გრაფიკული დიზაინი
₾700
გრაფიკული დიზაინის კურსი
გაიარეთ გრაფიკული დიზაინის საბაზისო კურსი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში და ისწავლეთ Photoshop და illustrator პროფესიონალურ დონეზე. გრაფიკული დიზაინის ტრენინგი განკუთვნილია მათთვის ვისაც არასდროს არ უსწავლია ფოტოშოპი ან ილუსტრატორი და სურს პროგრამული უნარჩვევების პროფესიონალურ დონეზე ათვისება.
გრაფიკულ დიზაინს “ვიზუალურ კომუნიკაციას” უწოდებენ. ეს ტერმინი დიზაინის იმ ძალაუფლებაზე მეტყველებს, რომელსაც ინფორმაციის შესაბამის ფორმაში ტრანსფორმაცია შეუძლია: კომპლექსური იდეები შესაძლებელია მხოლოდ ერთი გამოსახულებით გამოიხატოს, რაც პირდაპირ ეხმაურება გრაფიკული დიზაინის დანიშნულებას.
დიზაინერები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მრავალ ნამუშევარს ქმნიან, რომელთა მნიშვნელობა ყველა ადამიანისთვის სიტყვების და ტექსტის გარეშეც ადვილად აღსაქმელია.
კურსის განმავლობაში სტუდენტები Adobe Photoshop-სა და Adobe Illustrator-ს დაეუფლებიან, რის შემდეგაც ისინი თავად შექმნიან გრაფიკულ ნამუშევრებს.
კურსის მენტორები
მიაკო ნადირაძე
გრაფიკული დიზაინერი
,,ჩემი მიზანია, კურსმა სტუდენტს მისცეს მაქსიმალური ცოდნა და პრაქტიკა.“
დიზაინისადმი ინტერესი, ჯერ კიდევ, 17-18 წლის ასაკში გაუჩნდა. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში.
მისი სამუშაო გამოცდილება იწყება ჯეოლაბში, სადაც გრაფიკული დიზაინის კურსის დასრულების შემდეგ დაიწყო სტაჟირება.
მომდევნო ეტაპი იყო გამომცემლობა ’’პალიტრა L’’-ი, სადაც იმუშავა პოლიგრაფიულ და ციფრულ დიზაინზე, წიგნის ყდების და შიდა გვერდებისთვის.
ერთი წლის შემდეგ შეუერთდა M group-ს, სადაც ქმნიდა ბრენდის დიზაინს, პოლიგრაფიულ დიზაინს და ციფრულ დიზაინს შემდეგი ობიექტებისთვის: Kvareli Lake Resort, Maspindzelo, In the Shadow of Metekhi, Ubani.
პარალელურად ბათუმის სარეკლამო სააგენტო Shindi-სთან ერთად მუშაობდა სხვადასხვა პროექტებზე.
შექმნილი აქვს სხვადასხვა წიგნის დიზაინი USAID Zrda Activity in Georgia-ს და World Vision Georgia-ს დაკვეთით.
Პარალელურად მიაკო იყო სააგენტო კლიპარტის გრაფიკული დიზაინერი და ქმნიდა სხვადასხვა კომპანიებითსვის ციფრულ, ბეჭდურ დიზაინს და ასევე მუშაობდა სააგენტოს ფარგლებში ბრენდინგის მიმართულებით.
2019 წლიდან აკადემიური საქმიანობაც შეითავსა და დაიწყო გრაფიკული დიზაინის მენტორად მუშაობა ჯეოლაბის და ჯიტას პროექტის ფარგლებშ.
Უმუშავია ბრენდინგზე და ბეჭდურ დიზაინზე შემდეგი კომპანიებისთვის : Zuzumbo Spa & Resort, Simetria par, Coffeesta coffee shop, PAZ bar, Chelty winery, Coffee Corner By Eleven, Lovebar, Satbur
ამჟამად არის Freelancer დიზაინერი მულტიდისციპლინური პროფილით და სწავლას განაგრძობს სამხატვრო აკადემიაში მაგისტრატურის პროგრამაზე.
