მოდულარული სინთეზი და ხმის დიაზაინი
მოდულარული სინთეზი (Synth 101) და ხმის დიზაინი არის თეორიულ/პრაქტიკული კურსი სინთეზისა და სინთეზატორების შესახებ ტრადიციული და მოდულარული სინთეზატორების (Doepfer System-100) ბაზაზე. კურსის განმავლობაში ძირითადი დრო დაეთმობა სუბტრაქციული სინთეზის (subtractive synthesis) და მოდულარული სინთეზის პრინციპების შესწავლას (modular synthesis).
კურსის განმავლობაში სტუდენტები გაეცნობიან სინთეზატორის შემადგენელ ძირითად ბლოკებს, მათ გამოყენებს ხმის დიზაინის ძირითად ტექნიკურ და ფსიქოაკუსტიკურ პრინციპებს, ხმების შექმნას, ელექტრონულ ინსტრუმენტებთან მუშაობის პროცესის მიმოხილვას, მოდულარულ სინთეზატორთან მუშაობის პროცესს.
კურსის განმავლობაში ასევე მიმოვიხილავთ სინთეზის ისტორიასა და ისტორიულად მნიშვნელოვან სინთეზატორებს, გავეცნობით თანამედროვე სინთეზატორებს, მიმოვიხილავთ სხვადასხვა სინთეზის მეთოდებს (ადიციური, FM synthesis, გრანულარული სინთეზი, cross modulation synthesis და სხვა).
სწავლება შედგება როგორც ფიზიკურ სინთეზატორებზე, ასევე Ableton Analog-ისა და VCV Rack (modular software)-ის ბაზაზე.
სტუდენტებს ექნებათ საშუალება იმეცადინონ CES-ის სტუდიაში არსებულ Dopfer A-100 BS2 მოდულარ სინთეზატორზე.
კურსს ექნება თეორიული ლექციების, სტუდენტებთან ერთად დისკუსიების, პრაქტიკული სამუშაოების და საშინაო დავალებების ფორმა. კურსის კონტენტი ადაპტირდება კონკრეტული ჯგუფისათვის.
კურსის ლეტქორები:
თორნიკე მარგველაშვილი – ელექტრონული მუსიკის კომპოზიტორი, პროდიუსერი,მულტი ინსტრუმენტალისტი,ხმის ინჟინერი.თორნიკე ამჟამად მოღვაწეობს Mess_Montage ის სახელით, drone/ambinet/experimental მუსიკის ჟანრში, უშვებს ალბომს Shimmeringmoods Records label-ზე.2016 – დღემდე Royal Academy of Music (Denmark), ელექტრონული მუსიკის კომპოზიციის ბაკალავრიატი.2015 – 2016 თბილისის ი.სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია, მუსიკის ტექნოლოგიების ფაკულტეტი.2015 – 2016 CES აუდიო ინჟინერიის კურსის ლექტორი.2010 – 2014 კავკსიის ბიზნეს სკოლა, ფინანსების ფაკულტეტი.თორნიკე ასევე არის CES კურსდამთავრებული : აუდიოლოგია (გიორგი ‘გვაჯი’ გვარჯალაძესთან) Ableton Live, მუსიკის თეორია.თორნიკემ გიტარაზე დაკვრა 15 წლის ასაკში დაიწყო. მისი პირველი გამოჩენა როგორც გიტარისტი და შემდგომში songwriter/producer, შედგა ჯგუფ პორნოპოეზიაში.2012 წლიდან თორნიკე უკრავს ჯუფ Salio-ში ბას გიტარაზე, მონაწილეობდა მათთან ერთად ფესტივალებში, მათ შორის New Orleans Jazz and Heritage Festival.
ბენ ვილერი არის საქართველოში დაფუძნებული მუსიკოსი, კომპოზიტორი, ეთნოგრაფიული მუსიკის სპეციალისტი.დამთავრებული აქვს ორეგონის უნივერსიტეტი, ასევე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ქართული ფოლკლორული მუსიკის ფაკულტეტი.აგრეთვე სწავლობდა ილინოისის უნივერსიტეტში, ეთნოგრაფიული მუსიკის განხრით და ბოლო 1 წელი გაატარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის განყოფილებაში. ბენ უილერი არის „ტანგუსის მთების“ თანადამაარსებელი, ორგანიზაციისა, რომლის მიზანია კავკასიის რეგიონის სხვადასხვა მუსიკლური ტრადიციის დაცვა და ხელშეწყობა. ბენმა შემოიარა სამხრეთ კავკასია, რა დროსაც ჩაიწერა სხვადასხვა შემსრულებლის ნაწარმოები და ინტერვიუ. აღნიშნული პროექტის მონაწილეთა ჩანაწერები საერთაშორისო დონეზე გამოიცა სხვადასხვა ფორმით (ფირფიტა, კომპაქტ დისკი, ფირი).როგორც კომპოზიტორმა და მუსიკოსმა, მან საკუთარი კომპოზიციები შეასრულა და ააჟღერა სხვადასხვა ჯგუფთან ერთად, ასევე მრავალი მუსიკალური ალბომი გამოუშვა საკუთარი სახელით.ბენი აქტიურადაა ჩართული თბილისის ექსპერიმენტული მუსიკის ცხოვრებაში და რეგულარულად მონაწილეობს ქართველ მუსიკოსებთან ერთად, როგორც სოლო შემსრულებელი, ასევე შეხვედრებსა და ფესტივალებში მთელი საქართველოს ტერიტორიაზე.ბენი ასევე არის GIPA 94.3-ისრადიო პროგრამა „კავკასიის“ წამყვანი.
ლოკაცია – ფაბრიკა
დეტალები: მოდულარული სინთეზი და ხმის დიაზაინი
|
შეფასებები
შეაფასე პირველმა: “მოდულარული სინთეზი და ხმის დიაზაინი” კომენტარის გაუქმება
გაკვეთილი 1 – Basics of sound Physics.
გაკვეთილი 2 – Basics of sound Physics. 2.
Sound Visualising Tools. Synthesizer Architecture.
გაკვეთილი 3 – Oscillators 1
გაკვეთილი 4 – Oscillators 2
გაკვეთილი 5 – Filters 1
გაკვეთილი 6 – Filters 2
გაკვეთილი 7 – ADSR -1
გაკვეთილი 8 – ADSR -2
გაკვეთილი 9 – LFO 1
გაკვეთილი 10 – LFO 2
გაკვეთილი 11 – Basic Patching 1
გაკვეთილი 12 – Basic Patching 2
გაკვეთილი 13 – Overview of Different types of Synthesis
გაკვეთილი 14 – History of synthesizers,
გაკვეთილი 15 – Student Project
გაკვეთილი 16 – Overview
გაკვეთილი 17-23 (Modular synthesis, basic patching, singnal flow, rythmical patching, generative patching, information about popular modules, etc)
გაკვეთილი 24 – student project, course feedback.
₾990
მსგავსი კურსები
ხელოვნების არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამა
Mixing-post production
Music Theory – 1 თვიანი ინტენსიური კურსი
სამსახიობო ოსტატობის შესწავლა
₾990
შეფასებები ჯერ არ არის.