • რასტრული და ვექტორული გრაფიკა
    • გრაფიკული რედაქტორები
    • ფოტოშოპის ინტერფეისი და საბაზისო ხელსაწყოები
    • დავალება
  • 2. ფოტოშოფის ინსტრუმენტები

     

    • ფერების პროფილები (RGB და CMYK)
    • ფერთა თეორიის შესავალი და გამოყენების პრაქტიკული მაგალითები
    • მარტივი გეომეტრიული ობიექტების შექმნა და მათი მანიპულირება
    • მონიშვნის ხელსაწყოების გამოყენება
    • შრეები და მათი შერევის მეთოდები
    • დავალება
  • 3. პოსტერის გაკეთება

     

    • სურათის შემოტანა და მარტივი მანიპულაციები
    • Layer Mask-ის გამოყენება და რედაქტირება
    • ფერებზე მუშაობა/კორექტირება
    • Pen tool ხელსაწყოს გამოყენება
    • Adjustment Layers
    • დავალება
  • 4. Photoshop Techniques

     

    • Smart object-ების უპირატესობები
    • Artboard-ები
    • Brush tool-ის რედაქტირება
    • შრეების ეფექტები (Layer Styles)
    • ფილტრები
    • დავალება
  • 5. რეტუში

     

    • რეტუშის მეთოდები
    • პორტრეტის რეტუში
    • პროდუქტის რეტუში
    • დავალება
  • 6. Adobe Illustrator

     

    • ვექტორული გრაფიკის უპირატესობები და ნაკლოვანებები
    • ინტერფეისის მიმოხილვა
    • მარტივი და კომპლექსური ფორმების შექმნა/რედაქტირება
    • ფერებთან და გრადიენტებთან მუშაობა
    • Artboard-ები
  • 7. ტიპოგრაფია

     

    • ფონტის ტიპები
    • შრიფტის აგებულება
    • ფონტების დაწყვილება
    • შრიფტის რედაქტირება, wordmark-ის შექმნა
    • ტიპოგრაფიული პოსტერები
  • 8. ვიზუალური იდენტობა 1

     

    • ვიზუალური იდენტობის როლი ბრენდინგში
    • ცნობილი ბრენდინგების ვიზუალური ანალიზი
    • ბრიფის ანალიზი / მუდბორდის მომზადება
    • ლოგოს სკეჩების / დრაფტ ვერსიების შექმნა
    • ფერების პალიტრის შერჩევა
    • დავალება
  • 9. ვიზუალური იდენტობა 2

     

    • არჩეული სკეჩებისათვის საბოლოო სახის მიცემა
    • გრაფიკული ელემენტების / პატერნების შემუშავება
    • გაშლა სხვადასხვა მატარებელზე
    • Mockup-ების გამოყენება
    • დავალება
  • 10. დიზაინის განსაზღვრა სხვადასხვა მედია არხისთვის

     

    • გრაფიკული ბადეები
    • განსხვავებულ მედიებში დიზაინის იერის შენარჩუნება
    • პოსტები სოციალური მედიისთვის
    • ბრენდის პალიტრის გამოყენება სოციალურ მედიაში
    • დავალება
  • 11. ილუსტრაცია

     

    • Flat ილუსტრაციის შექმნა Illustrator-ში
    • Photoshop-ში ტექსტურების და ფილტრების დამატება
    • დავალება
  • 12. პოსტერის გაკეთება

     

    • კომპოზიციის მნიშვნელობა დიზაინში
    • პოსტერისთვის მუდბორდის შედგენა
    • პოსტერის სკეჩის მომზადება
    • ფერების პალიტრის შერჩევა
    • დავალება
  • 13. კომპლექსური ილუსტრაცია

     

    • ილუსტრატორში კომპლექსური ილუსტრაციის აწყობა
    • ფინალური პროექტის გავლა
  • 14. ფინალური დავალების პრეზენტირება და განხილვა

     

    • ფინალური პროექტის წარდგენა
    • კურსის შეჯამება
No more offers for this product!

1,200

კალათაში დამატება

1,200

0
შედარება
პროვაიდერი
0 out of 5
upway.ge
Logo
რეგისტრაცია
Compare items
  • Total (0)
Compare
კალათა