თაზო მეიფარიანი
სინიორ გრაფიკული დიზაინერი
“ჩემი მთავარი მიზანია, ავალაპარაკო სტუდენტები გრაფიკული დიზაინის ენაზე.“
ჯერ კიდევ ბავშვობაში დაიწყო ციფრული ილუსტრაციების ხატვა. აქტიურად იყენებდა ფოტოშოპს და აქედან გაუჩნდა ინტერესი კონკრეტულად გრაფიკული დიზაინის მიმართ.
2018 წლიდან აქტიურად ჩაერთო ინდუსტრიაში.
მისი პროფესიული გამოცდილება ,,თაობის“ (საერთაშორისო კინოფესტივალი) გუნდში მოხვედრიდან იწყება. ამის შემდეგ სტამბა ,,სეზანში“ დაიწყო მუშაობა, სადაც მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვა.
მალევე შეუერთდა ,,Socialsharks“-ის გუნდს, გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე. კრეატიულ სააგენტოში მუშაობამ კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადა მისი გამოცდილება და ხედვა.
ამჟამად არის სინიორ გრაფიკული დიზაინერი კომპანია ,,Socialboost-ში“. ასევე მუშაობს, როგორც ფრილანს დიზაინერი.
უმუშავია შემდეგი კომპანიებისთვის: Colliers International, TBC Bank, TBC Pay, Glovo, Bank of Georgia, Socialboost და ა.შ.
დეტალები: გრაფიკული დიზაინი
|
შეფასებები
შეაფასე პირველმა: “გრაფიკული დიზაინი” კომენტარის გაუქმება
გრაფიკული დიზაინის საბაზისო კურსის სილაბუსი
Workshop 1
თეორია:
- რა არის გრაფიკული დიზაინი / ვიზუალური კომუნიკაციის მაგალითები
- დიზიანის მიმართულებები და ვიზუალური ტენდეციები
- პროგრამების შედარება
პრაქტიკული ნაწილი:
- Photoshop-ის ინტერფეისი და საბაზისო ხელსაწყოები
- ახალი დოკუმენტის შექმნა / შენახვა
- Regtangular tool-ის, Regtangular marque tool-ის, Paint bucket tool-ის გამოყენება.
- Layers-ის მნიშვნელობა
Workshop 2
თეორია:
- ვიზუალური კომუნიკაციის უპირატესობები
- Eye Flow – თვალის ტრაექტორიის დაგეგმვა
- სათქმელის იერარქია
- დიზაინერების სტილის გაცნობა
პრაქტიკული ნაწილი:
- პარამეტრების მოდიფიცირება, სამუშაო გარემოს მორგება
- საბეჭდი ფაილის მომზადება, ვიზუალის აწყობა და შენახვა შესაბამის ფორმატში
- Image-დან კადრის ამოჭრა Select tool-ების დახმარებით
Workshop 3
თეორია:
- გრაფიკული ბადის გამოყენება და მნშვნელობა გრაფიკულ დიზაინში
- კომპოზიცია (ჩარჩო, white space…)
- Სიმეტრიული ბალანსი, ოქროს შუალედი, ფოკუსის წერტილი
პრაქტიკული დავალება:
- გრაფიკული ბადის გამოყენებით საინფორმაციო პოსტერის შექმნა
- Შრიფტის შერჩევა, გადმოწერა, დაინსტალირება.
- Image-დან კადრის ამოჭრა Select tool-ების დახმარებით
Workshop 4
Პრაქტიკული ნაწილი
- რეტუშირება
- კლონირება
- დაზიანებული ფოტოსურათის აღდგენა, დამუშავება
- ობიექტების დამუშავება, კორექტირება, ფერის ცვლილება
Workshop 5
Პრაქტიკული ნაწილი
- Სახატავი თულის გამოყენება
- Ბრაშის და პატერნის შექმნა
- Ბრაშის ატრიბუტები
- Channels-ის მნიშვნელობა
- Frame Animation / Video timeline
Workshop 6
თეორია:
- Შრიფტის ისტორია
- ტიპოგრაფიის დანიშნულება დიზაინში
- ფონტის სტილები
პრაქტიკული ნაწილი:
- Შრიფტთან და ტექსტურ ობიექტებთან მუშაობა
- Შრიფტის ობიექტად გადაქცევა და მოდიფიცირება
- ტექსტის ატრიბუტები
Workshop 7
თეორია:
- Როგორ ვხედავთ ფერებს
- ფერთა ჰარმონიის თეორია
- ფერების ბორბალი, ფერების მოდელები CMYK / RGB, გამოყენების სფეროები
- ფერების ბიბლიოთეკის შექმნა / swatches
- ფერების მნიშვნელობა ლოგოს დიზაინში
პრაქტიკული ნაწილი:
- ფერების კორექცია (levels, curves, hue-saturation….)
- გაღიავება, დამუქება, ფერის ინტესივობა
Illustrator
Workshop 8
Პრაქტიკული ნაწილი
- Illustrator-ის ინტერფეისის გაცნობა
- Პარამეტრების მოდიფიცირება, სამუშაო გარემოს მორგება
- Layers-ის და Artboard-ის მნიშვნელობა
- ფორმატის შექმნა, ცვლილება, შენახვა.
- ვექტორული გამოსახულებების შექმნა და მართვა.
Workshop 9
Პრაქტიკული ნაწილი
- Სახატავი ხელსაწყოს გამოყენება, მხების მართვა.
- swatches / gradient-ის გამოყენება.
- ფერების ბიბლიოთეკის შექმნა.
Workshop 10
თეორია:
- ნამუშევრების სწორად შეფუთვა, რა გავითვალისწინოთ და როგორ დავიწყოთ ფინალურ პროექტზე მუშაობა.
Პრაქტიკული ნაწილი
- Შრიფტთან და ტექსტურ ობიექტებთან მუშაობა
- Შრიფტის შერჩევა, მოდიფიცირება, ობიექტად გადაქცევა.
- ფოტოსურათის ვექტორად გადაქცევა (image trace)
- Moodboard-ის მნიშვნელობა და მომზადება / mock-up
Workshop 11
Პრაქტიკული ნაწილი
- Საბეჭდი ფაილის მომზადება
- Გრაფიკული ბადის გამოყენება, მართვა.
- ვექტორული ბრაშების დაინსტალირება, პატერნის შექმნა.
- 3D effects (extrude & bevel, revolve, rotate), blend tool, mesh tool
Workshop 12
Პრაქტიკული ნაწილი
- ლოგოს წესების დაცვა (ბრენდბუქი)
- Სკანირებული ლოგოს, ვექტორულ ფორმატში გადაყვანა
Workshop 13
Პრაქტიკული ნაწილი
- დამკვეთთან სწორი კომუნიკაცია:
- Ბრიფთან მუშაობა
- სტამბასთან ურთიერთობა:
- Საბეჭდი ფაილის სტანდარტული ზომები
- ჭრის ხაზების (bleeds) მნიშვნელობა
- საბეჭდი ფერები;
- სწორი საბეჭდი ფორმატები;
- დანის და ნახაზების მნიშვნელობა, სწორედ გამოყენება
Workshop 14
- Ფინალური პროექტების წარდგენა
![გრაფიკული დიზაინი](https://upway.ge/wp-content/uploads/thumbs_dir/Awork-02-1-q7xzs3m57yf4nks9kvwbaon1c71a4ja0f5pcaxyt8k.png)
₾700
მსგავსი კურსები
![ციფრული მარკეტინგის სრული კურსი](https://upway.ge/wp-content/uploads/thumbs_dir/1-18-1yuctwgn6tvvramt2bav2rlprq94xbt44gz2rylunlus.png)
ციფრული მარკეტინგის სრული კურსი
![](https://upway.ge/wp-content/uploads/2021/12/dijital-hub.png)
![ციფრული მარკეტინგის ტექნიკებისა და ანალიზის კურსი](https://upway.ge/wp-content/uploads/thumbs_dir/22სტაფილოx1076-206mbhgewb1s4lpgui94vk04m0hircwg95wd96jsnb6s.png)
ციფრული მარკეტინგის ტექნიკებისა და ანალიზის კურსი
![](https://upway.ge/wp-content/uploads/2021/12/ac-logo.png)
₾700
შეფასებები ჯერ არ არის.